ბლოგის ავტორი


გამარჯობა!   

10719294_962543590439330_1886033482_n

მე ვარ თამარი კვარაცხელია

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში.

მოხარული ვარ, რომ გაგიჩნდათ ინტერესი და ახლა ამ გვერდს კითხულობთ.

10 წლიანმა მუშაობამ საერთაშორისო ქსელურ კომპანიაში მომცა ბევრი რამ:

  •  საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა – შესაბამისად ბევრი ჩემთვის ძვირფასი ახალი მეგობრები შევიძინე…
  •  სემინარებზე და ტენინგებზე დასწრება – შესაბამისად ბევრი რამ ვისწავლე..
  • უამრავი, მანამდე ჩემთვის უცნობი წიგნის გაცნობის შანსი
  • ბევრი წარმატებული ადამიანის უშულოდ, გაცნობის საშუალება..
  • ჩემი მიზნების თუ ოცნებების რეალიზაციის საშუალება.

2014 წელი კი ჩემთვის გახდა „კვანტური ნახტომის“  მსგავსი, წარმატების საკითხში. სწორედ, ამ პერიოდში მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებებმა – დავსწრებოდი ტრენინგებს, გამევლო საოცარად წინ წამწევი ონლაინ პროგრამები, მათ შორის, ნიკალაი ლატანსკის ნამდვილი წარმატების აკადემიის,  კოუჩინგ სკოლა, კიევში და გამოცდის გავლის შედეგად ამეღო სერთიფიკატი,  ყოველივე ამან, განაპირობა წლობით დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების კრისტალიზება. გამიჩნდა ხედვა თუ როგორ შეიძლებოდა ის, ჩამეყენებინა სხვების სამსახურში.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი თემების, ტრენინგების და ქოუჩ-სესიების10001289_832723380113021_4971819650793521624_n შედეგად მიღებული გააზრებები დაეხმარება ადამიანს – გახადოს ცხოვრება უკეთესი, ირწმუნოს საუთარი თავის და შესაძლებლობების და „შექმნას საკუთარი თავი“ ისეთი, როგორზეც ოცნებობს…

ეს შესაძლებელია!!!

რომ არა ამდენი წლის გამოცდილება, ალბათ, არც მომივიდოდა აზრად შემექმნა :

შემექმნა საავტორო

  1. ცოცხალი ტრენინგი „რაზე გადის წარმატების გზა“
  2. 21-დღიანი ონლაინ მარათონი “ზრდისფაქტორი“  http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
  3. 2 დღიანი ტრენინგი  „წარმატების სპირალი ანი კვანტური ნახტომი“
  • ელ-წიგნი „ტრანსფორმაცია მიზნისკენ მიმავალ გზაზე“

 

მე დავრწმუნდი, რომ ოცნებების ასრულება მხოლოდ ზღაპრებში  და იაფასიან მელოდრამულ სიუჟეტებში არ ხდება, ეს რეალობაა!!!

შევძელი მე, შეძლებთ თქვენ!

 თითოეული ადამიანი გენიოსია!

ყველას შესწევს უნარი შექმნას თავისი ცხოვრებიდან შედევრი და ამ შედევრის ავტორი იყოს თავად.

იმედს ვიტოვებ, შევხვდებით და გავიცნობთ ერთმანეთს არა მხოლოდ ბლოგზე – არამედ ტრენინგებზე და ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებზე

ბლოგზე არსებული თითოეული თემა თუ საკითხი, მიუხედავად იმისა, უმრავლესობა მათგანი არის თარგმნილი, განცდილი და გავლილია 10716076_962545373772485_929472432_n (1)ჩემში. აგერ უკვე, ცხრამეტ წლიანი სემინარებზე ტრენინგებზე დასწრება და მიღებული ცოდნა დამეხმარა შემეცნო, გამეაზრა და განმეხორციელებინა ყოველივე რეალობაში. თუ გარკვეულ კანონზომიერებს და სამყაროს წესებს მივიღებთ და მივყვებით, ეს ყველაფერი დაიწყებს ჩვენთვისაც მუშაობას.

მე საკუთარ გამოცდილებიდან ვიცი –

ყველაფერი შეუძლებელი შესაძლებელია, თუ იცი „როგორ“.

