მე არ მივცემ თავს უფლებას

Fb პოსტი ნატალი ოკუნსკი:

„ჩემი უფროსი ვაჟიშვილები 20 და 23 წლისანი არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს შეხვდნენ თავის სიყვარულს, დაქორწინდნენ, გახდნენ მამები.

მე 46 წლის ვარ, დიდიხანია ვცხოვრობ და მინახავს უამრავი ისტორია, როცა დედის უგუნური და არაჯანსაღი სიყვარული ანგრევდა არა მხოლოდ საკუთარი ვაჟების, არამედ შვილიშვილების ცხოვრებასაც.

ჩემ უკვე ზრდასრულ შვილებთან მიმართებაში მე არ მივცემ თავს უფლებას:

* ჩავერიო ჩემი ვაჟების არჩევნაში, ვაკრიტიკო მათი ქალები, მივცე რჩევები, გადავათქმევინო აზრები. ეს მათი ცხოვრებაა, მათი არჩევანია და თავადვე უნდა იცხოვრონ ამით.

Continue reading “მე არ მივცემ თავს უფლებას”

რა პატარაა სამყარო

Salome Jaghmaidze . Рига.

სალომე ჯაღმაიძე:

ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ მჯეროდა ცოტახნით მაინც არ ვიტყოდი ამ ფრაზას: “რა პატარაა სამყარო “😀
მაგრამ… დღეს ვუკრავდი პიანინოზე, გაიღო კარი და შემოვიდა, დაჯდა და დაიწყო.
⁃ მესმოდა, როგორ უკრავდი. ალბათ,მუსიკოსი ხარ. მე ფლეიტაზე ვუკრავ და ერთად დავუკრათ რას იტყვი?
⁃ სიამოვნებით კარგად რომ ვუკრავდე,მაგრამ მხოლოდ გასართობად ვუკრავ.შენ… მემგონი ერთმანეთს ვიცნობთ
⁃ მე პირველად გხედავ
⁃ საიდან ხარ?
⁃ ესტონეთიდან
⁃ კაი, მგონი ერთ რუსს ბიჭში მეშლები,ისიც აქ ცხოვრობს.
ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი ვინმესთან ერთად დაკვრაზე და დავთანხმდი.
ოჰოო, თან როგორ დაკვრაზე, შენ დაუკარი მე კიდევ იმპროვიზაციით შემოგიერთდებიო. პირველივე ცდა ისეთი მაგარი იყო, ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
საქართველოში ვყოფილვარო, რამდენიმე ისეთი სიტყვა ახსენა მივხვდი საქართველოში იმ პროექტზე იყო მოწვეული ლექციის ჩასატარებლად, რომელსაც მე ვესწრებოდი. სწორედ აქედან ახსოვდა ჩემს ქვეცნობიერს, რომ ვიცნობდი. ცოტახნის მერე ვთქვი: shitty stone(მისი ლექციიდან ფრაზა). ვიგრძენი, როგორ დაიბნა და სახე გაუწითლდა.ვერაფერი თქვა, ტელეფონი აიღო,მივხვდი რაღაცას ეძებდა. ცოტახანში საერთო სურათი მაჩვენა, ეს მგონი შენ ხარო. რა თქმა უნდა თქო და დიდი ხნის განმავლობაში ვიცინოდი ასე: შოკირებულად და გახარებულად. ის კი წითლდებოდა და წითლდებოდა.
სერიიდან: ჩემი საყვარელი ისტორიები გამოიყურებიან ასე.

