მძივად აკინძული მარგალიტები

Tatia Jugheli „ქალბატონო თამარ,
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ❤️ მიუხედავად იმისა, რომ არც (ვერც) სესიებს დავესწარი და ვერც „ზრდის ფაქტორში“ მივიღე მონაწილეობა …
ამის დროც მოვა და დიდი სურვილით და ინტერესით გავივლი …
უბრალოდ, მარტო თქვენი სტატიების ყურადღებით კითხვამ და ცხოვრების შეცვლის დიდმა სურვილმა, შეძლო დამხმარებოდა შემეცვალა აზროვნება და ცხოვრება. …
თავს არ მოგაწყენთ ქალბატონო თამარ, უბრალოდ უზომოდ წრფელი სიყვარულით მინდოდა მეთქვა მიყვარხართ.

მიყვარხართ იმიტომ რომ არსებობთ და ადამიანებს ეხმარებით 💞
პირადად ჩემთვის, თქვენ გახდით პირველი ნაპერწკალი იმისა, რომ დამეწყო საკუთარი მენტალობის შეცვლა…

მადლობა თქვენ ამისთვი, გულწრფელად“💋💞💗❤️♥️♥️♥️

მადლობა Tatia Jugheli 🙏🙏🙏
განა არ ღირს ამად სიცოცხლე? სულ მცირე, ერთ ადამიანს მაინც გააუმჯობესოს რელობის აღქმა და გახადოს ცოტათი მაინც ბედნიერი?☀️💝🎻💥💙
მადლობა თათია, 🙏🙏🙏რომ კიდევ ერთხელ მაგრძნობინე და შემახსენე – ვდგავარ იქ, სადაც უნდა ვიდგე და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე

სიყვარულით და მადლიერებით
წარმატების ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი
თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro

 

 

 

Fb გამოხმაურება. მაგდა:

Gamarjoba. Ar shemizlia madloba ar gadagixadot, imistvis, ramden sasiamovno da amavdroulad usazgvrod sasargeblo impormacias gvacvdit. Kovel dilit vcdilob davatvaliero tqveni gverdi, rom dila davicko pozitiuri da sasargeblo impormaciiis migebit.zalian grmad scvdebit chems pirovnebas tqveni koveli statiiit.)

 Mindoda piradshi metqva tqventvis es kvelaperi.🙂

 

 

ერთ-ერთი კვირის ქოუჩ-სესიის გამოხმაურება. ნატა: 

გამარჯობა, თამარ ❤️ დადგა დრო, შევაფასო ჩემი კვირა.. პირველად შეფასებაც მიჭირდა, ახლა მსიამოვნებს კიდეც ეს პროცესი, რადგან საერთოდ ყველაფერი მიხარია, რაც ხდება და მინდა იმ სასწაულზე, რაც თქვენ ჩემში მოახდინეთ, დაუსრულებლად ვილაპარაკო. მადლობა ცხოვრებას და თქვენ ამ საოცრებისთვის.
საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთქო, მინდოდა დამეწერა და მივხვდი, რომ ვეღარ ვცნობ კი არა, სწორედ ახლა ვცნობ ჩემს თავს. ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, ცხოვრების საუკეთესო პერიოდშიც კი, ახლაა სწორედ ეს საუკეთესო.
თავისუფლად და ძალიან ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, გულწრფელიც ვარ, რაც ასე მენატრებოდა ჩემში, სიხარულით სავსე ვარ, მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. თქვენ მე მადლიერება მასწავლეთ და ეს შეგრძნება ყველაფერს უფრო ალამაზებს.
თუ რამე ცუდი იყო ან არის საერთოდ არ მეკარება, თითქოს უხილავი გარსი მიცავს. შინაგანად კეთილი ვარ და მინდა ყველა ასეთი შეგრძნებებით დადიოდეს.
შინაგან განწყობებზე დაუსრულებლად ვისაუბრებდი, მაგრამ ახლა დავალებებზე გადავალ :)))) უკვე დავალებებადაც აღარ ვთვლი, ცხოვრების წესი გახდა თითქოს ის, რასაც თავიდან ძალდატანებით ვასრულებდი.
……………
თქვენ ჩემი ქალღმერთი ხართ 🙂 მინდა გითხრათ, რომ ყვითელი ფერი ძალიან გიხდებათ, ნამდვილი მზე ხართ ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის ცხოვრების მანათობლად მოვლენილი 😗 მადლობა თქვენ, რომ ჩემი თავი შემაყვარეთ.. ამიტომ თქვენც შეგიყვარეთ ძალიან ❤

