მადლობა

Natela  უკვე 2 წელია რაც ამ წერილებს ვწერ ძილის წინ და ყოველდღიურ ჩვევაში გადამეზარდა. ძალიან კარგია და ცხოვრების სტიმულის მომცემი. ჩემი ცხოვრება თქვენი სტატიების კითხვის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. დიდი მადლობა .

ტრენინგი „ნამდვილი წარმატების ფორმულა“ უკუკავშირი

 თამარ ჯაჯანიძე: 10351179_838368886214467_1342402330612726286_n„ნამდვილი წარმატების ფორმულა“ არის ძალიან საინტერესო.

ტრენინგის მანძილზე მუშაობ საკუთარ თავზე და საკუთარ მიზნებზე. ეს, სწორედ ის არის, რაც გჭირდება ადამიანს, რომ გახვიდე ნამდვილ წარმატებაზე.

თამარს, ვიცნობ მისი ბლოგიდან და ვიყავი სიმპათიით მის მიმართ.

დღეს ვესწრები თქვენს ტრენინგს პირველად და მინდა გითხრათ, ძალიან მიყვარხართ.

თქვენ ხართ N 1 ტრენერი საქართველოში.

ჯერ კიდევ კიევში იყავით, როდესაც თვალს ვადევნებდი თქვენს fb გვერდს და ველოდებოდი თქვენს ჩამოსვლას.

 

 

nanaნანა მწარიაშვილი:

უძლიერესი ტრენინგი!

ამ ტრენინგზე დასწრებით  დიდი სიამოვნება მივიღე. თუ ცოტათი მაინც გიყვართ საკუთარი თავი, მაშინ თქვენც მიეცით თავს ამის უფლება.

ტრენინგზე დასმულმა საჭირო კითხვებმა ბევრ რამეზე მაპოვნინა პასუხი.

ჩვენ უკვე გვაქვს წარმატების გასაღები,  ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მას როგორ  გამოვიყენებთ.

ვთვლი, რომ ეს ტრენინგი  არა მარტო ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა გაიარონ, არამედ მოზარდებმაც, რომ  თავიდანვე სწორად  წარმართონ პირადი ცხოვრება.

თქვენ თუ ამ ტრენინგს დაესწრებით,  გადახვალთ სხვა, უფრო მაღალ დონეზე.

დღეს მე წარმატების კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა ავედი, რაშიც თამარის გარდა ტრენინგის მონაწილეებსაც  დიდი წვლილი მიუძღვით. ამისთვის ყველასი მადლიერი ვარ!

მადლობა თამარს, ასეთი ნაყოფიერი ტრენინგისთვი!

 

 

ani

ანი მამუჩარაშვილი:

დაესწრონ  ტრენინგს „ნამდვილი წარმატების ფორმულას“ ვურჩევ ყველას!

ეს ტრენინგი აუცილებლად დასჭირდება ყველას!

ტრენინგზე მოსული ადამიანები შეძლებენ, სწორად დასახონ მიზნები და შექმნან საკუთარი წარმატების ფორმულა. ის იძლევა საშუალებას იმუშაო საკუთარ თავთან. შეიმუშაო სწორად დასახული მიზნების მიასავლელი გზა.

მადლობა თამარ საინტერესო ტრენინგისთვის. ამხელა მასალის მომზადებისთვის, სასიამოვნო და პოზიტიური მოწოდებისთვის.

გისურვებ წარმატებებს და წინსვლას!

 

 

 

11168768_688624257914254_6051224399093005155_nგვანცა თავბერიძე:

ტრენინგი ძალიან მომეწონა და მასზე დასწრებას ვურჩევდი ყველას!

მის შესახებ გავიდე მამიდასგან, რადგანაც ის ძალინ ხშირად ესწრება თამარ კვარცხელის ტრნინგებს.

ტრენინგი „ნამდვილი წარმატების ფორმულა“ გეხმარება საკუთარი მიზნების გამყარებაში, თავდაჯერებულობას გმატებს და გიქმნის მოტივაციას მიზნისკენ მსვლელობისას.