მიუტევეთ და მოგეტევებათ

აი, ეს სახლი კარგია…  არა, ის უმჯობესია… აქ, ბავშვები ცხოვრობენ, ფერად-ფერადი სათამაშოები მიმოუყრიათ დიდ ეზოში… იმ სახლის ნახევრად-ღია ფანჯრიდან სახედაღარული ბებო მიყურებს სოფლის გზაზე მიმავალ უცხოს… ფიქრებში გართული და ღიმილით სახეზე ერთ ყორეჩამონგრეულ, ჯინჭარამოსულ, სრულიად გავერანებულ და დაცლილ ეზო-კართან შევჩერდი და დროის მსვლელობა შევაჩერე… სადღაც, გულის გულში რაღაც ჩამწყდა, მიტოვებით, ბრაზით, სინანულითა და მიუტევებლობით გამოწვეული სევდიანი ფიქრები, რომელსაც ეს სახლი ყველას გასაგონად გულიდან ტიროდა და მიტევებაც კი უჭირდა, თავს ინადგურებდა და უფრო მეტად ვერანდებოდა…

Continue reading “მიუტევეთ და მოგეტევებათ”

სიხარულის წამზომი

წითელ ხალიჩას ჩავშტერებოდი, როდესაც ზურგს უკან ჩემი მეგობრის შეკითხვა მომესმა: ბოლოს როდის გაგიხარდა? ფიქრიდან გამოვერკვიე და სახეზე დავაკვირდი, რატომ იცი ხოლმე ასეთი დროული და ჩამჭრელი შეკითხვების დასმა-მეთქი? ხმის ამოუღებლად, გულში შევეკითხე. ის ხომ ფსიქოლოგია და თან კარგი სპეციალისტიც, რომ ვერაფერს გამოაპარებ ისეთი.
მაშინ პასუხი არ მქონდა. პასუხი თავად გამცა, დააკვირდი ხოლმე საკუთარ თავს, რამდენად ხშირად განიცდი სიხარულს და ბოლოს როდის გაგიხარდაო. რაც უფრო ვერ იხსენებ სიხარულის მომენტს, უფრო მეტად ცუდადაა შენი საქმე და უნდა ისწავლო ყოველდღიური, თუნდაც პატარ-პატარა სიხარულების დაჭერა და ცხოვრებით ტკბობაო. მახსოვს, რომ დამმოძღვრა.

Continue reading “სიხარულის წამზომი”

ერთისთვის თავგანწირვამ, ორივე გადაგვარჩინა

ახლა ის დროა, როდესაც ფინანსურად არც თუ სახარბიელო მდგომარეობა მაქვს. მოვდივარ ჩემთვის ქალაქის ქუჩებში და ვფიქრობ, რა ვქნა. საფულეში უკანასკნელი ოცლარიანი მიჭყავის.

ყაზბეგის გამზირზე, მაღაზიის კუთხეში, შავებში ჩაცმული ბებო ზის, ვერც სახეს ვხედავ და მგონია, საერთოდაც თვლემს. გამახსენდა, რომ ამ ადამიანს ახლა ჩემზე მეტად უჭირს. ვინ იცის რა გაჭირვება აქვს, შია, წყურია, თავშესაფარიც არ აქვს და საერთოდაც რამდენი მოაგროვა შემოწირულობა? სამაგიეროდ, მე როგორი ,,მდიდარი” ვარ მასთან შედარებით, მე ოცი ლარი მაქვს, წარმოგიდგენიათ?! ვიფიქრე და რაც თავში პირველად მომივიდა, ავდექი და ეს ჩემი ოცი ლარი ამ ბებოს მივეცი დაუნანებლად. მივაწოდე თანხა… არა ის, რაც ზედმეტი აღმოგვაჩნდება ხოლმე ხურდის სახით, განსაკუთრებით მათ, ვინც ხურდას ვერ იტანს და საგანგებოდ ქუჩაში შეჭირვებულებისთვის აქვთ ხოლმე, არამედ სრულად გავეცი, რაც გამაჩნდა იმ მომენტში. აი, ასე, გავწირე თავი ჩემზე უფრო შეჭირვებულის ,,გადასარჩენად” იმ კონკრეტულად მომენტში. ჰო, მე ხომ არ ვიცი, ის რას ფიქრობს, იქნებ თავის მოკვლამდე არც არაფერი უკლია ან იმდენად სასოწარკვეთილია, რომ სასწაულების, რომ ვინმე თუნდაც რკინის ლარიანს მისთვის გაიმეტებს, აღარ სჯერა. მეც მასზე ვფიქრობ და მინდა დავაჯერო, რომ მცირე, მაგრამ მაინც ,,სასწაულები” მაინც არსებობს ამქვეყნად…