დღესდღეობით, მაქვს ტრენინგების და ინდივიდუალური ქოუჩ-სესიების ჩატრების 6 წლიანი გამოცდილებაა. მიღებული მაქვს ფასდაუდებელი პრაქტიკა პერსონალურ ქოუჩინგში – ინდივიდუარლურად ქოუჩ-სესიებში მუშაობის 1000+ საათი. (ვატარებ ერთ უფასო ქოუჩ-სესიას, აგერ უკვე, 6+ წელია, კვირაში ერთხელ)

არა აქვს მნიშვნელობა გაიზიარებთ თუ არა ბლოგის თემებს, მოსაზრებებს, აზრებს და შეხედულობებს. პატივისცემით, მადლიერებით და სიყვარულით ვიქნები განმსჭვალული თითოეული თქვენთაგანის მიმართ.

იკითხეთ, ისიამოვნეთ და სურვილისამებრ დატოვეთ კომენტარები… ❤

თქვენს წარმატებაში და უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

კონტაქტი:

 

რეგისტრაცია:

  • ქოუჩინგის მომსახურებაზე:  http://kvaratskhelia.pro
  • 21 დღიან ონლაინ-მარათონზე http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
  • 3 სთ. ტრენინგი: „ რაზე გადი წარმატების გზა“ 
  • 2 დღიანი ტრენინგი „წარმატების სპირალი ანუ კვანტური ნახტომი“ http://spirali.kvaratskhelia.pro

20 thoughts on “ბლოგის ავტორი

  1. კარგი დასაწყისია.მინდა ერთად სვლა საინტერესო და ბევრის მომცემი იყოს!

  2. ძალიან საინტერესო ბლოგი ჩანს. დიდი სიამოვნებით გამოგყვებით ვირტუალურ გზაზე, წარმატებებს გისურვებთ!

    1. ინგა, სასიმოვნოა რომ დაგაინტერესათ ჩემმა ბლოგმა. მინდა შემოგთავაზოთ არა ვირტუალური ურთიერთობები (რა თქმა უნდა, თუ თქვენი სურვილი იქნება) არამედ რეალური. ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ პიროვნული ზრდის ტრენინზე და თან გავიცნობთ ერთმანეთს http://kvaratskhelia.pro/formula/

  3. ძალიან საინტერესო ბლოგია, მე გუშინ აღმოვაჩინე და ძალიან ჩამიყოლია, ბევრი რაღაც გავცნიბიერე და დავინახე ჩემს თავში. სიამოვნებით ვივლიდი ტრენინგებზეც. სად ან როგორ უნდა დავესწრო თქვენს ტრენინგებს? გისურვებთ წარმატებას.

  4. ვიოლეტა, მიხარია თანამოაზრის გაცნობა. იმედია ცოცხალ ტრენინგებზეც შევხვდებით. უახლესი ტრენინგი ტარდება 6 ივნისს “რაზე გადის წარმატების გზა“. ეს არის ტრენსფორმაციული ტრენინგი და მასზე ინფორმაცია შეგიძლიათ ტრენინგების გვერდზე იპოვოთ. თუ თქვენს Fb-შიც დამიმეგობრდებით. დამატებით ინფორმაციას იქაც გამოვაქვეყნებ. მადლობა ვიოლეტა ძალიან დიდი. ❤

  5. Moxaruli var rom es saqartveloshic aris shesadzlebeli. Me vfiqrob rom es shemecneba chvens lamaz planetas da samyaros dzalian gvchirdeba. Me amerikashi vcxovrob da Aq sakmaod popularulia praqtikuli psiqologia. Pirvelad Oprah Winfreys shows sashualebit gavecani aset azrovnebas. Me mivxvdi rom es aris arsi carmatebis, da sruli bednierebis. Tumca me damcyebi var am sferoshi, ukve vxedav shedegs rom is razec fiqrob da gjera, realoba xdeba. Tundac is rom shemtxvevit cavacydi tqvens mshvenier blogs. Madlobas gixdit da carmatebebs gisurvebt

  6. ლილა, მოგესამები. შემთხვევით, ალბათ უკვე იცი, რომ არაფერი, არაფერი არ ხდება ამ სამყაროში და მიხარია, რომ თანამოაზრე მყავს, იქ ამერიკაში, სადაც დაიბადა თანამედროვე წარმატების ფსიქოლოგიის მიმართულება. ჩაწვდე ცხოვრების აზრსს, იპოვო ადგილი ამ სამყაროში, გახსნა და განავითარი შენი პოტენციალი და ჩააყენო ეს ყოველივე ხალხის სამსახურში, დაეხმარი სხებს… ეს არის არსი და ამ ქვეყნად მოსვლის დანიშნულებაც… მე ასე ვხედავ ყოველ შემთვევაში და მიხარია, რომ გამეცანი და დაწერე კომენტარი. იმედს ვიტოვებ, რომ გავიცნობთ ერთმანეთს. ❤

