ერთხელ, ერთმა კაცმა ბუდას სახეზე შეაფურთხა. ბუდამ ჩამოიწმინდა და ჰკითხა:
— სულ ეს არის თუ კიდევ რამე გინდა?
ანანდა ხედავდა ყველაფერს. ბუნებრივია, წყობიდან გამოიყვანა ამ საქიელმა, გაბრაზებით წამოხტა და შესძახა:
— მასწავლებელო, მხოლოდ მომეცით უფლება და მე მას ვაჩვენებ! ის უნდა დაისაჯოს!!
— ანანდა, შენ კი გახდი სანასინი მაგრამ გამუდმებით გავიწყდება ეს ამბავი — უთხრა ბუდამ — ეს სწაყალი კაცია, ისედაც ბევრი იტანჯა. უბრალოდ შეხედე, დააკვირდი მის სახეს და სისხლით ავსებულ თავლებს! ალბათ, მთელი ღამე არ იძინია და იტანჯებოდა, მსგავსი საქციელი რომ ჩაედინა. ჩემთვის შეფურთხება — მისი სიგიჟიდან მომდინარეა. მითვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს განთავისუფლება! გამოიჩინე თანაგრძნობა მის მიმართ. რასაკვირველია, შენ შეგიძლია მოკლა ის და გახდე მასავით გიჟი!
კაცს ესმოდა მათი დიალოგი და ამის გაგონებაზე დაიბნა. ბუდას რეაქცია მისთვის აღმოჩნდა სრულიად მოულოდნელი. მას სურდა დაემცირებინა, შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის, მაგრამ თავს გრძნობდა დამცირებულად. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა — ბუდასგან გამოჩენილი სიყვარული და თანაგრძნობა!
ბუდამ კაცს მიმართა:
— წადი სახლში. ცუდად გამოიყურები და დაისვენე. შენ უკვე საკმარისად დასაჯე თავი. დაივიწყე ეს შემთხვევა. მას არ მოუყენებია ჩემთვის ზიანი. ეს სხეული მტვერია, ადრე თუ გვიან ის, ისედაც, იქცევა მტვრად და მასზე ივლიან ადამიანები, დააფურთხებენ კიდეც და მას მოუწევს ბევრჯერ გარდასახვა.
კაცი ატირდა, დაქანცული წამოდგა და გალასლასდა. საღამოს მობრუნდა და ბუდას ფეხებში ჩაუვარდა სიტყვებით:
— მაპატიე!
— საკითხი საერთოდ არ დგას ჩემს პატიებაზე რადგან, არ გავბრაზებულვარ, არ განმისჯიხარ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ დაუბრუნდი საკუთარ თავს და დასრულდა ის ჯოჯოხეთი, რომელშიც იმყოფებოდი. იარე მშვიდობით და არასდროს ჩაეფლო მსგავს მდგომარეობაში!
მადლიერი ვარ💓 ამ იგავისთვის