Continue reading “ერთისთვის თავგანწირვამ, ორივე გადაგვარჩინა”

დაწყება

„უსიტყვოდ და გრძნობით-მეთქი კი ვთქვი, მაგრამ მაინც სიტყვიერად გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ ახლა და ეს რამდენიმე დღეა… ანუ დავიწრიტე.

საკუთარ თავთან დიალოგი დიდი ხანია, გამიმართავს. მუდამ ჩემს თავს ვესაუბრები. ვეუბნები, რომ უნდა დავიწრიტო, უნდა გავთავისუფლდე ყველაფრისგან იმიტომ, რომ ყველაფერი მომბეზრდა. მოვიყირჭე ეს ყველაფერი და სიახლეს ვეძებ.

ახლა ვიცი, ვიცი ბევრი რამ.

Continue reading “დაწყება”

#შიოს ტექნიკა ანუ როგორ ვაყიდინოთ მშობელს სათმაშო

rxg4dbskpn4მეგობარ ბესო კაიშაურს, თავის ფეისბუქ გვერდზე გაზიარებული ჰქონდა 5 წლის შვილის შიოს ისტორია, მომეწონა როგორც ქოუჩინგური მიდგომა. თავად ბესო გარდა იმისა რომ წარმატებული იურისტია, არის მწერალი, ქოუჩი.

გთავაზობთ უცვლელად:

„ #შიოს ტექნიკა
ანუ, როგორ ვაყიდინოთ მშობლებს სათმაშოები.

მე არ ვიცი, ვინ ასწავლა ჩემს 5 წლის ბიჭს ეს ტექნიკა, მაგრამ მიზანში რომ არტყამს, ფაქტია!

მოკლედ, როცა მოუნდება სათმაშო, წიგნი ან სხვა რამ… ბუნებრივია მეკითხება: „მიყიდი?„ დავუშვათ უარი ვუთხარი. ის არ ატეხს ვაი-უშველებელს, უბრალოდ მეკითხება: „ფული რომ გექნება, ხომ მიყიდი?„ მეც, რომ მოვიშორო, ვეთანხმები და ამის შემდეგ მოდის მორიგი შეკითხვა: „თუ შეიძლება, შემახსენე ხოლმე, რა ქვია იმას (სათმაშოს, წიგნს…) რაც უნდა მიყიდო, კარგი?!„ მეც გულუბრიყველოდ ვეთნხმები და აი, შიოს ტექნიკის საკვანძო მომენტიც: ყოველდღე, დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ და რაც მთვარია, ძილის წინ ბავშვი მეკითხება – „აბა, გამახსენე რა უნდა მიყიდო?„ მეც ვახსენევ…ვახსენებ….ვახსენებ და… ჩემი ქვეცნობიერიც იმახსოვრებს, ფოკუსირებას ახდენს ამ საყიდელზე და როგორც კი ხელფასს ავიღებ, თავში პრიორიტეტულ საყიდლებს შორის პირველ ადგილზე ეს სათმაშო ამოტივტივდება ხოლმე.
კიდევ ერთი რამ დავაფიქსირე, ბავშვი არასდროს არ მეკითხება: „მამა, მიყიდე?„ ან „როდისმიყიდი?„ როგორც ჩანს იცის, რომ თვისი ტექნიკის შედეგად, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს მიზანს.. ამიტომ, არც განსაკუთრებულ რეაქციებს არ ავლენს, როცა მიიღებს სასურველს, მიაჩნია, რონ ეს ბუნებრივი შედეგია თვისი სუპერ-მუპერ ტექნიკისა.“