სულიერების განვითარების ეტაპები

სულიერი განვითარება − ეს სამყაროს შემეცნებაა საკუთარი თავის გავლით.

საკუთარი აზრების, ემოციების დაკვირვება, კვლევა – თუ საიდან მოდიან, როგორ იბადებიან და რა ზემოქმედებას ახდენენ ჩვენზე, პერსონალურ თუ ზოგად დონეზე.

ნამდვილი სულიერი #ზრდა , წარმაუდგენელია საკუთარი თავის შემეცნების გარეშე.

და ამ გზის გავლა ყველას ნამდვილად არ შეუძლია „ერთ სიცოცხლეში“. ადამიანების უმრავლესობა არც არის მზად მსგავი ინფორმაციის მისაღებად და მით უმეტეს, გასაგებად დაშვების დონეზეც კი. რატომ? ვიღაც დაკავებულია ლუკმა პურის შოვნით, ვიღაც პირადი ცხოვრების მოწყობით, ვიღაც პრობლემებთან ბრძოლით, ვიღაც საკუთარი თავის (ბედის) შეცოდებით….

ანუ ადამიანების უმრავლესობა თავიდან ფეხებამდე ჩაფლულია “ყოფითში” და უბრალოდ, მათ არ რჩებათ დრო გაჩერდნენ და დამატებით, კიდევ „რაღაცაზე“ დაფიქრდნენ. რასაკვირველია, შიშს უდიდესი როლი უჭირავს ამ დროს. სულ მცირედი, იმის გაცნობიერება რომ უაზრო „რბოლაში“   (ახლის, უკეთესის შეძენაში და სოციალური სტატუსების მოპოვებაში) არიან ჩაბმულები, „აცლის მათ მიწას ფეხქვეშ“.  სიმამაცეს მოითხოვს ჩაიხედო შინაგან სამყაროში და შეეცადო მაინც, შეცვალო ჩვეული ცხოვრების წყობა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით და ამასთანავე, საკუთარი გარდასახვების გახდე მომსწრე.

არავითარ შემთხვევაში არ მინდა განკითხვაში ჩამითვალოთ, ჩემ მიზანს არ წარმოადგენს იარლიყების მიკერება, შეფასებები ან ვინმეს დაკნინება… პირიქით, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია და მარტივად დაგანახოთ თუ როგორ შეუძლია სულს დინამიურად განვითარდეს, რასაკვირველია თუ ინდივიდი მისცემს მას ამის საშუალებას. და იმედს ვიტოვებ, წაკითხული ინფორმაცია გახდება ბევრისთვის გაცნობიერებების წყარო.  მიუხედავად ყველაფრისა, მოგიმზადეთ ინფორმაცია და ვინც კი მზად ხართ მის აღსაქმელად – კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა  „პიროვნული ზრდის სამყაროს“ ბლოგზე

სულიერებას გააჩნია თავისი განვითარების ეტაპები:

