სინამდვილეში, რატომ წარმოადგენს «მონათესავე სული» ჩვენი სულის ანარეკლს

სინამდვილეში, რატომ წაროადგენს «მონათესავე სული»  ჩვენი სულის ანარეკლს?
ვინ არის ის ადამიანი ვისაც აქვს, მონათესავე სული?

ის შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი. ოჯახის წევრი ან პარტნიორი და მათი მთავარ როლს თქვენს ცხოვრებაში წარმაოდგენს – იყოს სარკე და არა წებო.
მახსოვს, ახალგაზრდობაში როგორი მცდარი, რომანტიკული შეხედულება და წარმოდგენა მქონდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის «მონათესავე სული».

Continue reading “სინამდვილეში, რატომ წარმოადგენს «მონათესავე სული» ჩვენი სულის ანარეკლს”

კითხვა ქოუჩს

🌞🌞🌞დილის კითხვა ქოუჩს :
ქ. თამარ არ ვიცი როგორ მოვიქცე, არადა არ მინდა ქმედება გამიხდეს სანანებელი.

 

კითხვა ზოგადია და პასუხიც შესაბამისი იქნება:
როდესაც არ იცით როგორ მოიქცეთ, გააკეთეთ შემდეგი სავარჯიშო:
💖💖💖განმარტოვდით, მოკალათდით მოხერხებულად, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, რამდენიმეჯერ.
ამის მერე ყურადღება მიაქციეთ თქვენს შიგნით არსებულ სიმშვიდეს…. თუ ვერ იპოვეთ და ვერ კონცენტრირდით – არ მიიღოთ არანაირი გადაწყვეტილება, არ იმოქმედოთ, გახდით დამკვირვებელი მოვლენების. მოგვიანებით, დაუბრუნდით სავარჯიშოს, თავიდან დაამშვიდეთ გონება, ჭკუა და ლოგიკა… დაუწიეთ შინაგან მონილოგს თუ დიალოგის ხმას და ნელნელა გააქრეთ. მის ადგილზე მოიხმეთ სიჩუმე, სიმშვიდს სამფლობელოდან… გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღეთ სიმშვიდიდან და სიჩუმიდან მდინარემ… ეს ყველაზე მართებული და სწორი გადაწყვეტილება იქნება თქვენს ცხოვრებაში.


🙏💖🙏სიყვარულით, თამარ კვარაცხელია

დიახ, ყველაფერი ხარ – შენ

ალბათ გსმენია,
შინაგანის ანარეკლია, გარეთ რაც ხება.
შენ ირეკლები სხვებში,
სხვები ირეკლებიან შენში.

თუმცა კარგად რომ დაფიქრდე და დაუკვირდე,
კიდევ უფრო ღრმად ჩახვიდე
ანარეკლი კი არა – ისინი შენ ხარ, სწორედაც.

-„მე ვარ შენ! შენ და შენც! ის და ისიც, მე ვარ ?“
– დიახ, ყველაფერი ხარ – შენ!

მეტიც – შენ მიზეზი ხარ და ხარ შედეგი
საწყისი და დასარული ხარ,
ალფა, ომეგა და ყველა ალგორითმი,
საკრალური მათემატიკა,
ჰიბანაჩი და საიდუმლო ოქროს კვეთა
გარემოებათა – ხარ მხოლოდ შენ!

ამიტომ
ყოველთვის
გახსოვდეს და
იცოდე –
როგორც უყურებ და აღვიქვამ სამყაროს,
მხოლოდ და მხოლოდ, შედეგია
როგორ უყურებ და აღიქვამ საკუთარ თავს!

და მე,
მთელი სულით და გულით გისურვებ,
საკუთარი თავის უპირობო მიღებას
და ღრმა სიყვარულს.

სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარცხელია

ნუ ფიქრობთ, რომ შცდომაა

🎁🎁🎁🎁ნუ ვფიქრობთ,
თუნდაც, მცირედი ან უმნიშვნელო რამ, რაც ცხოვრებაში თავს გადაგვხდა ან გამოვიარეთ, რაც დაემართა ჩვენს სხეულს, ურთიერთობებს ან საქმეს, იყო შეცდომა.

 

ყველაფერი წარმოადგენდა და წარმოადგენს აუცილებლობას.

ჩვენ ვიმყოფებით საჭირო ადგილას, საჭირო პირობებში და აუცილებელი ადამიანების გვერდით.
იქ და ისე ვართ, სადაც და როგორც უნდა ვიყოთ.

ერთადერთი, რაც ამ დროს შეგვიძლია მოვიხმოთ სიბრძნე და შევწყვიტოთ წუწუნი, განკითხვა და იარლიყების აკრობა ადამიანების, სიტუაციების და გარემოს მიმართ.

შევხედოთ პრობლემას როგორც #ზრდისფაქტორს.

‼️მოვახერხოთ და ცნობიერება ავიყვანოთ წამოშობილ პრობლემაზე მაღლა.

‼️ერთადერთი მოქმედებად გამოიხატოს შინაგან სამყაროში გადაძახილი: «აუუუ, რა ხდება აქ? არის აქ ვინმე? საიდან ვარ? ვინ ვარ?».

ამ პროცესში შინაგანი სამყაროს კარები გაიხსნება პასუხები მოვა, ნელნლა განვიძარცვავთ ზედმეტს, გავხდებით სრულიად თავისუფალი და განთვისუფლებული…

და ეს არის ყველაფერი და არაფერი ერთდოულად.

და ეს ყველაზე მაგარი რამ არის, რაც შეიძლება შეგვემთხვას ცხოვრებაში – გამოფხიზლება!

