„არა„-ს თქმის ხელოვნება

ზოგადად მართვაში და კონკრეტულად საკუთარი თავის მართვის სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს „არა„-ს თქმის ხელოვნებას.
ხშირად ჩვენი გეგმები, სურვილები და მიზნები გადაგვიდია და დავზარალებურვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გვითქვამს – „არა„
გვეშინია, – „არა„ არ ჩაგვითვალონ უზრდელობაში და უხეშობაში;
გვეშინია, ამით არ ჩავტეხოთ ურთიერთობის ხიდი;
გვეშინია ცოდვად არ ჩაგვეთვალოს;
გვსურს ვიყოთ კეთილი, დავეხმაროთ სხვებს და ა.შ.

მაგრამ ყველა თხოვნის შესრულება შეუძლებელიცაა და საზიანოც არის, არა მხოლოდ ჩვენთვის, (ამ დროს ირღვევა ჩვენი პირადი საზღვრები), არამედ,ზოგჯერ -მთხოვნელისთვისაც, მაგალითად, ვერ ვუთხარით უარი და არაკომპეტენტურობის გამო დავაზარალეთ მთხოვნელი…
ყველა თხოვნის შესრულება არც ქრისტიანულად არის გამართლებული და მისაღები.
ამიტომ სასურველია ვისწავლოთ „არა„-ს თქმა დელიკატურად და ვისარგებლოთ შემდეგი წესებით:
1. არ იჩქარო პასუხი და თანხმობის მიცემა. გააკეთე პატარა პაუზა. შეგიძლია სთხოვო გაგიმეოროს თხოვნა. შეგიძლია ამ დროს ჩახედო კალენდარს, შეაფასო შენი გეგმები და ასე მოემზადო არას სათქმელად.
2. იყავი ლაკონური, მოერიდე მრავალსიტყვიან ახსნა-განმარტებებს, თუ რატომ არ შეგიძლია თხოვნის შესრულება. საკმარისია მოკლე ფრაზა, მაგალითად: „დღეს ვერ შევძლებ„
3. თუმცა უფროსის, ხელმძღვანელის თხოვნაზე უარის თქმას აუცილებლად უნდა ახლდეს ახსნა-განმარტება;
4. დაფიქრდი, – რასაც გთხოვენ, რამდენად მნიშვნელობვანია შენთვის, შენი მიზნებისთვის, ფასეულობებისთვის?
5. გააცნობიერე და აუხსენი საკუთარ თავს, რომ უარის თქმა რამეზე შენ ნება-სურვილზეა დამოკიდებული და ყოველთვის გაქვს უფლება იმოქმედო ისე, როგორც თვლი საჭიროდ;
6. უარის თქმის დროს არ იყო მერყევი, და არ დაიწყო თავის მართლება. იყავი თავდაჯერებული და კეთილგანწყობილი.
7. გარკვეულ სიტუაციაში უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ყველას ყოველთვის ყველაფერზე ეტყვი უარს.
8. უარი უნდა იყოს მყარი, მაგრამ არა უხეში. საუბარი დაასრულე პოზიტიურად.
9. უკარნახე შენი ვერსია პრობლემის გადაჭრისა.
10. არ იცრუო და უარი არ ჟღერდეს, როგორც იმედი მომავლისთვის…

უარის თქმისას გამოიყენე ფრაზები:
1. თქვენი წინადადება მიმზიდველია, მაგრამ სამწუხაროდ….
2. ვწუხვარ, მაგრამ ნეგატიური გამოცდილება მაქვს მსგავს საქმეზე….
3. ამაში კარგად ვერ ვერკვევი, რატომ არ მიაკითხავ პროფესიონალს?
4. ამის გაკეთებას ვერ შევძლებ, თუმცა სიამოვნებით დაგეხმარებით.
5. კარგია, მაგრამ ახლა გადატვირთული გრაფიკი მაქვს და…
6. ბოდიში, თქვენს თხოვნას ვერ შევძლებ, მნიშვნელოვან საქმის გამო
7. ახლა არ შემიძლია გიპასუხო, დრო მჭირდება გადაწყვეტილებისთვის

გამოიყენე ორი ნაბიჯის პრინციპი.
ნაბიჯი 1: თუ სათხოვარი შენი ინტერესების წინააღმდეგია უთხარი „არა„ ლაკონურად, მყარად, უემოციოდ.
ნაბიჯი 2: შერბილებისვის დასძინე; „მე მესმის თქვენი, ვწუხვარ, მაგრამ ვერ შევძლებ, რადგან..

კარგი იქნება თუ პასუხს მაშინვე არ ეტყვი, ხოლო შუალედში საკუთარ თავს ჩაუტარებ თვითქოუჩინგს და უპასუხებ შემდეგ კითხვებს:
1. რასაც მთხოვს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის?
2. ამ თხოვნის შესრულება რამდენად შეესაბამება ჩემს მიზნებს, ფასეულობებს?
3. რამდენად ღირს ჩემი საქმის გაფუჭება ამ თხოვნის შესრულებით?
4. რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ამ თხოვნის შესრულებას?
5. რა ვერსია შეიძლება შევთავაზო პრობლემის გადასაჭრელად?
6. ვისთან შეიძლება გავუწიო რეკომენდაცია?
7. როგორ ვუთხრა„ არა„ დელიკატურად, მეგობრულად, დამაჯერებლად?

აფერმაციები:
1. მე როცა მომმართავენ თხოვნით, მუდამ ვაკეთებ პაუზას და ვაანალიზებ მას;
2. მე „არას„ ვეუბნები ყველა თხოვნას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს მიზნებსა და ფასეულობებს;
3. მე ვფოკუსირდები იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის მოცემულ მომენტში;
4. მე ყოველთვის მაქვს უფლება ვიმოქმედო ისე, როგორც ვთვლი საჭიროდ;
5. როცა მთხოვნელს ვეუბნები „არას„ ამ დროს ვარ თავდაჯერებული, მშვიდი და კეთილგანწყობილი;
6. მე ვაცნობიერებ, რომ თუ მსურს მივაღჭიო სანუკვარ მიზნებს, უნდა შემეძლოს უარის თქმა დელიკატურად.
7. თუ შემიძლია, მე მთხოვნელს ყოველთვის ვეხმარები ალტერნატიული გზების ძიებაში;
8. ვაცნობიერებ, რომ რამეზე „არას„ თქმა ჩემს ნება-სურვილზეა დამოკიდებული

გისურვებთ წარმატებებს და პიროვნული საზღვრების დაცვას.

პატივისცემით – ბესიკ კაიშაური.
მართვის დოქტორი და ქოუჩი

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.