ჩემი ქართულის მასწავლებელი

   „მე, გილგამეში, ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე

 და გმირთაგმირი, ჩემი მაღალი ხმითა და ტანით

მოვარღვევ მიწას და თვალწინ მიდგას ევფრატის წყალი,

 ქალურად უხვი და იდუმალი“…

ოთარ ჭილაძე

      ეს ყველაფერი კარგა ხნის წინ უნდა დაწერილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ,  რადგან უცნაური ხალხი ვართ დიდები და მახრჩობელა გველი, რომელმაც სპილო გადაყლაპა, ქუდი გვგონია ხოლმე, რაღაცებს სწორად ვერ ვსაზღვრავთ და ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ მადლობის თქმა მერეც შეიძლება, ან როცა ათასი მიზეზით გვერიდება ადამიანის…  ამიტომ ამ პოსტს ცოტათი დააგვიანდა, მაგრამ იგი ეძღვნება ადამიანს, რომელმაც ოდესღაც სამუდამოდ მომიშინაურა და ზუსტად ვიცი,  ის ყველაფერს გაიგებს.

     ამრიგად,  ეს პოსტი ეძღვნება ასმათ მასწავლებელს, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩემი მასწავლებელი იყო. თუმცა, რადგან ეს ახლაც ასეა, ეძღვნება მას ყველა დროში.

Continue reading “ჩემი ქართულის მასწავლებელი”

Advertisements

უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი. გაგრძელება)

…წერილში იმის ნაცვლად რომ რამე რჩევა დაეწერა და გოგონას “დახმარებოდა” მხოლოდ კითხვები ეწერა 😳

გიყვარს შენი თავი? და აცნობიერებ რამხელა წყალობაა ყოველ დილით გაიღვიძო?
რა გინდა საკუთარი თავისაგან?
რის მიღება გინდა ან რატომ ებრძვი?
რატომ ეძებ სხვებში ბედნიერების გასაღებს?
შენ შენი ცხოვრება არ გაქვს?
რამდენად ხშირად იღიმი?
რისთვის ხარ მადლიერი ამ ცხოვრებაში?
რა მიზნები გაქვს და როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 5 წლის შემდეგ?

ასე გრძელდებოდა კითხვების ჩამონათვალი…

…და მხოლოდ ბოლოს ეწერა:
“თუ შენ ამ ყველა კითხვას გაცნობიერებულად უპასუხებ,შენ ნამდვილად აღარ იქნები “ის” ვინც ამ კითხვების წაკითხვამდე იყო.შენ გაიზრდები და შენი ცხოვრება იქნება უფრო მეტად მზიანი, ღიმილიანი, მაშინ შენ არ დაგჭირდება ვინმეზე დარდი, არ მოსულ წერილებზე ლოდინი, ის ადამიანები ვინც არ იქნებიან საჭირო შენი ცხოვრებიდან დენდარტყმულივით გაცვივდებიან და შენს ცხოვრებაში იქნებიან ისინი ვისთანაც თავს ბედნიერად იგრძნობ, გაიზრდები და განვითარდები”.

Continue reading “უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი. გაგრძელება)”

უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი)

ერთ ქალაქში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა. უყვარდა ცხოველები წიგნები… თავისებური იყო “რაღაცნაირი” აი, ისეთი ყველას “უცნაური” რომ ეგონა, ოჯახის წევრებსაც კი…
არ უყვარდა ბევრ ხალხში ყოფნა, თუმცა ოცნებობდა ბევრი ძალიან ბევრი მეგობარი ყოლოდა… უცნაურად რომ არ ჩათვლიდნენ, 😊 გაიზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს, ერთად ითამაშებდნენ, ერთად დაგეგმავდნენ, ერთად წავიდოდნენ მთაში, ბარში, ზღვაზე. ერთმანეთს დაეხმარებოდნენ, ერთმანეთს გაუგებდნენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს.💜🥳💖

მას ყავდა ამხანაგები მეგობრები, თუმცა ის მაინც მარტო გრძნობდა თავს, ისინი არ იყვნენ ის მეგობრები ვიზეც ოცნებობდა, ძალიან ხშირად უცრუებდნენ იმედს, ტკენდნენ გულს..
გადიოდა დრო გულის ტკენის მიუხედავად გოგონა იჯდა და წერდა წერილებს წერდა იმაზე ამაზე ყველაფერზე თავის ოთხფეხა მეგობარზეც კი. მერე ლამაზად თავის გაკეთებულ დახატულ კონვერტში დებდა და უგზავნიდა “მეგობრებს”.
..რა რთულია ლოდინი წერილები ან არ მოდიოდა ან იგვიანებდა📩📭
არადა გოგონა იგებდა როგორ ერთობოდნენ “მეგობრები” სხვაგან ახალ “მეგობრებთან”.
როგორ სურდა მასთანაც ასე ეთამაშათ მასთან ერთადაც ბედნიერი ყოფილიყვნენ…
იყვნენ ისეთებიც მოულოდნელად რომ გამოჩნდებოდნენ და ნაჩქარევად ეტყოდნენ “ძალიან დაკავებული ვარ კი ვნახე შენი გამოგზავნილი წერილი მაგრამ არ მეცალა რომ მომეწერა,თუ გინდა შენ დაწერე და მე წავიკითხავ ხოლმე”.