 სიყვარულით და 🙏მადლიერებით
🎁თქვენს უსაღვრო შეძლებლოებებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

ხომ საინტერესოა…

‼️‼️‼️
🤔🤔🤔🤔ხომ საინტერესოა,
ეს როგორ უნდა გვეცხოვრა ბოლო ათწლეულები, რომ თავი ჩაგვეგდო ასეთ დღეში და მივსულიყავით სრულ გათიშვამდე, იზოლაციამდე და კარანტინამდე…

ეს როგორ უნდა გვძულებოდა სიცოცხლე, რომ ამ ფორმით დაგვეფასებინა ის, რასაც ვერ
ვაფასებდით,
ვამჩნევდით,
ვემადლიერებოდით…
მივეჩნიეთ როგორც არა სასწასულს,
არამედ ჩვეულებრივს…

უმადურობა
ყველსი,
ყველაფერის და
ყველაფერში …

სხვა, რა უნდა მომხდარიყო, რომ ასე გამძაფრებულიყო თითოეულში სიცოცხლის წყურვილი, ეგრძნო ერთობა, ერთარსობა – საკუთარი უმნიშვნელოვანესობის და მონაწილეობის გაცნობიერება
ყველასი
ყველაფერის
ყველაფერში


ოოოო, სამყარომ იცის რას აკეთებს!
უდიდესია მისი ძალა და შეუცნობელია სრულად …

დილა მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა, სამყაროვ!

❤️სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

ილუსტრაცი: Hüseyin Şahin

სასწაულის მოლოდინი

Asmat Kvaracxelia

„გაცხარებული ,,ჟამიანობისას”,დროს რომ იხელთებ,მზეს რომ აჰყვები და მომლოდინეთა გულში ჩაიხედავ…გუშინ არაფერი,დღეს მზემ გაამზეურა ტყემლის ფიქრები,აი,იმის,ფეხმოუცვლელად რომ დგას, ოდესღაც ღობეში გაკვეხებული,,აწვართული იმისთვის, მზეს ღრუბლად რომ დაუფინოს,თეთრი,ფითქინა ფიქრი 🌸🌸ატამს ლამის შემოასკდეს ვიწრო საკინძე,მძივებად და ფიქალებად გადმოკიდოს ვარდის ფერები…
ფერთა გრადაციაა მომნუსხველი:ლურჯი იების,ლილისფერი სუმბულების და ისევ ვარდისფერის უცაბედი შემოფეთება…
,,უჰ,სადღაა ჩემი კოლიას ტომბა,”მაგრამ თეთრი რიყის ქვები ნამდვილად იქაურია,ბავშვობის ნაფეხურები ატყვია თითქოს და ღვიების ზღვას შეაკავებენ ამიერიდან…
დიდ აფეთქებას ველოდებით,მანამდე კი გაყუჩებულები მორიდებით გიწვევთ მოლოდინის მეჯლისზე
რა დროს კორონაა “

ასმათ კვარაცხელია

(ეს ჩემი დაიაკოა  , ჩემი გენიალური და)

….
„მომწონს ეს ყველა ფერი, დღეს წვიმაში , უთენია შევეხეტე , ტიტებს ცარიელი ფოთლებიღააქვთ, ყვავილი ვერ გამოიტანეს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, კამელიის ყვავილი უნდა გაფურჩქნულიყო, ვესწრაფე მიახლბად, მაგრამ აგვიანდება, მაკიაჟს იკეთებს ალბათ,ეს საწაულების მოლოდინია, იმ სამყაროს სუნთქვაც რომ ამოაქვს მიწიდან, მზეს ეტრფის და წვიმას, წვეთებს გულზე იპკურებს და გაგვახარებს…
და რა დროს კორონაა?!❤️❤️❤️😘🌷🌸😍🥰
ასმათ კვარაცხელია

როგორ შევინარჩუნოთ სულში სითბო და გულში სიყვარული

‼️‼️‼️იცით, ეს შესაძლებელია და აუცილებელიც – გულში 💙სითბოს შენარჩუნება, მერე ამ სითბოს გაფრთხილება.
არ უნდა გაიფლანგოს ის – წუწუნზე, წყენებზე, სინანულზე…. რადგან ის მარტო თქვენ კი არ გათბობთ, არამედ, გარშემო ყველა ახლობელს…

🎊🎊🎊მართალია, ადამიანები ათასჯერ მეტად ვზრუნავთ და ვფიქრობთ მოხვეჭაზე, დაგროვებაზე, ვიდრე საკუთარი გონების, გულის და სულის განვითარებაზე. მაგრამ კარგი იქნება თუ გვემახსოვრება:
ბედნიერებისთვის მდიდარი შენაგანი სამყარო , უდავოდ, მნიშნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე ის, რამდენი რამ დავაგროვეთ და მოვიხვეჭეთ მთელი ცხოვრების მანძილზე… თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ბალანსშია – სიმშვიდე, ბედნიერება და ჰარმონია.

🌞🌞🌞ასევე მნიშვნელოვანია აზრები მოვმართოთ პოზიტიურ ტალღაზე, რადგან ყველანაირი სიმდიდრე მოდის ბედნიერი ადამიანების ცხოვრებაში! მსგავს საკითხებზე ვიმუშავებთ #ზრდისფაქტორში http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
ოცნებები გვისრულდება მაშინ, როდესაც გადავწყვიტავთ:
მინდა ვიყო ბედნიერი! ბედნიერება ხდება ჩემი ცხოვრების სტილი.

თუ არ გვაქვს და გვინდა?

Continue reading “როგორ შევინარჩუნოთ სულში სითბო და გულში სიყვარული”