ჩვენ არ შევხვდით შემთხვევით: სინქრონული კავშირის 5 ტიპი

თითოეულ ადამიანს ვისაც ხვდებით ცხოვრების მანძილზე,  ყველას აქვს გარკვეული როლი. მნიშვნელობა არა აქვს რამდენად მცირე შეიძლება მოგეჩვენოთ, მათი ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე, ყველა შეხვედრა გაცილებით მეტს ემსახურება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

შეიძლება, გაცვეთილ ფრაზებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი, რაც ხდება თქვენს თავს, არ ხდება უბრალოდ, ისე, ან შემთხვევით… ყოველი შეხვედრა წარმოადგენს შედეგს, რომელიც ხშირად შეუძლებელია ახსნა ლოგიკის დახმარებით .

Continue reading “ჩვენ არ შევხვდით შემთხვევით: სინქრონული კავშირის 5 ტიპი”

სულიერების განვითარების ეტაპები

სულიერი განვითარება − ეს სამყაროს შემეცნებაა საკუთარი თავის გავლით.

საკუთარი აზრების, ემოციების დაკვირვება, კვლევა – თუ საიდან მოდიან, როგორ იბადებიან და რა ზემოქმედებას ახდენენ ჩვენზე, პერსონალურ თუ ზოგად დონეზე.

ნამდვილი სულიერი #ზრდა , წარმაუდგენელია საკუთარი თავის შემეცნების გარეშე.

და ამ გზის გავლა ყველას ნამდვილად არ შეუძლია „ერთ სიცოცხლეში“. ადამიანების უმრავლესობა არც არის მზად მსგავი ინფორმაციის მისაღებად და მით უმეტეს, გასაგებად დაშვების დონეზეც კი. რატომ? ვიღაც დაკავებულია ლუკმა პურის შოვნით, ვიღაც პირადი ცხოვრების მოწყობით, ვიღაც პრობლემებთან ბრძოლით, ვიღაც საკუთარი თავის (ბედის) შეცოდებით….

ანუ ადამიანების უმრავლესობა თავიდან ფეხებამდე ჩაფლულია “ყოფითში” და უბრალოდ, მათ არ რჩებათ დრო გაჩერდნენ და დამატებით, კიდევ „რაღაცაზე“ დაფიქრდნენ. რასაკვირველია, შიშს უდიდესი როლი უჭირავს ამ დროს. სულ მცირედი, იმის გაცნობიერება რომ უაზრო „რბოლაში“   (ახლის, უკეთესის შეძენაში და სოციალური სტატუსების მოპოვებაში) არიან ჩაბმულები, „აცლის მათ მიწას ფეხქვეშ“.  სიმამაცეს მოითხოვს ჩაიხედო შინაგან სამყაროში და შეეცადო მაინც, შეცვალო ჩვეული ცხოვრების წყობა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით და ამასთანავე, საკუთარი გარდასახვების გახდე მომსწრე.

არავითარ შემთხვევაში არ მინდა განკითხვაში ჩამითვალოთ, ჩემ მიზანს არ წარმოადგენს იარლიყების მიკერება, შეფასებები ან ვინმეს დაკნინება… პირიქით, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია და მარტივად დაგანახოთ თუ როგორ შეუძლია სულს დინამიურად განვითარდეს, რასაკვირველია თუ ინდივიდი მისცემს მას ამის საშუალებას. და იმედს ვიტოვებ, წაკითხული ინფორმაცია გახდება ბევრისთვის გაცნობიერებების წყარო.  მიუხედავად ყველაფრისა, მოგიმზადეთ ინფორმაცია და ვინც კი მზად ხართ მის აღსაქმელად – კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა  „პიროვნული ზრდის სამყაროს“ ბლოგზე

Continue reading “სულიერების განვითარების ეტაპები”

როზენხანის ექსპერიმეტი

მინდა გიამბოთ კვლევებზე, რომელმაც თავის დროზე გააკვირვა საზოგადოება და დიდი რეზონანსი გამოიწვია ფსიქიატრიის სამყაროში.

აშშ-ში 1973 წელს ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტი, რომელმაც ეჭვისქვეშ დააყენა და ნდობა შეურყია ფსიქიატრიულ დიაგნისტიკას. ამ ექსპერიმეტის ინიციატორი გახლდათ ამერიკლი ფსიქოლოგი დევიდ პოზენხანი. კვლევის შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდა ჟურნალ Science სტატიით «ნაცვლად გიჟებისა, ფსიქიკურად ჯანმრთელები».

ძირითადად, ექსპერიმენტი ტარდებოდა საიდუმლოდ. 8 ადამიანმა, რომელთა შორის გახლდათ თავად როზენხანი, მიმართა ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა ფისქიატრიულ საავადმყოფოს, სმენითი ჰალუცინაციის ჩივილით.  როგორც ზემოთ ვახსენეთ, სინამდვილეში დავადებას არ ქონდა ადგილი, თუმცა ექიმებმა „პაციენტები“ არა მარტო მიიღეს, არამედ. ფსევდოპაციენტები აღიარეს ფსიქიურ ავადმყოფებად და სასწრაფოდ მოახდინეს მათი ჰოსპიტალიზაცია.