Continue reading “უცნაური გოგონა (ფსიქოკორექციული ზღაპარი)”

რას ვეტყოდი თავს 20 წლის ასაკში

ნინა ორჯონიკიძე

“დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს…”

ეს სიტყვები ალბათ ყველას გსმენიათ, შეიძლება გითქვამთ კიდეც. 🎡
…დროის მანქანა რომ არსებობდეს და 20 წლის ასაკში რომ დამაბრუნოს რას ვეტყოდი?🗯🤔

👉გიყვარდეს საკუთარი თავი, შინაურები, გარეულები, ახლობლები,ყველა, ყველაფერი, ყოველთვის უ პ ი რ ო ბ ო დ .🥰🙏🏻❤️

👉იპოვე საქმე რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მოგწონს. ნურაფრის გულისთვის ნუ გააკეთებ საქმეს რაც არ მოგწონს, რისი გაკეთებაც არ გსიამოვნებს, ნუ დახარჯავ ამ არასასიამოვნო საქმეში ენერგიას.

👉იმეგობრე ადამიანებთან ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებს, გზრდის, განვითარებს, გაბედნიერებს:
აკეთე, დაიხარჯე,იმუშავე და წარმატებას მიაღწევ. მონოტონურად შეიძლება ჟღერს თუმცა ნამდვილად არ იქნება მონოტონური.

👉გყავდეს რამდენიმე ერთგული მეგობარი, მოუსმინე მათ გაიზიარე მათი დარდიც და სიხარულიც, იფრინე და იხარე მათთან ერთად, დარწმუნებული იყავი რაც არ უნდა მოხდეს, მათ ეყვარები და მიგღებენ ისეთს როგორიც ხარ.

Continue reading “რას ვეტყოდი თავს 20 წლის ასაკში”

რეჟისორი…..

ნუ იცხოვრებ ყველას მიერ განვლილი ცხოვრებით – ტრადიციული, სტანდარტული, დაწერე შენი წარმატების ისტორია, როგორ გაუმკლავდი და მოკვეთე თავი წარუმატებლობის გველეშაპს, იმ ბრძოლაში მარტო იყავი და შენ შეძელი მისი დამარცხება, ნუ გეშინია შენ ქმნი, შენ ხარ შენი ცხოვრების რეჟისორი, სცენარის ავტორიც და მსახიობიც, შექმნი უნიკალუირი ცხოვრება, ისეთ რომ გარეშემომყოფებს არ მოუნდეთ პულტით პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა  და არც სხვისი ცხოვრების  გადართვის სურვილი, შექმნი შენი უნიკალური წარმატებული, მწვერვალების დასაპყრობი ზეცაში ასაფრენი ისტორია…

Continue reading “რეჟისორი…..”

ჩემი ქალბატონი, გაოგნებულია ჩემი საქციელით და სულ მახსენებს…

21 დღიანი ონლაინ ტრენინგის #ზრდისფაქტორი V მონაწილის ნინას, ერთ-ერთი პოსტი რომელიც მსურს გაგიზიაროთ:

„საღამო მშვიდობის ჩემო ძვირფასებო, თუ ნებას დამრთავთ, როგორც ემიგრანტს და მომიტევებთ, გაგაცნობთ შემდეგ თემას. თუმცა ქოუჩინგით 😘😘😉რა თქმა უნდა,  უკვე სხვა ცნობიერ დონეზე გადავედი, ვფიქრობ, ეს დღევანდელი საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვანია…. მაინტერესებს ამ თემაზე ქალბატონ თამარის შეხედულებები…

Continue reading “ჩემი ქალბატონი, გაოგნებულია ჩემი საქციელით და სულ მახსენებს…”

მე ვიცი რას ნიშნავს შევიყვარო თავი

მე ვიცი ეს რას ნიშნავს.

ეს ნიშნავს დილით რომ გაიღვიძებ უკვე აღარ ფიქრობ, რომ მსოფლიოში არის ვინმე შენზე იღბლიანი, ლამაზი, ჭკვიანი, ბრძენი..

ეს ნიშნავს, იხედებოდე სარკეში და არ გინდოდეს თვალი მოწყვიტო შენს ანარეკლს, ენდობოდე მას. მნიშვნელობა არა ააქვს კოსმეტიკით ვარ თუ მის გარეშე და არც ჩემს ხასიათს აქვს მნიშვნელობა.

მე უბრალოდ ვენდობი იმას, ვინც ანათებს და ათბობს გულს. Continue reading “მე ვიცი რას ნიშნავს შევიყვარო თავი”