დაიწყეთ სუუუულ თავიდან

☀️დაიწყეთ სუუუულ თავიდან…

💫💫💫თავდაპირველად განმარტოვდით.
👉ისწავლეთ საკუთარი თავად ყოფისგან სიხარულის, სიყვარულის, სიამოვნების მიღება.
👉გახდით ის, „ბედნიერი ნამდვილი„ და ნამდვილი ბედნიერება, ვისთვისაც მნიშვნელობას კარგავს – მოვა თუ არა მასთან „ის“…
💡თუ ამას მოახერხებთ, ყოფიერებაში ბედნიერება იქცევა თქვენს მოცემულობად და იქნებით არა მარტო სავსე, არამედ, აღმატებით…

🧡🧡🧡🧡🧡და თუ, ამ დროს, არც არავინ დააკაკუნებს თქვენს კარზე, ხომ მაინც ყველაფერი, ისედაც, კარგად იქნება? არაფერი დაგიკარგიათ, არაფერს არ გამორჩენიხართ… უფრო მეტიც, განთავისუფლდით მოლოდინებისგან (- მოვა, ამავსებს, აზრს მისცემს და გამხდის ბედნიერს)…
😄😄😄 თქვენ მაინც სახლში ხართ: თუ ვინმე მოვა, ხომ კარგი და მშვენიერია… და თუ არც არავინ მოვა – მაინც კარგია და მშვენიერი..

არა და…
🎁🎁🎁ეს, სწორედ ის დროა, როცა უკვე მზად ხართ ახალი ურთიერთობებისთვის.
🎁ეს ის დროა, როცა სტუმარს კარს უღებთ არა იმიტომ რომ გჭიდებათ ან ელოდებით, უბრალოდ, „სტუმარი ღვთისაა“…
🎁ეს ის დროა, როცა არჩევანს აკეთებთ საკუთარი ცხოვრებით – სისავსიდან და არა, ნაკლულობიდან.
🎁ეს ის დროა, როცა ხდებით საკუთარი ცხოვრების ბატონ/პატრონი და აღარ ხართ – მსხვერპლი, დაჩაგრული ან მონა…
🎁მდიდარი ხართ და არა ღატაკი,
🎁საკუთარი ცხოვრების მეფე/დედოფალი ხართ და არა გლახა/უბედური…

და ადამიანი რომელიც ცხოვრობს საკუთარ გამარტოებაში ნაპოვნი სიმშვიდით, სიხარულით, სიყვარულით.. ყოველთვის მიმზიდველი ხდება  „მისთვის“… მართალია, ეს სასწულს ჰგავს, თუმცა სუფთა ფიზიკაა, რადგან, 🧲🧲🧲🧲🧲აქ ამოქმედდება სამყაროსთან მიზიდულობა – როცა მსგავსი იზიდავს მსგავსს…

💃🕺როდესაც ერთმანეთს ხვდება ორი სავსე, საკუთარი ცხოვრების ბატონ/პატრონი, განმატოვებაში თავთან სრულყოფილი, თავისუფალი მოლოდინებისგან და მოთხოვნილებებისაგან, არა მარტო იშობა სიხარული, არამედ, მრავლდება და გრანდიოზულ დღესასწაულად იქცევა არსებული თან_ხვედრა… მარტივად წყალუხვდება ერთ დიდ ბედნიერების დინარებად…
ერთურთის გამოყენება კი არ ხდება, პირიქით, ორივე ხდება ერთი, მთლიანი, სრულყოფილება.. იძირებიან, სრულად იხსნებიან ბედნიერებით, ყოფიერებაში არსებული ყველა ფერში, ნეტარ დინებად ეშურებიან უკიდეგანო უძირო ოკეანედ…

💫💫💫💫💫💫💫💫💫💫
და იწყო ყოველივე, სუუუულ თავიდან, თავიდან…

 

💚სიყვარულით და 🙏მადლიერებით
💫თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

სოფელი ჩრდილი

ხარაგაული

2020.02.11

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.