Continue reading “როზენხანის ექსპერიმეტი”

„არა„-ს თქმის ხელოვნება

ზოგადად მართვაში და კონკრეტულად საკუთარი თავის მართვის სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს „არა„-ს თქმის ხელოვნებას.
ხშირად ჩვენი გეგმები, სურვილები და მიზნები გადაგვიდია და დავზარალებურვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გვითქვამს – „არა„
გვეშინია, – „არა„ არ ჩაგვითვალონ უზრდელობაში და უხეშობაში;
გვეშინია, ამით არ ჩავტეხოთ ურთიერთობის ხიდი;
გვეშინია ცოდვად არ ჩაგვეთვალოს;
გვსურს ვიყოთ კეთილი, დავეხმაროთ სხვებს და ა.შ.

Continue reading “„არა„-ს თქმის ხელოვნება”

მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის – ჯადოსნური 2020

2020 წელი

ახალი წელი

365 ახალი დღე

365 ახალი შანსი.

ყოველი დღე შანსია, ყველაფერი დაიწყო თავიდან – შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რის გაკეთებას აპირებ და დაიწყე ახლავე.

აი, ახლა დადგა დრო, იცხოვრო ისე როგორც გინდა და იყო ის ვინც გინდა.

დაივიწყე, რაც მოხდა 2019 წელს, მან დაკარგა აქტუალობა. გაუშვი მადლიერებით და ფასდაუდებელ გაკვეთილებად.

დაუსვი თავ კითხვა :

რეალურად, მე რა გინდა?

არ უპასუხო და არ იცხოვრო სხვების მოლოდინებში. ეს, ერთი სიცოცხლე იმისთვის მოგეცა, რომ გააკეთო რაც შეიძლება ბევრი….

  • ამიტომ აიღე კალამი, ლამაზი ბლოკნოტი და ჩამოწერე ოცნებების სია.
  • მერე, გადაწერე თავიდან და განალაგე ისინი პროირიტეტების მიხედვით,
  • თითოეული მათგანი გადაიყავანე მიზანში
  • შეუდექი მის განხორციელებას, ახლავე.

დაჰპირდი თავს – რაც არ უნდა მოხდეს 2020 წელს  განახორციელებ 99%-ით.

Continue reading “მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის – ჯადოსნური 2020”

ამოუთქმელი სათქმელი – ის რასაც ეგო ვერ ხედავს

დიდი ხანია ვაკვირდები სიტყვებს მიღმა არსებულს, შინაარსს და ვცდილობ ჩავწვდე რეალურ არსს. როდესაც ადამიანი მიყვება ამბავს ან წერს კომენტარს ყურადღებას იქცევს არა სიტყვები, არამედ, სათქმელი და მოტივი, რაც მოაქვს ამ ასოების სიუხვეს.

ასევე, საინტერესოა თუ როგორ გექცევიან ადამიანები – რაც მათ ჭეშმარიტების არსს გიჩვენებს.

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, არსებობს ორი სახის მოსმენა:

პირველი პირდაპირი – გონებით, რასაც კითხულობ ის გესმის. ესმის ეგოს, რომელსაც აქვს მძაფრი და აგრესული რეაქცია, თუ არ ეთანხმება.

Continue reading “ამოუთქმელი სათქმელი – ის რასაც ეგო ვერ ხედავს”

ზოგჯერ, უნდა ჩავიძიროთ, რომ ამოვყვინთოთ სხვანაირებმა

„ძალიან ცუდად ვარ, აღარ შემიძლია, თქვენ ხომ კეთილი ხართ, ყოველ დღე შემომეხმიანეთ, მომწერეთ რამე, ძალა მომეცით და ღმერთი გადაგიხდით?“

ვზივარ და ვფიქრობ:
„რა ასაკშია, ამ დროს, მისი შინაგანი ბავშვი, ასეთი შეშინებული,  აფორიაქებული, განცდებში და სიმშვიდე დაკარგული? თავის არჩევანზე პასუხისმგებლობის აღების უუნარო…. და არა მარტო…. როცა სხვას აბარებს საკუთარ საფიქრებელს, საგრძნობს და გასაკეთებელს?“ ერთ დროს მეც ხომ ასეთი ვიყავი, ამიტომ თანავუგრძნობ, არანაირი რჩევა (რომელსაც არ ვიძლევი), რომ საკუთარ თავში მოიძიოს პასუხები – არ ჭრის. არადა, სრულებით შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც ვერავინ ვერასდროს ურჩევს.

რჩევები არ მუშაობს!!

მოცემული რჩევა, არ იქნება ის, რასაც ელოდები და გაწყობს!!

ცნობიერების დონემ მიიყვანა ამ დრამამდე და იგივე ცნობიერების დონიდან, გაცემული და მისაღები რჩვეა ვერ გამოგიყვანს!

„ადამიანს შეუძლებელია მისცე შენი ფრთები — მას უნად გაეზარდოს თავისი“, გამოიყენე შენ ცხოვრებაში არსებული დრამა და პრობლემა ზრდისთვის!!!

Continue reading “ზოგჯერ, უნდა ჩავიძიროთ, რომ ამოვყვინთოთ სხვანაირებმა”