რისთვის მოვედი

💫💫💫ამ ქვეყნიერებაზე მოვედი გავიგო რას ნიშნავს –
„სრულად მივენდო სამყაროს“..
☀️☀️☀️☀️
ასე თუ ისე, ნახევარი ცხოვრება გავლიე უკვე….

💡და მივხვდი – სამყაროს ნდობა იწყება აქ და ამ წუთას, ცხოვრების ნდობის სწავლით
…ცხოვრების ამ პერიოდში ვნახე გაცილებით მეტი ტკივილი, იმედგაცუება, ღალატი, დამცირება.. ზოგჯერ მარტოობის შიში იმდენად მძაფრი იყო, რომ ერთ დღესაც გადავწყვიტე: რაც არის არის, „მოკუთვნებულ„ ცხოვრების გზას გავლევ ისე, რომ ამ ქვეყნიერებას ა ღ ა რ ს ო დ ე ს დავუბრუნდე.

და დავიწყე შეგროვება რაც იყო… გავიხსენე პირველი ზიარების შედეგად მიღებული უსასრულო აღმა_ფრენის ძალა, დავაგემოვნე მედიტაციის ექტაზი, სიყვარულის უსაზღვროებში ჩაძირვა, თავბრუდამხვევი წარმატების სიამაყის განცდა …
და ვიგძენი მოულოდნელი დაცემის ტკივილი…

Continue reading “რისთვის მოვედი”

ჩავწვიდი და გავამრტივე

☀️☀️☀️ამ ბოლო დროს, საგრძნობლად შემეცველა ძველი ხედვა და ახალი წახნაგი დავინახე ურთიერთობის საკითხში.

ადრე მხოლოდ, პრინციპის ერთ კუთხეს ვითვალისწინებდი:
👉სამყარო მუშაობს სარკის პრინციპით – ჩემი შინაგანი სამყარო აირეკლება მასში…
რასაკვირველი, ეს სამყაროს პრინციპი დღესაც მუშაობს ჩემთვის, მაგრამ დღეს სხვა წახნაგით მინდა დაგანახოთ.

☀️როდესაც, ვიღაც მიმითითებდა ჩემს ნაკლზე ან უკმაყოფილობას გამოხატავდა ჩემი საქციელით, მაშინვე ვიწყებდი საკუთარ თავში ჩაძიებას, კონფლიქტის მიზეზთა აღმოჩენას და ახსნას – რა, როგორ, რატომ და რანაირად…

Continue reading “ჩავწვიდი და გავამრტივე”

სიცოცხლის არსი სიყვარულია

საუკეთესო საშუალება ამ ცხოვრებაში – „აცოცხლო“ არსი, მიჰყვე ბუნებრიობას და ჭეშმარიტებას…

„სიცოცხლის არსი სიყვარულია“ – ამას კი დავწერ, მაგრამ ვინ როგორ გაიგებს?

არის თუ არა სიყვარული იქ, სადაც ტკივილია? ღალატია? დამცირებაა?…

არადა… რომ უნდა იყოს?
ამიტომ დავწერე – ვინ როგორ გაიგებს-თქო…

💝სიყვარული გამორიცხავს ზედაპირულობას და სწორხაზოვნებას.დაახლიებით ამის მსგავსი : „ასე უნდა იყოს და სხვანაირად არანაიარად…“
💝სიყვარული ულამაზეს და ურთულეს ორნამენტს ან მაქმანს ჰგავს, რომლის შესაქმენლად საჭიროა ბევრი ხლართების, წახნაგების გავლა მარცხით, ტკივილით, მიტევებით, თავმდაბლობით, თანაგრძნობით, თანადგომით და წარმატებით.
💝ნგრევის მერე და შენების არჩევანიააა
💝სწავლის პროცესი და დროთა მანძილზე დაოსტატებაა , სიყვარული…
💝სიყვარული ქმნაა.. 💝ყველაფერის მიუხედავად…

Continue reading “სიცოცხლის არსი სიყვარულია”

ახალი წლის ხიბლი

🎄🎄🎄🎄🎀🎈🎁🎊🎉რაში მდგომარეობს ახალი წლის დადგომის ხიბლი?

