განკითხვა (იგავი)

– მასწავლებელო, თუ შეიძლება მითხარით, უდიდესი მოღვაწეები რატომ ამბობდნენ – არ განსაჯო? ნუთუ ეს ასე მნიშვნელოვანია?  – ჰკითხა მოსწავლემ.
როგორც ყოველთვის მასწავლებელმა არ გასცა პირდაპირი პასუხი, ნაცვლად, გაუწოდა გასაბერი რეზინის ბურთი, რომლსაც ცოტაოდენი, ახალი ტალახი ეკრო ძირზე. მისცა და სთხოვა, მის წინაშე მდგარს გაებერა. მოსწავლე შეუდგა.
– აბა, რას ხედავ? – ჰკითხა მასწავლებელმა.
– გხედავთ თქვენ და ბურთს.
მოსწავლემ რამდენჯერმე კიდევ ჩაჰბერა და ბურთი კიდევ გაიზრდა.
– ახლა რას ხედავ?
– თქვენ თითქმის ვერ გხედავთ, ძირითადად ვხედავ ბურთს რომლის კედლებზე, აქეთი-იქით იტყეპნება ტალახი – უპასუხა მოსწავლემ.
– გააგრძელე.
როგორც ბუშტი გაიზრდა ზომაში მასწავლებელმა ისევ ჰკითხა:
– რას ხედავ?
– ტალახიანი ბურთის გადა ვერაფერს.
– კიდევ გაბერე – უთხრა მასწავლებელმა და გადგა შორს.
მოსწავლემ არ დაიშურა ძალები და გულიანად განაგრძო გაბერვა, რასაც ვერ გაუძლო ბურთმა და… ბახ! გასკდა, რის შედეგადაც კედლებს ტალახი მიეცხო. მოსწავლე გაშეშებული იდგა, დამუნჯებული ათვალიერებდა შხეფებში მოსვრილ  ტანისამოსს, კედლებს და სახეზე მოკრულ ტალახს.
– აი, სწორედ ასე ხდება, როდესაც კონცენტრირებას ახდენ სხვის ნაკლზე, სისუსტეებზე და ცოდვებზე. როცა განიკითხავ, ვეღარ ამჩნევ თავად ადამიანს. ხედავ მხოლოდ საკუთარ განკითხვას, ბოროტ აზრებში და გრძნობებში ხარ ჩაფლული, რომლებიც მოსალოდნელია ყოველ წუთას გასკდეს და არა მარტო შენ დაგსვაროს, არამედ გარემო… რასკვირველია, თუ არ გააჩერებ „გაბერვას“  სხვებზე არაკეთილშობილი აზრებით – უთხრა თუ არა ეს მასწავლეელმა, გაეცლა. დატოვა მოსწავლე საკუთარ აზრებთან და გრძნობებთან მარტო.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.