ვინ არის ჯადო ქარი

☀️💚☀️💚
რიჩარდ ბახი დაახლოებით ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ჯადოქრის გარჩევა ჩვეულებრივი ადამიანისგან ძალიან მარტივია: თუ თქვენ აზრზე არ ხართ როგორ გამოუვიდა მას «ეს», თქვენ წინაშეა ჯადოქარი!!!“

ქართულში ეს „ჯადო“_ქარი არასასიამოვნოდ, უცნაურად ჩაგვესმის ყურში, იგივდება რაღაც ბოროტთან, იდუმალთან, ამოუცნობ და საშიშთან…
არა და, მე თუ ვინმე მკითხვას, მხოლოდ სიტყვა იდულმალებას დავტოვებდი და აქვე განვმარტავდი – ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც გაარღვია ყოფიერების ჩარჩოები და შეეხო სამყაროს საიდუმლო სწავლებებს.
რაც მთავარია, ის შეიძლება ცხოვრობდეს მეზობლად, იყოს ნათესავი და ახლობლი… შეიძლება, ბრბოშიც კი გაერიოს, მაგრამ არ გახდეს მისი ნაწილი…

როცა გაიცნობთ შეიძლება, ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ…
მაგრამ მხოლოდ ცოოოტა… რადგან ის, მართალია, კი ცხოვრობს ამ ჟამად, აქ არსებულ მატრიცულ სისტემაში, მაგრამ სისტემა არ ცხოვრობს მასში.

დიახ, ისინი არიან და ცხოვრობენ ჩვეულებრივ ადამიანებად ჩვენს გვერდით, თუმცა გამოირჩევიან.

დიახაც, წარმოადგენენ ტიპიურ პიროვნებას, ჩვეულს, ჩვეულ პროგრამების რეალიზებით, მაგრამ იმხელა შინაგანი თავისუფლებით, რომ ვერ იმორჩილოებს მატრიცა მათ.

დიახ, ისინი არიან თავის უფალნი და თავისუფლები ჩვეული სტერეო ტიპობისგან, მოხვეული ფასეულობებისგან, ჩარჩოებისგან.

ისინი უფრთხილდებიან საკუთარ თავისუფლებას, უფრო და უფრო აფართოვენენ საზღვრებს, ერთი მეორეზე მიყოლებით თავისუფლდებიან ილუზიებისგან…

ისინი, არ ფარისევლობენ. თავში აღიარებენ ღმერთს, უნიკალურიბას და ამიტომ, პირველ რიგში, ყურს უგდებენ თავს და არა სხვას. გულის გამოძახილი კი არა, ჩურჩულიც კი, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე გამაყრუებელი ყვირილი. სწორედ, ეს შინაგანი მდგომარეობა ხდება მთავარი კომპასი ცხოვრების გაზაზე.

სხვამ, შეუძლია დორბლებამდე უმტკიცოს, ძარღვის გაწყვეტამდე უყვიროს, ათი ათასობით სიტყვათა კორიანტელი აყაროს, მაგრამ პასუხად მხოლოდ გაიღიმებს და გაგრძელებს საკუთარი გზით სიარულს. რატომ ? შინაგანად აჟღერებულ ჰარმონიასთან, ნანახი და მოსმენილი, ვერ მოდის რეზონანსში და იმიტომ.

დიახ, გარგნულად არაფრით არ განსხვავდება, მაგრამ საკმარისია მიუახლოვდე, რაღაც გაიძულებს ჯერ მოკრძალება გამოიჩინოთ, მოგვიანებით იგრძნობთ – საოცარი სიმშვიდე ისადგურებს თქვენში და გარშემო… მეტიც, მის გვერდით დგომაც კი გაძლევთ ენერგიას… ამის გამოხატვა სიტყვებით რთულია. ერთადერთი რაც გინდათ, ეს გაჰყვე იმ რაღაც, უთქმელ-უხილავ ძალას, რომელიც მასთან ერთად ჩნება და თან დაჰყვება…

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ამავე დროს რადიკალურად განასხვავებული… მისი თავდაჯერებულობა და ღრმად გამჭოლი მზერა, რენტგენში გატარებთ, თითქოს… იმდენად ახლოს ხართ ნამდვილთან, თქვენც ხდებით ნამდვილი.. ხდებით ის, ვინც ხართ და იყავით ყოველთვის…

უყურებთ და ხვდებით,

მან იცის ის, რაც უნდა.
როგორ მიაღწიოს,
აღწევეს იმას, რაც უნდა …
ეს არ არის ეგოიზმის საკითხი, რადგან არ ითხოვს მასიურ აღიარებას, ჯილდოებს, ნივთებს ან პოლიტიკურ ქულებს.. არც გამარჯვებები აინტერესებთ და ტაშის დაკვრები, მითუმეტეს, ამ დროს..

მისი არჩევანია, თავად ისწავლოს ცხოვრება ისე, რო
რასაც შეეხება გახადოს უკეთესი, ვიდრე იყო „მდე“
ვისაც შეხვდება, გახდნენ უფრო უკეთესი ვიდრე „მდე“
მისი ორიენტირია
ფასეულობა და სარგებლიანობა…
მსახურება და მოღვაწე ობა…

იცის, ყველა ადამიანშია წარმოუდგენელი შესაძლებლობები.
იცის, ბუნერივად, ღვთიურ არსშია, ჩამალული სულის მარცვალი უმძლავრესი პოტენციალით და რომ ყველას შეძლია მისი აღმოჩენა, გაღვივება და ლამაზ ნაყოფად ქცევა.
ამისთვის საჭიროა აეხილოს თავლები და მადლიერებით გაეხსნას გული… შიეგრძნოს თავში ღვთიურობის ძალა….
ძალა, რომლებიც გაცილებით მეტია ვიდრე სიტყვები და ადამიანური ყოფიერება…
ძალა უნიკალურობის
ძალია არსობის,
ძალა ანთებული, ნათელი და სუფთა გულის…

თუ თქვენ, ჯერ კიდევ არ შეგხვედრიათ ჯადო ქარი,
როცა გექნებათ ამის ბედნიერება, აუცილებლად მიხვდებით რომ ეს, ის არის – – იგრძნობთ და იცნობთ…

და მაშინ
მომენტალურად, მოხდება რასაც ვერ წარმოიდგენდით „შემდეგ“-
საკუთარ ცხოვრებას ჩაიბარებთ
და
მოხდება „საშინელება“ :
მომენტალურად, ვერავის დაადანაშაულებთ საკუთარი ცხოვრების გამო,
მომენტალურად, გააცნობიერებთ – ვერადროს გახდებით ის, ვინც იყავით „მდე“…

 

 

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს გენიალურობაში უდაო რწმენით
თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.