მინდა ახალი წელი მადლიერებით დავიწყო…

Nina Orjonikidze

🎄🎅🏻🙏მინდა ახალი წელი მადლიერებით დავიწყო და იმ ადამიანის მიმართ გამოვხატო ჩემი მადლიერება ვინც ეს მასწავლა და დღეს უკვე ყველაფერში მადლიერებას ვხედავ🙏🥰

ოოო… პირველად როდესაც მასთან მივედი და მითხრა დღეში მინიმუმ 5 მადლიერება დამეწერა,გავოცდი და გავბრაზდი კიდეც,მერე ვიტირე და ვუთხარი რომ არაფერი მქონდა სამადლობელი.მან მომისმინა თავისი ჩვეული სიმშვიდით…
შემდეგ ვისაუბრეთ და ნათლად დამანახა,რამდენი რამ მქონია თურმე სამადლობელი🙏💞🥰
ერთ ერთი ინდივიდუალური სესიის დროს დავიწყე საუბარი,ვლაპარაკობდი ყველაზე და ყველაფერზე (ალბათ როლებში შესული🙈)მოულოდნელად გამაჩერა და მკითხა:
-“ნინა შენ შენი ცხოვრება არ გაქვს?”
ვიგრძენი როგორ შემეკვრა სუნთქვა.მერე როგორ დიდი ტალღებივით აბობოქრდა ჩემს სხეულში ყველაფერი,ყელში რაღაც მიჭერდა,ვეღარ ვსუნთქავდი. მინდოდა რაღაც მეთქვა.შევპასუხებოდი.
მინდოდა..მინდოდა..მინდოდა რაღაცა,მაგრამ რა მეთქვა არ ვიცოდი…
მერე ისევ მშვიდად გააგრძელა საუბარი.
მახსოვს როგორ მომდიოდა ლოყებზე თბილი ცრემლები..
მან შემაცვლევინა ხედვა.მან აი ასე უბრალოდ მომხსნა შავი დიდი უშველებელი ჩამუქებული სათვალე,რომელსაც ვატარებდი.
დღეს ჩემი ცხოვრება სხვანაირია ლამაზია,ფერადია და შენი მადლიერი ვარ თამო რომ მე დღეს ვარ “ჩემი ცხოვრების მწერალი და არა სხვისი ცხოვრების მკითხველი”.
🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟
“აიღე კალამი და ფურცელი და რასაც გეტყვი დაწერე” სულ რამდენიმე თავის წინ იყო ეს სიტუაცია.🙏❤️
შენ ხარ ადამიანი 112.
ადამიანი რომელიც ყოველთვის მზად არის სხვის დასახმარებლად🥰
ეს ადამიანი არის Tamar Kvaratskhelia ,ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემთვის მნიშვნელოვანია.🥰🥰🥰მადლიერი ვარ შენი არსებობის შენი ჩემს ცხოვრებაში ყოფნით და ძალიან მიყვარხარ💞💞💞

🧚‍♀️”არსებობენ ადამიანები ანგელოზები” რომლებიც მზად არიან და ცდილობენ დაგეხმარონ.
მთავარია ჩვენ გვქონდეს სურვილი რომ ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს💖💖💖
თუ კი ხართ ვინმე იმ სიტუაციაში როგორშიც ვიყავი მე,უბრალოდ მოდუნდით,ჩაუფიქრდით საკუთარ ცხოვრებას,გამოხატეთ მადლიერება ყოველ დილისთვის,ყოველი დღისთვის,ყოველი ადამიანისთვის ვინც არის თქვენს ცხოვრებაში….და აღმოაჩენთ რომ მალე იმის მადლიერი იქნებით რაც გეგონათ რომ ცუდი და არასასიამოვნო არის ან იყო თქვენს ცხოვრებაში.🥰
წარმატებულ,მადლიერებით სავსე წელიწადს გისურვებთ ჩემო მეგობრებო🙏🙏🙏❤️❤️❤️💖💖💖🌟🌟🌟🥰🥰🥰😘😘💞💞🎉🎉🧚‍♀️🧚‍♀️😍😍🎅🏻🎅🏻🎅🏻🌈🌈🌈👑👑👑🎊🎊🎊🎁🎁🎁🌹🌹🌺🌺🌺🎄🎄🔮🔮🔮

 

თხოვნა, მოიწონეთ ნინას ფესიბუქ გევრდი: https://www.facebook.com/orjonikidzenina/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.