ძალიან კარგი იყო ტრენინგი და იმედი მაქვს უფრო ხშირად ჩატარდება ის.

 

 

 

marikaმარიკა ფიროსმანაშვილი:

თუ გინდა რომ შეცვალო შენი ცხოვრება, გირჩევთ დაესწროთ თამარ კვარაცხელიას ტრენინგს!

ნამდვილად საჭირო ტრენინგია ყველასთვის!

მადლობა თამარს და თითოეულ მონაწილეს!.

 

 

 

 

 

makoმაკო ცირეკიძე:

ძალიან საინტერესო და პრაქტიკული ტრენინგია. ვურჩევ და ვუსურვებ ყველას აქ მოსვლას.

თამარ არაჩვეულებრივი ხარ!

 

 

 

 

 

11

თინათინ მოსიაშვილი:

გინდა შეცვალო შენი ცხოვრება?

მოდი ამ ტრენინგზე!

ტრენინგი „ნამდვილი წარმატების ფორმულის“ შესახებ გავიგე ინტერნეტიდან და მან ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მის გავლას ვურჩევდი ყველას.

ამ ტრენინგის შედეგად ფიქრდები შენს ნამდვილ და ჭეშმარიტ მიზანზე და იწყებ აზროვნებას მისი მიმართულებით. მოხდა მიზნების გადაფასება და მათი რიგოთობის გადანაცვლება. ძალიან ბევრი რამ მოვასწარით, ბევრი ვიმუშავეთ,  ფიზიკურად თუ ემოციურადაც დავიტვირთე.

დიდი მადლობა!

 

ლალი ტიკიშვილი:

ტრენინგზე წასვლა შემომთავაზა მეგობარმა.

მოლოდინები გაამართლა და გავუწევ მას რეკომენდაციას, ყველასთან.

ეს არის არაჩვეულებრივი ტრენინგი, მიზნის დასაგეგმად და მის განსახორციელებლად. ის საშუალებას იძლევა გაიაზრო, რა გიშლის ხელს რეალობაში, წარმატების მისაღწევად. სტიმულს გაძლევს იფიქრო –  წარმატების გარდა სხვა გზა არ დაგრჩენია!დღევანდელმა ტრენინგმა დამაკონკრეტებინა თუ რა მინდა. ზუსტად იმასთან მივედი და იმაზე ვიმუშავე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში, დღეისთვის და ამ ეტაპზე.

ისე გამოვიდა, თითქოს რაღაცამ მიბიძგა, დღეს აქ მოვსულიყავი. სუსტად ამ ადგილას და ამ მომენტში.

ეს ტრენინგი საკუთარი თავისშეცნობის არაჩვეულებრივი საშუალებაა, რადგანაც ხდება პრობლემებზე და მიზნების კონკრეტიზირება და დასახული მიზნის განსახორციელებელი „ორიგინალური“ და მარტივი გზების მითითება.

 

 

anikანი კოდუა:

თუ ნამდვილად გინდა მუშაობა საკუთარ წარმატებულ მომავალზე ამ ტრენინგზე უნდა წამოხვიდე!

 

 

 

 

 

rusoრუსო რაზმაძე:

ტრენინგს ვაფასებ ათბალიანი სისტემით ათიანზე. მან ჩემი მოლოდინები გაამართალა.

ტრენინგზე დასწრების რეკომენდაციას გავუწევ ყველას.

ტრენინგი არის შედეგიანი იმ წუთიდან, როგორც კი ის იწყება. ის გაყალიბებს გარკვეულ დონეზე. სასამოვნოა ხალხთან ურთიერთობა.

 

 

 

 

3კირთაძე ეკატერინე:

ტრენინგის შესახებ გავიგე მეგობრისგან და შევაფასებდი ათბალიანი სისტებით, ათიანზე. მოლოდინები გამიმართლა. ტრენინგი „ნამდვილი წარმატების ფორმულა“ გეხმარება ადამიანს კონცენტრაციაში. სტარტს იღებ მიზნის განხორციელებისკენ, გეხმარება დაალაგო თავში არსებული და გამოიყენო საჭიროებისამებრ. ძალიან ზუსტად იყო შერჩეული გამოჩენილი ადამიანების  ციტატები.