  7. წარმატებებიიიი. დამეგობრებული ვარ ლატანსკის და ახლა აღმოგაჩინეეეთ, მიხარიააა, რომ საინტერესო ბლოგი გაქვთ,

  8. გამარჯობათ,
    ძალიან საინტერესო ბლოგი იქნება დარწმუნებული ვარ და დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს ლექციებს

    1. ყველაფერი ესაძლებელია გიორგი.
      დღეს შესაძლებელია ამ ბმულზე http://infopositiv.ru/formula/ გადასვლით ჩემს „ცოცხალ“ ტრენინგზე მოსვლა. აქ ძალიან კარგ ინსტრუმენტებს ვიძლევით „საკუთრი ცხოვრებიდან შედევრის“ შესაქმნელად წარმატების 7 კონკრეტული ნაბიჯი, და კონკრეტული მიღწეული მიზანი 1, 5, 10 წლით.
      მალე მექნება ონლაინ კურები და ცოცხალი ფბ ჩართვებიც თვალყური ადევნეთ ჩემს ფბ გვერდს https://www.facebook.com/ktamari

  9. გამარჯობა თამარ, გილოცავ ახალ წელს და გისურვებ წინსვლას და დიდ წარმატებას შენს მიერ არჩეულ გზაზე. მინდა მადლობა გითხრა გასული ერთი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობისა და მხარდაჭერისათვის. შენთან მუშაობის შედეგად დავინახე და დავაფასე ყველა ის უსაზღვრო შესაძლებლობები რაც სამყაროში არსებობს და რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულით შეგიძლია უფრო მეტად შეიყვარო სხვები. მადლობა იმისთვის, რომ ვისწავლე პატიება და შემწყნარებლობა. მადლობა იმისთვის, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების ძალა მომეცი და პოზიტიურად აზროვნება დამაწყებინე. კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ყველა იმ სიკეთის შესახებ რაც ქოუჩინგმა მომცა, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მინდა ღმერთს გადავუხადო მადლობა, რომ შენნაირი ქოუჩი შემახვედრა საჭირო დროს და ადგილას.
    მინდა წარმატება გისურვო იმ დიდ საქმეში რასაც აკეთებ, უამრავ ადამიანს ეხმარები ცხოვრების პოზიტურად შესაცვლელად და თავადაც უზომოდ პოზიტიური ხარ. ამაყი ვარ, რომ ჩემი ქოუჩი ხარ.
    სიყვარულით და პატივისცემით,
    თამარი

  10. გამარჯობათ ქალბატონო თამარ აღფრთოვანებული ვარ თქვენი ბლოგით,ძალიან საინტერესოა თქვენი თემები და უგრმესი მადლობა მინდა გითხართ რომ არსებობს. მაინტერესებს როგორ შეიძლება შევიძინო თქვენი ელ.წიგნი „ტრანსფორმაცია მიზნისკენ მიმავალ გზაზე“.

    მადლობ დიდი.

    1. მადლობა ანა. ამ საკითხს დაამუშავებს ჩემი „მარჯვენა ხელი“, რის შემდგეაც შეძლებთ გადმოწეროთ. წიგნი საჩუქარია ბლოგის მკითხველებისთვის.

  11. ძალიან საინტერესო ბლოგია,ჩემთვის ყოველშემთხვევაში,მაინტერესებდა ყოველთვის და შემთხვევით აღმოგაჩინეთ.მადლობა.

  12. ორი კვირაა ჩაფლული ვარ და ვეცნობი თქვენს ნაშრომებს, რაც ძალიან -ძალიან ახლო არის ჩემ სულთან. არც კი ვიცოდი ისე ვყოფილვარ მოტივაციის სპიკერი პედაგოგიურის კუთხით-ჩემ განვლილ რვა წლიან გზას რომ ვიხსენებ!!! მადლობა-ყოველივე ამისთვის სიყვარულითა და მადლიერებით -ნათია ჭაბუკიანი

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ეკატერინე კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.