მაია: (Fb გამოხმაურება)

თამარ როცა შენს პოსტებს ვხედავ, სანამ წავიკითხავ უკვე გული მიფრთხიალებს უჩვეულოდ, იქ ჩემს მელოდიებს ვუსმენ, ისეთი ტექსტებით რომლებიც ძალიან ძალიან ესალბუნებიან ჩემს სულს. რომ იცოდე როგორი მადლიერი ვარ სამყაროსი შენი თავი რომ მაპოვნინა. როგორი მადლიერი ვარ შენი რომ არსებობ ბუნებაში თუნდაც “ეგოისტურად “ჩემთვის და არა მარტო… მაბედნიერებ და ამით ალბათ იმ მისიას ასრულებ, რისთვისაც გამჩენმა მიგავლინა დედამიწაზე.
მადლიერი ვარ თამ ამ ბედნიერებისთვის.
მადლიერი ვარ უფლის რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, რომელთა გახსენებაზეც გულში მელოდია ჟღერს და ჰარმონია სუფევს❤️
გული ჩუხჩუხებს და სული ზეიმობს❤️
ბევრს გეფერები და დიიდხანს ბედნიერ სიცცხლეს გისურვებ ჩვენს გასაბედნიერებლად
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 

ხათუნა:

„გვიანია ვიცი თამარ, მაგრამ არ შემიძლია არ მოგწეროთ!
თქვენ ხართ სამყაროს საოცრება, თქვენი ყოველი ნათქვამი სიტყვა , ჩემთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რადგან გულით მოგისმინეთ და სიღრმისეულად შევიგრძენი..
მე წარმატებული ვარ დღეს.!
წარმატებული ვარ ნამდვილად და ამას ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა…
მე წარმატებული ვარ როგირც ქალი…. მე წარმატებული ვარ როგორც პიროვნება… მე შემდგარი ვარ .. მე ბედნიერი ვარ …
ყოველ ჩემს ფიქრს … ,მხოლოდ წარმატებისკენ მივყავარ
მეტი და მეტი… და რაც მთავარია , არანაირი შიში არაფრისა…
მადლობელი ვარ თქვენი , პიროვნების.. პროფესიონალიზმის…
მე თქვენ მიყვარხართ… “

დარეგისტრირდით აქ 👉 http://kvaratskhelia.pro/
და გაიარეთ ქოუჩ-სესიები თამართან ერთად

Advertisements

3 თვიანი ქოუჩ-სესიის უკუკავშირი

ნინო ფხაკაძე

საყვარელო თამარ, არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გამოვხატო მადლიერება შენ მიმართ, მოგმართე სრულიად დაკარგულმა და სასოწარკვეთილმა, თუმცა მჯეროდა რომ ქოუჩინგი რაღაცას მაინც შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში და ასეც მოხდა… რაღაც კი არა ბევრი რამ შეიცვალა…

ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული, უკეთესად ფიქრი, სიხარულის გახანგრძლივება, მადლიერების უკეთ გამოხატვა… ყოველ დღე ბედნიერების საოცარ ნაკადს ვგრძნობ და მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ შენ გაგიცანი.
შენ დიდხანს უნდა იცოცხლო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აპოვნინო გზა ბედნიერებისაკენ!.. საოცრება ხარ ამ უამრავ საოცრებათა შორის!..

უდიდესი პატივიცემა და სიყვარული შენ ჩემგან!.

მადლობა

Khatuna მადლობა თქვენ, იმ სიღრმისეული და მყარი პროფესიული საუბრისთვის რაც ჩვენ შორის შედგა… მე გადავლახე ის დაბრკოლებები რისიც მეშინოდა რაც ასე მაკნინებდა და სულს მიმიძიმებდა.. მადლობა იმ ნახევარ საათიანი საუბრისთვის , ყველაფერი ისე მიდის ჩემს ცხოვრებაში როგორც მინდოდა, ამის დიდი სურვილი ყოველთვის მქონდა მაგრამ ბევრი რამ მიშლიდა ხელს, პირველ რიგში შიში..🙂 დღეს მე კმაყოფილი ვარ, ვმუშაობ და კიდევ ბევრის გაკეთება მინდა.

გკოცნით, ღმერთმა უფრო მეტი შეგაძლებინოთ…

რომ ჩამოვალ აუცილებლად შეგხვდებით.

თამარ კვარაცხელია პერსონალური გვერდი.

