ღირდა ეს ამად…

დიახ, წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა…

👉უვიცობით, გაუგებრობით. გაუცნობიერებლობით
👉ტოტალურად, სრულად დაკარგვით, დაბნეულობით
👉ილუზორული წარმოდგენების მსხვრევით, ჩასაჭიდის მოწყვეტით და მიჯაჭვულობის წყდომით
👉ყველა ამბიციის და გეგმის ჩიხში შესვლით და სულიერების ფსკერზე დაცემით
👉უკუნეთ უფსკურილის პირას დგომით კი არა, ჩავარდნით, დაგლეჯილი გულით და გასიახლინებული ბობღვით
👉ჩვეულის მსხვრევით, დაფერფვლით
👉გაბერილი პატივმოყვარეობის საპნის ბუშტივით გასკდომით და გაწუწული – გაუჩინარების, „მიწის გასკდომის“ გაშეშებული ნატვრით…

Continue reading “ღირდა ეს ამად…”

როზენხანის ექსპერიმეტი

მინდა გიამბოთ კვლევებზე, რომელმაც თავის დროზე გააკვირვა საზოგადოება და დიდი რეზონანსი გამოიწვია ფსიქიატრიის სამყაროში.

აშშ-ში 1973 წელს ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტი, რომელმაც ეჭვისქვეშ დააყენა და ნდობა შეურყია ფსიქიატრიულ დიაგნისტიკას. ამ ექსპერიმეტის ინიციატორი გახლდათ ამერიკლი ფსიქოლოგი დევიდ პოზენხანი. კვლევის შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდა ჟურნალ Science სტატიით «ნაცვლად გიჟებისა, ფსიქიკურად ჯანმრთელები».

ძირითადად, ექსპერიმენტი ტარდებოდა საიდუმლოდ. 8 ადამიანმა, რომელთა შორის გახლდათ თავად როზენხანი, მიმართა ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა ფისქიატრიულ საავადმყოფოს, სმენითი ჰალუცინაციის ჩივილით.  როგორც ზემოთ ვახსენეთ, სინამდვილეში დავადებას არ ქონდა ადგილი, თუმცა ექიმებმა „პაციენტები“ არა მარტო მიიღეს, არამედ. ფსევდოპაციენტები აღიარეს ფსიქიურ ავადმყოფებად და სასწრაფოდ მოახდინეს მათი ჰოსპიტალიზაცია.

Continue reading “როზენხანის ექსპერიმეტი”

როცა არ ენდობი სხვას…

როდესაც ვინმეს არ ენდობი და შიში გიპყრობს – ეს მეტყველებს ერთ რამეზე,
არ ე ნ დ ო ბ ი ს ა კ უ თ ა რ თ ა ვ ს,
დაკარგე საკუთარი თავის აღქმა
ვერ ხედავ პოტენციალს შენში,
გაურბიხარ საკ. თავთან დარჩენას,
ემალები საკუთარ მისწრაფებებს,
გადაუხვიე არჩეული „კურსიდან“
იღებ არასწორ გადაწყვეტილებებს,
და არ აღიარებ დანიშნულებას…

სანამ ასე მოიქცევი,
სულ უფრო და უფრო გაირთულდებ ცხოვრებას, მიიზიდავ მეტად და მეტ სასტიკ სიტუაციებს და ადამიანებს.
მათ ერთმანეთზე მიყოლებით თავად მოიპატიჟებ, საპატიო, სანატრელი სტუმრებივით. სტუმარი ჩაგისხლდება გაურკვეველი ვადით და იქნება მტკივნეული თანაარსებობა!
და ასე გაგრძელდება…
ეჭვების სამეფოდან მიგრირებულნი დაგიწყებენ შევიწროებას, გამრავლდებიან და ნელ-ნელა შეეცდებიან მოგიცილონ თავიდან და განადგურონ…
უფრო და უფრო..
მეტად და მეტად…

და ეს მათ გამაუვათ…

თუ არ დაფიქრდები და თავს უფლებას არ მისცემ გამოაცხადო აბსოლუტურად ყველას და ყველაფრის მიმართ ტოტალური ნდობა –
უპირველესად საკუთარი თავის,
გარემოს,
ადამიანების,
სამყაროს…
სანამ არ აღიარებ შენში გაცილებით დიდს და ასევე, პიროვნულ უნარებს და არ გამოაცხადებ :

„,მე მზად ვარ მივყვე ცხოვრების დინებას! დაე, იყოს ისე როგორც არის, დაე, მოსახდენი მოხდეს! მე ვენდობი სამყაროს და ვიცი, ყველაფერი მოხდება ჩემთვის და ყველასთვის სასიკეთოდ!!“

სასტიკ განსაცდელებს გაგატარებს სამყარო – გარემო, ადამიანები, ყველა და ყველაფერი… მანამ, სანამ არ ისწავლი ნდობას და საკუთარი შეგრძნებებით ცხოვრებას.

და თუ მაინც ფიქრობ, რომ „სანდო ადამიანები არ არიან“ – გთხოვ გააცნობიერო, ეს იმის მიმანიშნებელია –
არ ენდობი თავს… და არა სხვას

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

დავრჩეთ სიყვარულში სიყვარულად

არ შემიძლია, გაგაკრიტიკო, რადგან შენ შენი უნიკალური და ჩემთვის უცნობი ცხოვრების გზა გაქვს გამოვლილი.

არ შემიძლია, არასდროს და არავითარ შემთხვევაში განგიკითხო ან განგსაჯო, რადგან საკუთრივ შენი უნიკალური და ჩემთვის უცნობ ცხოვრების გზას გადიხარ.