 

 

ნიკოლოზ მიქაუტაძე:

ტრენინგის შესახებ გავიგე მეგობრისგან.

ტრენინგმა იმედები გაამართლა. მისი გავლა საჭიროა მიზნის სწორად ჩამოსაყალიბებლად და ახალი აზროვნების განსავითარებლად. მთელი ტრენინგის მანძილზე ნდობა და შთაგონება იყო ძალიან მაღალ დონეზე.

ტრენერს ვუსურვებდი მეტ სითამამეს…

 

 

19ლეილა ლომუაშვილი:

ტრენინგზე ინფორმაცია მივიღე ინტერნეტიდან. შევაფასებდი ათბალიანი სისტემით ათზე და რეკომენდაციასაც გავუწევდი.

ტრენინგის შედეგად აღმოვაჩინე საკუთარ თავში ბევრი ახალი შესაძლებლობა, ნიჭი და უნარი. ტრენინგზე დასწრებით ადამიანს მიეცემა მიზნის განსახორციელებლად დიდი მოტივაცია და რაც მთავარია სწორად შეირჩევა ეს მიზანი.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

dDea Tavberidze

დადებითი ემოციებით დამუხტული შემოვედი სახლში ტრენინგის შემდეგ.

მადლობა ამისთვის წარმატების ექსპერტს Tamar Kvaratskhelia -ს
ასევე მადლობა იმ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი საოცარი გარემო შექმნეს<3
ჰოდა, ამ სიხარულსა და ბედნიერებას გიგზავნით ყველას!!!

 

 

 

 

გამოხმაურებები – 6.06.2015

Nino Sekhniashvili

ძვირფასო თამარ! მინდა გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა 11118988_943395982347945_6877332059811311143_nდღევანდელი არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის!ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, სასარგებლო, პროდუქტიული.  თქვენი უშრეტი ენერგიის და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით დავიმუხტე უზარმაზარი პოზიტიური ენერგიით, გავამდიდრე ჩემი ცოდნა – როგორ გადალახო პრობლემები, როგორ მიიღო ცხოვრებისეული ფაქტორები, როგორ გადადგა წინ ნაბიჯი წარმატების მისაღწევად.შევიძინე აქამდე უცნობი გამოცდილება და ახალი მეგობრები!

წარმატებებს გისურვებთ თქვენს ამ კეთილშობილურ საქმიანობაში! იმედია კვლავ შევხვდებით! ❤

15517_959610604059816_3132068326139829308_n

 

Tamta Dokvadze

„ტრ03ენინგის სათაურიდან „რაზე გადის წარმატების გზა“ გამომდინარე მაინტერესებდა, რამდენად სწორად ვხედავ ჩემს თავს, როგორც წარმატებულ ან წარუმატებელ ადამიანად. რა გავაკეთო, რომ ვიყო უფრო მეტად წარმატებული.

ტრენინგმა სხვა კუთხით დამანახა ბევრი საკითხი. მივხვდი, მეტი და მეტი უნდა გავაკეთო, ჩემი მიზნის მისაღწევად და არასოდეს ვთქვა მასზე უარი.

კარგი იქნება, თუ ამ ტრენინგს დაესწრება ყველა ის ადამიანი, რომელმაც განიცადა მარცხი და სურს გადალახოს ის. მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც საჭიროა წარმატების, განვითარების გზაზე მდგარი ადამიანისთვის. გმადლობათ.“

Anna Kore

 11რას ველოდებოდი ტრენინგიდან?

