რისთვის მოვედი

💫💫💫ამ ქვეყნიერებაზე მოვედი გავიგო რას ნიშნავს –
„სრულად მივენდო სამყაროს“..
☀️☀️☀️☀️
ასე თუ ისე, ნახევარი ცხოვრება გავლიე უკვე….

💡და მივხვდი – სამყაროს ნდობა იწყება აქ და ამ წუთას, ცხოვრების ნდობის სწავლით
…ცხოვრების ამ პერიოდში ვნახე გაცილებით მეტი ტკივილი, იმედგაცუება, ღალატი, დამცირება.. ზოგჯერ მარტოობის შიში იმდენად მძაფრი იყო, რომ ერთ დღესაც გადავწყვიტე: რაც არის არის, „მოკუთვნებულ„ ცხოვრების გზას გავლევ ისე, რომ ამ ქვეყნიერებას ა ღ ა რ ს ო დ ე ს დავუბრუნდე.

და დავიწყე შეგროვება რაც იყო… გავიხსენე პირველი ზიარების შედეგად მიღებული უსასრულო აღმა_ფრენის ძალა, დავაგემოვნე მედიტაციის ექტაზი, სიყვარულის უსაზღვროებში ჩაძირვა, თავბრუდამხვევი წარმატების სიამაყის განცდა …
და ვიგძენი მოულოდნელი დაცემის ტკივილი…

ჯოჯოხეთური ტკივილით „მოლეული“ იყო დრო, როცა ვფიქრობდი – „აღარასოდეს, არავის არ მოვცემ საშუალებას მსგავსი განმაცდევინოს“.. ილუზიები ისე სასტიკად მენგრეოდა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება.. მახსოვს უმწეობისგან, ერთხელ როგორ გავიფიქრე – მსგავსი ტკივილის შედეგად რატომ არ ვკვდები? ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს რომ „მოვრჩე“ … მახსოვს სუთქვას ვკრავდი, იქნებადა ტკივილი უჟადგბადოდ მოგუდულიყო და წერტილი დაესვა ყველაფრისთვის…

ასე თუ ისეა,
ყველაფრის მიუხედავად
ცხოვრება გრძელდებოდა…
ნელ-ნელა, ავითვისე და ნგრევათა შეგუებაში (და არა დანებებაში) ვიპოვე შვება –
თავს,
მათ და
მოვლენებს
ვაძლევდი უფლებას მომხადრიყო…

ამ, არც თუ ხანგრძლივი სიცოცხლით ცხოვრებაში შევამჩნიე ერთი კანონზომიერება –
👉ფერფლიდან ყოველთვის ვდგებოდი
👉ბრუნდებოდა – არსებულის აღქმის სიმძაფრე.
👉ვხედავდი – აღარ ვიყავი ადრინდელი!
👉ვგრძნობდი – განახლებას და ენერგიას…
👉აღმოვაჩენდი – თურმე ჩემი გამოცდილება არ იყო ფუჭი…

💫💫💫რისთვის გავჩნდი?
სრულად ვენდო სამყაროს!
ვისწავლო ცხოვრება სიცოცხლეში…

❗️ვენდო მაშინაც კი როცა მავიწდება, რას ნიშნავს ცხოვრების სრული ნდობა.
❗️ვენდო იმას, რომ ცხოვრება ყოველთვის არ მიდის დაგეგმილად და მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ნება, აქ და ამ წუთას, გავაგრძელო „ცხოვრება სიცოცხლეში“, (სხვა არაფერი შემიძლია) რადგან ამ უკიდეგანო გაურკვევლობას ესწრება უდიდიესი გონი (შეცნობის აღქმას გამსცდარი) და რომ მცირედად მაინც სამყაროს შესაცნობად ვსაჭიროებ წავიქცე, გავმწარდე…. რომ აღმდგარმა გავრძელოდ ცხოვრება სიცოცხლეშივე – გაზრდილი სიმამაცით და მეტი ნდობით..

🙏ასეა თუ ისეა,
ყოველთვის ვცდილობ „თავი მეჭიროს“
💡რატომ ვცდილობ?
მიჭირს ამის ახსნა, და არც მინდა.

ცხოვრების ნახევარი გავლიე და ბევრი რამ ვისწავლე უდიდესისგან – შეიძლება ისევ გამიცრუვდეს იმედი, კვლავ დამამციროს ვინმემ (შეეცადოს)… მაგრამ უკვე მშვიდად ვხვდები ვაძლევ უფლებას იყოს, დაე, მოხდეს! რადგან ვიცი – აღმსგარი ვიგრძნობ ისეთ ცვლილებებს, ადრე, რომ მეგონა დამანგრევდა-გამანადგურებდა და ვერც კი წარმომედგინა თუ შევძლებდი გადარჩენას..

თუმცა
ასეა თუ ისე
❗️გადავრჩი..

ასე თუ ისე
„მიჭირავს თავი“ ვაგრძელებ ცხოვრების გზას,

ასეა თი ისეა
ვცხოვრობ სიცოცხლით და შენც იცოცხლე….

 

🧡სიყვარულით და 🙏მადლიერებით
💫თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარცხელია

25.01.2020

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.