  1. დაჯახება — ამ ეტაპზე დამიანი პირველად ეჯახება ინფორმაციებს. მისი აღქმა, ცოდნა პირველად ეწინააღმდეგება სოციუმში არსებულ შეხედულებებს, რწმუნებულობებს , უპირისპირდება უმრავლესობის და საზოგადოდ არსებულ აზრებს, აპროტესტებს და გამოდის ჩვეული მსოფლმხედვეობიდან.  ამ დროს, ადამიანი დგება არჩევანის წინაშე – ან დაიჯეროს, ან გამოიჩინოს სკეპტიციზმი. თავი დაანებოს დაპირისპირებას ან დაინტერესდეს და შეეცადოს ჩაუღრმევდეს, უკეთ გაუგოს.
  2.  შეცნობა — ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური შეცნობა. ჩნდება სხვადასხვა ტიპის ცოდნის მიმართ ინტერესი. ადამიანი აფართოებს ხედვას და სურვილი უჩნდება მიღებული ცოდნა გარშემომყოფებს გაუზიაროს. და აქ, იწყება, პირველი სირთულეები ურთიერთგაგების – კამათი, დავა, პოზიციების დაცვა, მტკიცება… რაც მთავარია, შემეცნების პროცესი ჩაირთო, ის მიმდინარეობს და ადამიანი იწყებს გარშემომყოფებში „ცხოვრებაზე ხედვის“  მიხედვით, ცნობიერების დონის გარჩევას. გარდა ამისა, ამ დონეზე პირველად აცნობიერებს, არ არის მხოლოდ „ხორცის ნაჭერი“ და რომ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს კიდევ რაღაც, რომ ცხოვრება — #ზრდისფაქტორი და განვითარების შესაძლებლობაა და არა „გართობის“ ან ტანჯვის, ან უბრალოდ, დროის გასაფლანგი ადგილი. გარკვეული დროის შემდეგ, მასთან მოდის ინფორმაცია პრაქტიკეზე და იღებს გადაწყვეტილებას დაკავდეს მათით. ცდილობს მიღებული ცოდნა გამოიყენოს საკუთარი ცხოვრების და საკუთარი თავის შესაცვლელად. იწყებს თავის შეცნობას და ინტერესდება პიროვნული ზრდით და განვითარებით.
  3. პრაქტიკა — ამ ეტაპზე მომდინარეობს შეძენილი ცოდნის გამოყენება. იწყებს ენერგიებში გარკვევას, სწავლას. აკეთებს მედიტაციებს, ენერგეტიკულ პრაქტიკებს, სავარჯიშოებს, სწავლობს ჩაკრებს. ასეთ დროს, მის ხელთ არსებული საბაზისო სავარჯიშოები ყველა მიმართულია, ხასიათის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. ისახავს მიზნებს და სულიერი პრაქტიკების გამოყენებით ცდილობს მათ მიღწევას.
  4. მიმართულების არჩევა — გარკვეულ მიზნებს რასაკვირველია აღწევს, მაგრამ მიზნის მიღწევის უამრავ წარუმატებელ მცდელობსაც აგროვებს, რის შედეგადაც აცნობიერებს: არსებობს უფრო ძლიერი ფაქტორი, ვიდრე მისი ენერგო სისტემა და მისი ძალისხმევაა. ის, ამ პერიოდის განმავლობაში ენერგეტიკულ დონეზე გრძნობს აღმაფრენის და დაცემის პერიოდებს. იაზრებს, რომ დაცემისას მასში სასიცოცხლო ძალების ეკონომია მომდინარეობს და ცდილობს საკუთარი დრო და ენერგია მოიხმაროს მაქსიმალურად ეფექტურად.  საბოლოო ჯამში,  აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ საჭიროა მომავლი ზრდისთვის მიმართულების შერჩევა, რადგან მისი ადრინდელი ფასეულობები ნელ-ნელა ეჭვქვეშ დგება. ყველაფერი იმით სრულდება, რომ ძველი ფასეულობები გადაიხედება და ადამიანი ირჩევს ზრდისთვის ვექტორს. უყალიბდება ახალი ფასეულობები და უჩნდება ახალი მიზნები.
  5. უარყოფა — ამ დონეზე ცხოვრების გზაზე სიარული სრულდება კრახით. ყველა წარმოდგენები და  ის, რაც მნიშველოვანი ეგონა, რასაც ფიქრობდა, რომ რაღაც სჭირდება და რაღაც არა — ენგრევა. ადამიანი, პირისპირ დგება მორიგი გაცნობიერების წინაშე – „თავისი არსით სამყარო ილუზორულია! დრო და სივრცე არ არსებობს! დროის ყველა ფორმა, ყველა მიღწეული მდგომარეობაც დროებითია!“  არჩეული მიმართულება და მიღწეული მიზანები არ იძლევა იმ უკუგებას, რასაც ელოდება და ადამიანი იწყებს განმეორებით, ყველაფერზე, კიდევ ერთხელ დაფიქრებას. გრძნობს – „რაღაც გაცილებით დიდი და სრულყოფილი წარმართავს მის ცხოვრებას და მასზე ძალიან ცოტა და მცირედი რამეა დამოკიდებული.  სამყაროს განაგებს უმაღესი ძალები!“