პრობლემების გადაჭრის გზების დანახვას,იმის გაცნოიერებას თუ რა მიშლის ხელს წარმატების მიღწევაში.რა უნდა გავაკეთო, ან შევცვალო, რომ ყოველთვის მივიღო,ის რაც მინდა. ტრენინგმა ჩემ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი რამ განვსაზღვრე ფასეულობების მიხედვით. გავაცნობიერე, როგორ გავიხადო მარცხი საუკეთესო მეგობრად. ვისწავლე პრობლემების და ცხოვრებისეული ფაქტორების გარჩევა ერთმანეთისგან. აღმოვაჩინე ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მიზნობრივად და ფსიქოლოგიურად გათვლილი ქმედება – პრობლემების გაშვების და წარსულიდან გამოსვლის 5 ოქროს წესი. გავაანალიზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავარღვიო ჩაკეტილი წრე შიშის , პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა…

მე მივიღე გადაწყვეტილება- მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს ყველა ქმედებაზე! მე გავაკეთე არჩევანი დავიწყე ეფექტური მოქმედება. ჩემი დევიზია anna don’t stop!

მინდა გითხრათ, რომ გუშინდელი ტრენინგის შემდეგ ემოციებით ვარ დატვირთული. გმადლობთ თქვენ ქალბატონო თამარ.

Teo Jikia

11693990_881233868578376_5287889444595578223_n       ტრენინგი „რაზე გადის წარმატების გზა“ – საკუთარი თავისთვის გაკეთებული საუკეთესო საჩუქარია. მათთვის, ვისაც სურს წარმატების მიღწევა, თუმცა, გარკვეული ფაქტორები უშლის ხელს ამაში, ეს ტრენინგი წარმატებისკენ მიმავალი ტრამპლინი გახდება.

        უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თამარს ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის, უშრეტი ენერგიისა და უზარმაზარი პოზიტივისთვის, რომლითაც გაჯერებული იყო მთელი ტრენინგი.

         მინდა აღვნიშნო, ამ ფორმატის კიდევ ერთი უპირატესობა: ეს არ იყო მხოლოდ მოსაწყენი ლექცია ან გაკვეთილი. ტრენინგი დატვირთულია სავარჯიშოებითა და პრაქტიკული დავალებებით, რისი საშუალებითაც კიდევ უფრო უკეთ გავაცნობიერე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, თვალებში ჩავხედე „შიშებს“, აღმოვჩნდი პრობლემების წინაშე, დავისახე მიზნები და დავიწყე მოქმედება. ტრენინგმა დამანახა, რომ დროა, წარსულში დავტოვოთ ყოველგვარი უსიამოვნება, წარუმატებლობა, დავუმეგობრდეთ მარცხს და დავიწყოთ საკუთარი შეცდომების გამოსწორება. დიახ, გამოსწორება, არა წუწუნი და სხვაზე გადაბრალება, არამედ მათი მოგვარება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. საინტერესო იყო ასევე სხვადასხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიების მოსმენა. მათ მაგალითზე აცნობიერებ, რომ, მთავარია, არ დანებდე და იბრძოლო, რადგან  შეუძლებელი არაფერია, როცა ეს  რაღაც ძალიან გსურს.

        ყველა ადამიანს ვურჩევ ამ ტრენინგზე დასწრებას. ტრენინგი მართლაც ტრანსფორმაციულია. მისი გავლის შემდეგ საოცარ ძალას იგრძნობთ, ისწავლით პოზიტიურ აზროვნებას და გააცნობიერებთ სამყაროს იმ კანონებს, რომელთა დახმარებითაც წარმატების მიღწევა გაცილებით მარტივი გახდება.

გამოხმაურებები – 4.04.2014

Marika Khaliani · ESM Tbilisi  უდიდესი მადლობა თამარ ასეთი დიდი და სასარგებლო ინფორმაციის მოწოდებ000ისთვის, მადლობა იმისათვის, რომ ძალიან კარგი მომზადებული იყავი ტრენინგისათვის, მადლობა რომ ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბე და საოცრად ტრანსფორმაციული იყო ტრენინგი. ტრენინგის დასრულების შემდეგ ვკითხე თამარს დაიღალეთქო? და მიპასუხა სიამოვნებით თავიდან ჩავატარებ ტრენინგს, ისეთი ენერგია მივიღეო…….. გიპოვია შენი საყვარელი საქმე ადამიანო, ბედნიერი ხარ და წარმატებული უკვე. მადლობა.