ალბათ, ვფიქრობთ, გვაქვს და მივიღებთ, კიდევ ერთ
შანსს, ვაპატებთ ან გვაპატიონ…
შანსს, უკეთესად გავაკეთებთ და მოვიქცევით,
შანსს, გავცეთ და მივიღოთ მეტი ,
შანსს, ძლიერად გვიყვარდეს და ვუყვარდეთ…

🎊შანსს აღარ
ვიფიქროთ,
ვინერვიულოთ
და ვინანოთ
– „რა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო… სხვანაირად… რომ არა…“, არამედ აღვიქვათ და მივიღოთ სამყარო ისეთად, როგორიც არის.

🧡💛💚უბრალოდ, ჩავრთოთ ტოტალური მიმღებლობა და გავაცნობიეროთ –
არ ვეძებოთ აღარაფერი გარეთ,
ვისწავლოთ გულის ყურით მოსმენა,
გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ იმ ერთდერთს
და მივცეთ თავს შანსი, მეტი ნათელი მოჰფინოს სიცოცხლეს… ცხოვრებას… სამყაროს..

Continue reading “ახალი წლის ხიბლი”

დიახ, სიცოცხლე მშვენიერია…

🌞🌞🌞უმთავრესია – ჰარმონია სულსა და გულში..

გამოდის, რომ ჰარმონია შინაგანი მდგომარეობაა…

🎀🎀🎀მაშინ რატომ ვეძებთ მას გარეთ, თუ ის მხოლოდ შინაგანი მდგომარეობაა და მისი სამფლობელო გული და სულია?
ანუ ის, უნდა ფლობდეს ჩვენს სულსა და გულს…

ოდესმე, სადმე კაცობრიობის ისტორიაში არსებულა, შემთხვევა მაინც, სადაც ყველაფერი ჰარმონიული ყოფილა, ზოგადად?

იმ დღეს მითხარი
⛔️გარშემო, რომ მექნება ყველაფერი კარგად, მერე დავმშვიდდებიოო,
⛔️დავინახავ რომ გამომივიდა, მერე დავიჯერებ რომ შემიძლიაოო.
⛔️დავინახავ, რომ მეუღლე სათანადოდ იქცევა, დავიჯერებ რომ ვუყვარვარო…
⛔️დავინახავ, რომ სიმშვიდეა,მეც დავმშვიდდებიოოო

არა და, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს-
❗️❗️❗️შენი გარემოებების აღქმა, შეესაბამება, შენს შინაგან სამყაროს.

🧲ჯერ, რადიო სიხშირე უნდა მომართო სათანადო ტალღაზე, რომ დაჭირო სასურველი არხი!!!!
🧲ჯერ უნდა დაიჯერო ყველაფერი გაქვს ის, რაც გჭირდება მოცემულ მომენტში და ისწავლო მადლიერება – ამ დროს ისადგურებს სიმშვიდე!!!
🧲ჯერ უნდა დაიჯერო, რომ აუცილებლად გამოგივა და ამის მერე მოდის სასურველის განსახირციელებლად შესაძლებლობები და ლაგდება გარემოებები. მიიღებ თუ არა გადაწყვეტილებას, რომ გამოგივა, ისადგურებს სიმშვიდე!!!
🧲ჯერ თავად უნდა ისწავლო საკუთარი თავის მიღება და სიყვარული, მოიცილო ზედმეტი და ამოწიო ფასეული, გაუშვა მოლოდნები ავზეც და კარგზეც და მოენდოოო… მაშინ ისადგურებს სიმშვიდე.
🧲 ჯერ უნდა დამშვიდდე, რომ შეამჩნიო სიმშვიდე!!!

ამ დროს, რას აკეთებ?
გარეთ იქნევ თითს და აბაკუნებ ფეხებს,
ყველას და ყველაფრის დადანაშაულებისთვის ხარ მზად, გარდა საკუთარი თავის შეცვლისა….
არა და გარემოებების შესაცვლელად, საკმარისია, საკუთარ შინაგან სამყაროს შეცვლა და დალაგება.