არ შემიძლია, ვინმეს შეგადარო, რადგან დარწმუნებული ვარ შენს უნიკალურობაში და ჩემთვის უცნობი ცხოვრების გზა გაქვს გასავლელი.

არ შემიძლია, რამე გირჩიო ან გასწავლო, რადგან შენ საკუთარი უნიკალური და ჩემთვის უცნობი ცხოვრების გზას მიუყვები.

არ შემიძლია, ვიცოდე ან დავინახო ჭეშმარიტი მიზეზები შენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების, რადგან საკუთარი უნიკალური და მხოლოდ შენთვის და მხოლოდ ღვთისგან ბოძებული ცხოვრების გზა გაქვს გასავლელი.

Continue reading “დავრჩეთ სიყვარულში სიყვარულად”

სულიერ ფასეულობათა კუნძული (იგავი სიყვარულზე)

დიდი ხნის წინ დედამიწაზე იყო კუნძული, სადაც ცხოვრობდა ყველა სულიერი ფასეულობა ერთად. ერთ დღეს, შეამჩნიეს თუ როგორ დაიწყო კინძულმა ნელ-ნელა ჩაძირვა და წყლით დაფარვა. ყველა ფასეულობამ მიაშურა თავ-თავის ხომალდს, რათა გაცლოდათ იქაურობას. კუნძულზე დარჩა მხოლოდ სიყვარული.

მას არ ყავდა გემი, ამიტომ ელოდებოდა და უკანასკნელ წუთამდე რჩებოდა კუნძულზე. როდესაც დარჩენა აღმოჩნდა შეუძლებელი დაიწყო ძებნა, ვისაც შეიძლებოდა რომ დამგზავრებოდა სამშვიდობომდე. Continue reading “სულიერ ფასეულობათა კუნძული (იგავი სიყვარულზე)”

მშენებელი კაცი პენსიაზე გასვლის წინ (იგავი)

ცხოვრობდა ერთი მშენებელი კაცი. მთელი ცხოვრება აშენებდა სახლებს და ბოლოს გადაწყვიტა პენსიაზე გასვლა.

– მივდივარ, ვამთავრებ მუშაობას – განუცხადა დამქირავებელს – გავალ პენსიაზე და  ჩემს მოხუცთან ერთად მოვუვლი შვილიშვილებს.

კარგი მშენებელი იყო და დამქირავებელს უჭირდა მასთან განშორება, ამიტომ შესთავაზა:

– მისმენე, მოდი ასე გავაკეთოთ – ბოლო სახლიც ააშენე და მერე მოგიწყობ ერთ კარგ გაცილებას, ზარ-ზეიმით გაგიშვებ პენსიაზე!

Continue reading “მშენებელი კაცი პენსიაზე გასვლის წინ (იგავი)”

განკითხვა (იგავი)

– მასწავლებელო, თუ შეიძლება მითხარით, უდიდესი მოღვაწეები რატომ ამბობდნენ – არ განსაჯო? ნუთუ ეს ასე მნიშვნელოვანია?  – ჰკითხა მოსწავლემ.
როგორც ყოველთვის მასწავლებელმა არ გასცა პირდაპირი პასუხი, ნაცვლად, გაუწოდა გასაბერი რეზინის ბურთი, რომლსაც ცოტაოდენი, ახალი ტალახი ეკრო ძირზე. მისცა და სთხოვა, მის წინაშე მდგარს გაებერა. მოსწავლე შეუდგა.
– აბა, რას ხედავ? – ჰკითხა მასწავლებელმა.
– გხედავთ თქვენ და ბურთს.
მოსწავლემ რამდენჯერმე კიდევ ჩაჰბერა და ბურთი კიდევ გაიზრდა.
– ახლა რას ხედავ?
– თქვენ თითქმის ვერ გხედავთ, ძირითადად ვხედავ ბურთს რომლის კედლებზე, აქეთი-იქით იტყეპნება ტალახი – უპასუხა მოსწავლემ.
– გააგრძელე.
როგორც ბუშტი გაიზრდა ზომაში მასწავლებელმა ისევ ჰკითხა:
– რას ხედავ?
– ტალახიანი ბურთის გადა ვერაფერს.
– კიდევ გაბერე – უთხრა მასწავლებელმა და გადგა შორს.
მოსწავლემ არ დაიშურა ძალები და გულიანად განაგრძო გაბერვა, რასაც ვერ გაუძლო ბურთმა და… ბახ! გასკდა, რის შედეგადაც კედლებს ტალახი მიეცხო. მოსწავლე გაშეშებული იდგა, დამუნჯებული ათვალიერებდა შხეფებში მოსვრილ  ტანისამოსს, კედლებს და სახეზე მოკრულ ტალახს.
– აი, სწორედ ასე ხდება, როდესაც კონცენტრირებას ახდენ სხვის ნაკლზე, სისუსტეებზე და ცოდვებზე. როცა განიკითხავ, ვეღარ ამჩნევ თავად ადამიანს. ხედავ მხოლოდ საკუთარ განკითხვას, ბოროტ აზრებში და გრძნობებში ხარ ჩაფლული, რომლებიც მოსალოდნელია ყოველ წუთას გასკდეს და არა მარტო შენ დაგსვაროს, არამედ გარემო… რასკვირველია, თუ არ გააჩერებ „გაბერვას“  სხვებზე არაკეთილშობილი აზრებით – უთხრა თუ არა ეს მასწავლეელმა, გაეცლა. დატოვა მოსწავლე საკუთარ აზრებთან და გრძნობებთან მარტო.