  6. დამოუკიდებელი აღქმადობა — ამ დონეზე ხდება რაღაც საინტერესო.  უარყოფის შემდგომ ადამიანი სრულად იმედგაცრუებული უარს ამბობს საკუთარი აზრებზე და ადრონდელი იდეალების და ფასეულობების ნდობაზე. ის ირჩევს დამოუკიდებლობას და ყველაფერს უყურებს გულგრილად და გულცივად . იდეალებზე დამოკიდებულებას კარგავს და ხდება ნამდვილად თავისუფალი. იწყებს „ირონიული სიცოცხლის“ სიყვარულს  – მაღალის და დაბალის შერწყმას, სულისას და მატერიისას. და რაც საინტერესოა, ის არ იყურება პიროვნული პოზიციიდან, არამედ უფრო ფართოდ, ხდება დამკვირვებლი .
    გადის დღეები, კვირები, თვეები და წლები, მაგრამ სულიერ ცოდნას, რაც არ უნდა იმედები გაეცრუებინა მისთვის „უარყოფის“ პერიოდში , მაინც რჩება და კვალს ტოვებს. ამიტომ რამდენჯერ და როგორც არ უნდა დაიკარგოს და რამდენადაც არ უნდა გაიხლართოს საკუთარ თავში , ის უკვე ბევრ რამეში მარტივად და იოლად იკვლევს გზას.  ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ხედავს, რომ სამყარო მეტად ჰარმონიულია ვიდრე ეს ეგონა. უბრალოდ, ის კი არ რჩება ჩარჩოებში და აღარ ემორჩილება რომელიმე კონკრეტული ჯგუფის იდეალებს, არამედ, ვითარდება დინამიურად. პერიოდულად ცვლის თავის სტრუქტურას და ზრდის ვექტორსაც.
    ამ ეტაპზე სხვადასხვა ადამიანს, შეიძლება განსხვავებული შედეგები ქონდეს. მაგრამ საერთოდ, მსგავს, დამოუკიდებელ დამკვირვებლობას მოაქვს უფრო სიღრმისეულად სამყაროს ჰარმონიის გაცნობიერება. რაც მთავარია, დაგეგმილი მოვლენები ან იდეალები, მორიგი კრახით რომც დასრულდეს, ის უკვე აღარ იკარგება, პირიქით ღებულობს არსებულს როგორ მოცემულობას და #ზრდისფაქტორს.
  7. სრული მიმღებლობა — სრული მიმღებლობა ეს მომდევნო ეტაპია. ის ხასიათდება იმით რომ ამ ეტაპზე ადამიანი იღებს ყველაფერს ისეთად როგორც არის და მადლიერია ყველაფერის რაც ხდება , ყოველგვარი მოლოდინების და იმედგაცრუებების გარეშე,
    სადღაც ამ ეტაპზე, ხდება გასაგები, რომ ცხოვრებაში მთავრი მასწავლებელი —  ეს მისი პირადი ცხოვრებაა. ადამიანი ამ დროს გრძნობს ღმერთს გარშემო და აცნობიერებს – ყოველ მოვლენაში ადამიანურის და ღვთიურის ნება ერთმანეთს ხვდება. ამიტომაც ჩნდება რაღაც მაღალთან შეხვედრის მოლოდინი, რითაც ადამიანი ემზადება აღმოჩენისთვის.
  8. გაცნობიერებული სწრაფვა — აქ ხდება აფეთქება, ნათდება და განათება.  ცნობიერების განათება. აცნობიერებს, რომ ღმერთი სადღაც გვერდით ან ზემოთ კი არაა, არამედ ყვეფარში და პირველ რიგში შესაძლებელია და შეუძლია თავად გაიხსნას. ამ დროისთვის, ადამიანმა კარგად ისწავლა არსებულსა და მოცემულში საკრალური აზრების დანახვა და იცის რომ მზად არის ყველაფერის  მისაღებად.  იქ, შიგნით რაღაც ფეთქდება, ნათდება და იბადება გაცნობიერებული სწრაფვა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ადამიანი აღარ ეძებს რაღაც ცოდნას, ეზოთერულ საიდუმლოებებს, საიდუმლო ტექნიკებს, ის ეძებს თავად არსს. შემოქმედის სული წმინდას. რადგან ამ მომენტისთვის მას სრულად და ნამდვილად გააცნობიერა, საკუთარი სიმძლავრე და მნიშვნელობა.