ეს იოლია?
ა რ ა ნ ა ი რ ა დ !!!!
ეს ამად ღირს?
დიახ, და სიცოცხლე მშვენიერია…

🥳🥳🥳რადგან, სიცოცხლის არსი სახვა არაფერი, თუ არა ამ სიმშვენიერის და ჰარმონიის შ ე ქ მ ნ ა შინაგან სამყაროში, რაც გაამეფებს ჰარმონიას გარემოში. რა დროსაც, გადაიწევა მოჯადოებული რკინის ფარდა და ქვეყნიერება წარსდგება შენ წინაშე მთელი დიდებულებით!!!

❤️სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

 

21 დღიანი ონლაიან მარათონი იწყება
შემოგვიერთდით
http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#ზრდისფაქტორი #ზრდისფაქტორიარჩევანია
#ზრდისფაქტორელი_ვარ

პირველად იყო სიტყვა…

ძალიან მარტივად დავწერ და გამგები გაიგებს:

პირველად იყო სიტყვა..
როდესაც ამ სიტყვას კოლქტიური გონი ამოიჩემებს ის ხდება პროგრამა ამ მასისთვის.
როდესაც, რაღაც არ მოგვწონს და არ ვიღებთ, ეს ადრინდელი ჩვენი აზრები და დამანგრეველი ემოციებია სამყაროში გაშვებული და ამ სახით გვიბრუნდა დესტრუქციის ამისაგლეჯად. რახან მარტივ მაგალითებზე სწავლას გავურბივართ. გადაბრალებებს და მსხვერპლის როლი კარგად ავითვისეთ.

რამდენი ადამიანია თურემ დამალული, არაცნობიერი დამანგრეველი და სიცოცხლეზე ხელაღებული პროგრამით…
რამდენი ცდილობს თავში კი არა სხვებში ეძებოს მიზეზი…

არ ველი გაგებას…
არანაირად…

უბრალოდ, მეტი უბედურების თავიდან ასაცილებლად ვწერ,, ჩემ წილ სანთელს ავანთებ.. ვეცდები ამინც…

დარწმუნებული ხართ, რომ ის რასაც ავრცელებთ სიტყვების თუ ემოციების სახით, ან მუდმივად ამაზე საუბრის ფორმით, წინ არ დაგხვდებათ უფრო დიდი მაშტაბით?

Continue reading “პირველად იყო სიტყვა…”

ვინ არის ჯადო ქარი

☀️💚☀️💚
რიჩარდ ბახი დაახლოებით ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ჯადოქრის გარჩევა ჩვეულებრივი ადამიანისგან ძალიან მარტივია: თუ თქვენ აზრზე არ ხართ როგორ გამოუვიდა მას «ეს», თქვენ წინაშეა ჯადოქარი!!!“

ქართულში ეს „ჯადო“_ქარი არასასიამოვნოდ, უცნაურად ჩაგვესმის ყურში, იგივდება რაღაც ბოროტთან, იდუმალთან, ამოუცნობ და საშიშთან…
არა და, მე თუ ვინმე მკითხვას, მხოლოდ სიტყვა იდულმალებას დავტოვებდი და აქვე განვმარტავდი – ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც გაარღვია ყოფიერების ჩარჩოები და შეეხო სამყაროს საიდუმლო სწავლებებს.
რაც მთავარია, ის შეიძლება ცხოვრობდეს მეზობლად, იყოს ნათესავი და ახლობლი… შეიძლება, ბრბოშიც კი გაერიოს, მაგრამ არ გახდეს მისი ნაწილი…

როცა გაიცნობთ შეიძლება, ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ…
მაგრამ მხოლოდ ცოოოტა… რადგან ის, მართალია, კი ცხოვრობს ამ ჟამად, აქ არსებულ მატრიცულ სისტემაში, მაგრამ სისტემა არ ცხოვრობს მასში.

Continue reading “ვინ არის ჯადო ქარი”