ხუთი ბრძენი

ხუთ ბრძენს ტყეში გზა აებნა.
პირველმ ათქვა:
– მე წავალ მარცხნივ – ასე მკარნახობს ჩემი ინტუიცია.
მეორემ თქვა:
– მე წავალ მარჯვნივ – ტყუილად ხომ არ არის „მარჯვენა“ სიტყვა „მარჯვე“-სგან წარმოქმნილი.
მესამემ თქვა:
– მე უკან გავბრუნდები – საიდანაც მოვედით იმ გზით აუცილებლად გავალ ტყიდან.
მეოთხემ თქვა:
– მე წავალ წინ – წინ უნდა იარო, ტყე აუცილებლად დასრულდება და ახალი რამ გამოჩნდება.
მეხუთემ თქვა:
– თქვენ მსჯელობთ არასწორად. არსებობს ყველაზე კარგი საშუალება. დამელოდეთ, ერთი წუთით…

იპოვა ყველაზე მაღალი ხე და აძვრა. სანამ ადიოდა, ყველა ბრძენი თავის არჩეულ გზას გაუყვა. ხიდან დაინახა, ტყისთვის თავი რომ დაეღწიათ, საითაც უნდა წასულიყვნენ. ბრძენი უფრო მაღლა აძვრა და რომელი იყო ყველაზე მოკლე გზა ისიც კი გაარკვია. უკვე იმის თქმა შეეძლო, რა თანმიმდევრობით გავიდოდნენ სხვები ტყიდან. გააცნობიერა, რომ აღმოჩნდა პრობლემაზე მაღლა და ამოცანა ყველაზე კარგად ამოხსნა! მიხვდა, სხვებმა შეცდომა დაუშვეს რომ გაჯიუტდნენ და არ დაუჯერეს, მან კი ყველაფერი კარგად გააკეთა. ის იყო ნამდვილი ბრძენი! მაგრამ ის შეცდა.

Continue reading “ხუთი ბრძენი”

Advertisements

პრობლემის მიზეზი თავშია

უმასწავლებელმა ხელში აიღო წყლით სავსე ჭიქა და მოსწავლეებს ჰკითხა:
– რას ფიქრობთ, თქვენი აზრი მაინტერესებს – რამდენს იწონის ეს ჭიქა?
– დაახლოებით 200 გრამს – უპასუხეს მოსწავლებმა.
– როგორც ხედავთ, მას პატარა წონა აქვს – უთხრა მასწავლებელმა და კითხა:

– რა მოხდება, თუ ამ ჭიქას დავიჭერ რამოდენიმე წუთი? Continue reading “პრობლემის მიზეზი თავშია”

ნამდვილი ცხოვრება – იგავი

1428325163_1ცხოვრობდა ერთი მაძიებელი(მოგზაური).

ერთხელაც, გადაწყვიტა ქ. ქამირს სტუმრებოდა. მაძიებელს დიდი ხანია ესწავლა, მნიშვნელობა მიენიჭებინა იმ გრძნობებისთვის, რომლებიც მოდიოდნენ ამოუცნობად, მისი გულის სიღრმეებიდან. ახლა გული იქით უწევდა. ამიტომაც გაამზადა საგზალი და გაუდგა გზას.

ორი დღის შემდეგ, შორიდან შეამჩნია ქამირის მტვრიანი მოხაზულობა. იქვე, გზიდან ხელმარჯვნივ შემაღლებულზე,  ამწვანებულმა კუნძულმა მიიქცია ყურადღება. როდესაც ახლოს მივიდა, დაინახა – ულამაზესი ხეებით, მცენერეებით სვსე ფერდობი, ვერცხლისფერ ღობით შემოესაზღვრათ. Continue reading “ნამდვილი ცხოვრება – იგავი”

მაშ, რატომ უნდა მითხრა?

sokერთმა კაცმა კითხა სოკრატეს:

– იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?

– დაიცადე – სიტყვა გააწყვეტინა სოკრატემ – ჯერ გაცერი ის, რის თქმასაც აპირებ, სამ საცერში.

– სამ საცერში?

– სანამ რამეს იტყვი, საჭიროა სათქმელი სამჯერ გაცრა. თავიდან – სიმართლის საცერში. შენ დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ სიმართლეა?

– არა, მე უბრალოდ მოვისმინე.

– მაშასადამე, შენ არ იცი, არის თუ არა, ეს ამბავი მართალი. კარგი. გავცრათ მეორე საცერში – სიკეთის საცერში. შენ გინდა მითხარ, ჩემს მეგობარზე რაღაც კარგი?

– არა, პირიქით.

Continue reading “მაშ, რატომ უნდა მითხრა?”

ორი თოჯინა

02ცალ-ქმარმა 60 წელი იცხოვრა ერთად.

მათ  მთელი ცხოვრება, არ ჰქონიათ ერთმანეთისგან არფერი დამალული. მხოლოდ, ერთ საიდუმლოს ინახავდა ცოლი.

კარადის ზედა თაროზე, იდო ფეხსაცმლის ყუთი, სადაც ქმარს არასდროს არ ჩაუხედავს. მისი საიდუმლოც სწორედ ამ ყუთს უკავშირდებოდა.

ღრმად მოხუცი ცოლი, გახდა ავად და ჩაწვა ლოგინად. მან გადაწყვიტა, ქმრისთვის გაემხილა თავისი საიდუმლო და სთხოვა მეუღლეს ჩამოეღო, ძველი ფეხსაცმლის ყუთი თაროდან. Continue reading “ორი თოჯინა”