    ეს ეტაპი გადავსებულია ენერგეტიკულად.  ადამიანის სულიერი სხეული, ადრინდელთან შედარებით სწრაფად იწყებს ზრდას, ის აგროვებს თავში სულიერ ესენციას, ავსებს ცნობიერებას სულიერი სიძლიერით.
  9. შეხვედრა-კურთხევა — სულიერი სიძლიერით ავსებისას, ადამიანი მზად არის შემოქმედთან შესახვედრად. ეს შესაძლებელია მოხდეს დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით. ამ მომენტს, რამე ადრინდელს ვერაფერს შეადარებს, ის არაფერში აერევა –  ეს შემოქმედთან შეხვედრაა! ადმიანის ცნობიერება ხვდება ღმერთს და მოდის ნეტარების უმაღლესი მდგომარეობა. ის იღებს უსაზღვრო სიყვარულის იმპულსს, იძირება მასში და თავად იწყებს ამ სიყვარულის გამოსხივებას გარე სამყაროში.
    ეს წააგავს ღვთიურ კურთხევას, რა დროსაც ადამიანს გადაეცემა ღვთიური და სულიერი ენერგიის უმძლავრესი იმპულსი, რაც მის მუდმივ ცნობიერ მოცემულობად იქცევა. ამ იმპულსს, ცოდნის ნაწილი მოაქვს მომენტალურად, დანარენი გამოეგზავნება, მოეთხრობა მას ნელ-ნელა, ეტაპობრივად. კურთხევის შედეგად, ადამიანი იღებს ინფორმაციას პირდაპირ ღვთიური ცნობიერებიდან (ის შეიძლება გამოვლინდეს მყისიერ პასუხებში, წაკითხვით, ცოდნის მიღებით, ხმებით და კარნახით „საითანღაც“ „ვიღაცისგან“ ანუ უმაღესი სფეროდან, ან აკაშას ქრონიკებით ან სიზმრებით.. მნიშვნელობა არ აქვს ინფორმაციის მიღების ფორმას. მთავრია, რომ ადამიანი ხდება მგრძნობიარე ღვთიური ინფორმაციების მიმართ  და ის პოულობს პასუხებს თავში, შინაგანად და არა გარეთ. იმისთვის, რომ რამე გაიგოს, მისთვის საკმარისია, გადავიდეს საჭირო „ტალღაზე“ გააგზავნოს კითხვა და მოუსმინოს პასუხს).
  10. შერწყმა — ამა ეტაპზე ხდება შემოქმედთან შერწყმა. ორი ცნობიერება იმდენად რეზონანსდება, იმდენად იძენს მტკიცე კავშირს, რომ მუდმივი კონტაქტურობის შედეგად მათი აზრი, სურვილი, განზრახვა და ძალისხმევა ხდება თანმხვედრი. ადამიანური ბუნება მუდმივად მიერთებულია ღვთიური ცნობიერების ენერგეტიკულ არხს. შერწყმა მიმდინარეობს ავტო-მონადურ დონეზე, ენერგიათა არხი სრულად გასუფთავებულია და ასევე თავისუფლად მოძრაობს ღვთიური ენერგიები სხეულში (ამ არხში). ასეთ დროს, ადამიანისთვის უმთავრეს და სასურველ მისწრაფებად იქცევა – ადამიანური ევოლუციის ცნობიერებისთვის მსხაურება და უსასრულო სიყვარულის გავრცელება სამყაროში. ადამიანი ხდება ღვთიური სიყვარულის და ცნობიერების თასი, სვეტი და გამტარი.

ეს თემა „ჩერნავიკებში“ დიდ ხანს მედო შავ მასალად და ვფიქრობდი გამესჯაროვებინა თუ არა, მაგრამ მივხვდი, რომ „მე ვარ გამტარი, მსახური“ და აუცილებელია გავატარო (ალბათ, უფრო თავად ვარ მზად ამისთვის). ვიცი, აუცილებლად მივა საჭირო ადამიანებამდე და მოუტანს საჭირო გაცნობიერებებს. მივა მასთან ვიც მზად არის მის წასაკითხად, მისღებად და გამოსაყენებლად, რათა მოახდინოს პიროვნული სამყაროს ზრდა და თითოეული გათენებული დღის ყოველი წამი გახადოს საკუთარი და კაცობრიობის ევოლუციის #ზრდისფაქტორი დინამიური განვითარებით .

 

მადლობა ყურადღებისთვის! სიყვარულით და

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

 

 

3 Comments Add yours

  1. ანონიმური ამბობს:

    უმაღლესი ენერგიით ხარ მოცული ❤️☀️ გიგზავნი უპირობო სიყვარულის კვანტებს ❤️❤️☀️☀️

დაამატეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.