 

 

 

Tea Melanashvili თამარიკო ჩემო საყვარელო, თითქმის ერთი კვირა მიილია, შენი პირველი ტრენინგის ჩატარებ00იდან და არ გამნელებია ემოცია და შთაბეჭდილება, რომ ჩემი სამადლობელი ხმა ცოტა დაგვინებით მაინც მოგაწვდინო. დიდი მადლობა ამ დღისათვის, ძალიან კარგი თემა იყო შერჩეული და რაც მთავარია იგრნობოდა, რომ ყველაფერი, რაზეც საუბრობდი საფუძვლიანად გქონდა შესწავლილი და მომზადებული იყავი. მადლობა ბევრი სასრგებლო ინფორმაციისათვის, კარგი მაგალითებისათვის და საინტერესო სავარჯოშოებისათვის, რამაც ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმაში გადაიყვანა და სახალისო და მრავლის მომცემი იყო. არაჩვეული სტარტი იყო და დარწმუნებული ვარ შენს წარმატებაში. ველით შემდეგ შეხვედრას შენთან.

 

 

  Khaliana Zhghenti დიდი მადლობა თამარ ესოდენ საინტერესო და ინფორმატიული ტრეინი11390361_918287444896185_4573460819301742083_n (1)ნგისათვის, სასარგებლო და სახალისო ტესტებისა და სავარჯიშოებისათვის, თვალსაჩინო მასალებისა და საშინაო დავალებებისათვის! მადლობა, ცოდნის გაზიარებისათვის, მოტივაციისა და საუკეთესო მაგალითისათვის,შემოთავაზებული პრინციპებისა და სტრატეგიებისათვის! მადლობა, გულთბილი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის! მადლობა კიდევ ერთი პოზიტიური აზროვნების ლამაზი დღისათვის!იმედები გამართლებულია, მიზანი მიღწეულია, სტარტი წარმატებულია.  წარმატება ხომ ღირსეული, წინასწარ განზრახული, პროგრესული მიზნის განხორციელებაა და შენც მუდამ წარმატების გზით გევლოს მწვერვალების დასაპყრობად.

 

Ramin Bartlome Tsinadze  მოგესალმები თამარ. რამდენიმე დღეა მინდა გამოვხატო მადლიერება და ჩემი აზრი ტე3რნინგთან დაკავშირებით.როდესაც სათაური ვნახე შემექმნა წარმოდგენა ,რომ კარგ თემაზე იქნებოდა ტრენინგი და მინდა ვთქვა ,რომ ძალიან კარგი იყო. რისთვისაც კიდევ მადლობა. ძალიან მომეწონა ფსიქოლოგიური ჩარევები შიშებთან,რასაც ვთვლი,რომ ყველა ადამიანს უშლის ხელს მიზნის მიღწევასა და სურვილის ასრულებაში.მომეწონა ,როდესაც საკუთარ თავს კონტრაქტი გაუფორმე რამდენიმე პუნქტზე..ასევე აფერმაციები,რაც ჭირდება ყველა ადამიანს ჩემი აზრით. სასარგებლო იყო პრაქტიკული სავარჯიშოები და საერთოდ ის დღე. გავიცანი ახალი წარმატებული ადამიანები,მივიღე მათთან ერთად ინფორმაცია და სიამოვნება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. სულ სხვა ჭრილში გავიაზრე რა არის პრობლემა და რა ცხოვრებისეული ფაქტორი,შევხედე ისტორიულ ადამიანებს,რომლებსაც დიდი მოტივაციის და სტიმულის მოცემა შეუძლიათ ნებისმიერ დროს. ჩემი რწმენა კიდევ ერთხელ გაძლიერდა ,ჩემი მიზნები და სურვილები კიდევ ერთხელ გამძაფრდა და კიდევ მადლობა შენ. ვიმეორებ,რომ ძალიან კარგი და სასარგებლო ტრენინგი გქონდა. მინდა გისურვო წინსვლა,წარმატებები,მიზნების და სურვილების ასრულება და მრავალი სასარგებლო ტრენინგი. . ველოდებით შემდეგ ტრენინგს..