ქოუჩინგის მომსახურება: http://kvaratskhelia.pro

მადლობა თეა

Tea Tea

თამარ, უღრმესი მადლობა თქვენი სითბოსთვის, უღრმესი
მადლობა თანადგომისთვის და ჭეშმარიტების შეცნობაში დახმარებისთვის!
გუშინწინდელი ჩვენი სესიის შედეგად გავახილე თითქოს თვალები და მომავლის იმედი დამიბრუნდა!
მომეხსნა სტრესი და პანიკა!😊
მადლობა !
მადლობა!
მადლობა!
მიყვარხართ!!!
💓💓💓💓💓💓💓

ერთთვიანი ქოუჩ-სესიის უკუკავშირი

Irma Chincharauli

მადლაბა თამარ რომ არსებობთ.

თქვენ ღმერთისგან მოვლენილი ქოუჩი ხართ. თქვენი დახმარებით ამოვხსენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანები. სხვა ხედვით დავინახე საკუთარი თავი, მადლობა.

მადლობა

13240484_10205217476510169_7812171509919220067_nგვანცა Gvanca Kaciashvili

დამეთანხმებით ალბათ, რომ ყოველგვარ საქმიანობაში, პროფესიონალიზმთან ერთად გული, ხარისხი და სიყვარულია საჭირო. ეს სიყვარულის ფაქტორი არის განმსაზღვრელი თამარის ქოუჩინგ სისტემაში.ზუსტად ამ სიყვარულს მოაქვს დიდი შედეგები.

დიდი მადლობა პოზიტივისთვის სიყვარულისთვის და საოცარი მუხტისთვის თამარ 💙😇

მადლიერება

მაია ჩავლეიშვილი Maia Chavleishvili

თამარ, ჩემო ძვირფასო❤️ , პირველ რიგში უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ 🙏! ამ სამმა თვემ უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, დამაფიქრა ბევრ რამეზე. ნახევარი საუკუნე სხვების ბედნიერებაზე ვზრუნავდი, მხოლოდ სხვას რა გაუხარდებოდა იმაზე ვიყავი ორიენტირებული. ჩემი „მე“ სადღაც კუთხეში მიცდიდა და დაუსრულებლად მელოდებოდა უიმედოდ… სამთვიანი, სასწაული ურთიერთობების შემდეგ, გამოვიყვანე სადღაც კუთხეში მიგდებული საყვარელი მაიკო და მის შემდეგ ვზრუნავ მასზე. დავუბრუნდი თავს, დავინახე სამყარო ისეთი როგორიც რეალურად არის. მე სიყვარული შევიყვარე, კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ შეუძლებელი არაფრია, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”! ვმართავ ემოციებს, აღარ ვარ ფიცხი და “გადარეული”, მოკლედ გურულს “უმკურნალე” თამარ! დამანახე, ამ პერიოდისთვის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – მინდა თუ არა? მჭირდება თუ არა? დავინახე შესაძლებლობების მაქსიმუმი და მინიმუმი. მამოგზაურე ოცნების ადგილებში, სადაც უკვე ზუსტად ვიცი რომ წავალ. ბედნიერმა  და მადლიერებით სავსემ, განახლებული ხედვით, მიბედნიერებულმა დავასრულე ეს სამი თვე. ფაქტიურად “აბდეითი” გამიკეთე! ყველაფერს რომ თავი დავანებო, იმხელა სისავსის შეგრძნება მაქვს იმისა, რომ ამ ვეებერთელა სამყაროში არსებობს ადამიანი, რომელიც შენი სულიერი მეგობარია, ვისი იმედიც მუდამ გაქვს!
მადლიერი ვარ თამარ ამ სულიერებისთვის!
ამ მეგობრობისთვის!
იმ ერთი სიტყვისთვის, რომელიც ქოუჩ-სესიების დროს საკვანძო იყო და მიხსნიდა თვალწინ სამყაროს!

იმ ერთი წინადადებისთვის, რომელიც პრობლემას აქრობდა!
იმ ერთი ამოსუნთქვისთვის, რომელსაც საოცრად ვგრძნობდი, ტვინის ხვეულები უცებ იხსნებოდა და უსიტყვოდ ვხვდებოდი თუ როგორ უნდა გადამეჭრა დროებითი ამოცანები!
მადლიერი ვარ, რომ არსებობთ ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ასე სჭირდებით!
თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, როგორც უნდა იყოს და ეს თქვენ შემაძლებინეთ თამარ!
მიყვარხართ სულის ადამიანო

 

ქოუჩინგის ოფიციალური გვერდი: http://kvaratskhelia.pro