საშიში არსებაა ადამიანი

ბავშვი გულწრფელია, სუფთა და ღიაა მისი გონება და გული – უხარია, უყვარს და ბენდიერია. ნამდვილია, არ ცდილობს იყოს სხვა. არის ის, ვინც არის.

ეს საყვარელი პატარა იზრდება და… ხდება საშიში.

უკან რჩება მისი ცხოვრების ერთი ეტაპი და ამავე დროს წარსულში ტოვბს გულწრფელობას, სიალალეს და საკუთარ თავად ყოფნის სურვილს.

ამის ნაცვლად, სწავლობს და ოსტატდება ნიღბების მორგებაში. წლებთან ერთად აგროვებს და არგებს გარდერობს – ნიღბები ყველა შემთხვევისთვის.

ნიღბებს მიღმა სადღაც, ნაკვერჩხალივით ბჯუტავს გულწრფელობა, სიყვარული და ბედნიერება.

საშიში ხდება, როცა ცდილობს მოირგოს ყველაზე ლამაზი ნიღაბი. ყველაფერს აკეთებს რომ გამოჩნდეს „კარგი“ და თავი წარმოაჩნოს „უკეთესის“ კუთხით…

Continue reading “საშიში არსებაა ადამიანი”

თავგადარჩენის არაცნობიერი პრიმიტივიზმი

ყველანი ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ,  მაგრამ ჰორიზონტი ყველას სხვადასხვა გვაქვს.

რატომ ხედავს ადმიანი, „ერთსა და იგივეს“, სხვადასხვნაირად?

თავში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა, უზრუნველყოფს ამ ხედვას – წარმოდგენების, შეხედულებების, ფასეულობების, დამოკიდებულებების და ინტერესების სახით.

როდესაც გესმით თქვენგან განსხვავებული აზრი, თქვენ ტვინს მიეწოდება ქიმიური ნივთიერება, რომელიც გატყობინებთ – იქმნება სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია და საჭიროა, სასწრაფოდ, რაც არ უნდა დაგიჯდეთ (კივილ-წივილის, ყვირილის, თავდასხმის…), უზრუნველყოფილიქნას თავის გადარჩენა (ეს ხდება არაცნობიერად)! ამ თავდაცვით მდგომარეობაში, რაციონალურ აზროვნებაში ჩაერევა ტვინის, მეტად, პრიმიტიული ნაწილი და ლიმბური სისტემა ბლოკავს სამუშაო პროცესს, უნარს და მეხსიერებას, რაც გამოიხატება აზროვნების შეზღუდვაში.

Continue reading “თავგადარჩენის არაცნობიერი პრიმიტივიზმი”

ტესტი: რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში

მოდით, შევამოწმოთ, ყველაფერი წესრიგშია თუ არა ქვეცნობიერში.
გაიგეთ
– რა დამოკიდებულება გაქვთ ცხოვრების მიმართ,
– რას ელოდებით მისგან
– რა ფარული სურვილები გაქვთ.
ამის გარკვევაში მოცემული ტესტი დაგეხმარებათ.
აიღეთ ფურცელი და კალამი, გამორთეთ ლოგიკა და ჩართეთ წარმოსახვა. ქვეცნობიერი ხომ ჩვენთან წარმოსახვით – სურათების, შეგრძნებების, ემოციების საშუალებით საუბრობს. პასუხზე დიდი ხანი ნუ იფიქრებთ. დაწერეთ მოკლედ და მკაფიოდ.
დავიწყოთ:

Continue reading “ტესტი: რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში”

ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყენებია მიეზღვება სათანადოდ

ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყეენბია, მიეზღვება სათანადოდ და ერთხელაც, განიცდის და გაივლის იგივეს ცხოვრებაში.

და ეს არ არის კარმა.

ეს ადამიანური სიცოცხლის სიმართლეა.

უფრო მეტი, ეს ფიზიკაა.

ყველა რაღაცით ფორმით დატაჯულა, ან შეიძლება ახლა იტანჯება. ვიღაცა ფიქრობს მისი ტკივლი ყველაზე მძიმე და აუტანელია, ვიდრე სხვისი. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ მას არ გაუმართლა და სამყარო სხვის მიმართ უფრო გულუხვი და მოწყალეა… უსამართლობად აღიქვამს ცხოვრებას…

Continue reading “ყველას, ვისაც კი ტკივილი მოუყენებია მიეზღვება სათანადოდ”

ცხოვრება, როგორც უბრალო ილუზია და თითქმის მაგიური ტრიუკი 

ფიზიკოსები თითქმის ერთი საუკუნეა ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიების  ვიბრაციათა ოკეანე. სიმყარე  ილუზიაა — და ესაა კვანტური ფიზიკის საფუძველი . ის, რასაც ვხედავთ და სიმართლე გვგონია უბრალო ილუზიაა, თითქმის მაგიური ტრიუკი. 

თუ კი ეს ასეა, მაშინ რა იჭერს მუდმივად ცვლად ენერგიას გარკვეული მყარ საგნებად თუ სხეულებად? საინტერესოა, რატომ ვხედავთ ადამიანს ნაცვლად ვიბრირებადი ენერგიისა? — ისინი ამბობენ, რომ ამას ჩვენი ფიქრები აკეთებენ. როგორ მუშაობს ყველაფერი ეს? გავიხსენოთ კინოფირი, სადაც წამში 24 კადრია. ისინი ერთმანეთისაგან პატარა სიცარიელით გამოიყოფა, მაგრამ იმ სიჩქარის გამო, რითაც ერთი კადრი ენაცვლება მეორეს, თვალი რჩება მოტყუებული და ჩვენ აღვიქვამთ მოძრავ გამოსახულებას. ტელევიზორის შემთხვევაშიც იგივე პრინციპია — ელექტრონების დიდი რაოდენობა განსაზღვრული წესრიგით ეხეთქება ეკრანს და ქმნის გამოსახულებრივ ილუზიას. ანუ ის, რაც სიმყარედ გვეჩვენება, სულაც არაა მყარი, ეს ეხება ყველაფერს ჩვენს ირგვლივ.

Continue reading “ცხოვრება, როგორც უბრალო ილუზია და თითქმის მაგიური ტრიუკი “

სიხშირე, ვიბრაცია და კვანტური რეალობა

Continue reading “სიხშირე, ვიბრაცია და კვანტური რეალობა”

შეწყვიტე ფიქრი! იმოქმედე!

ცხოველები, მცენარეები, მინერალები – წარმოადგენს ენერგიის არსებობის ამა თუ იმ ფორმას. ყველაფერი არის ენერგია. როგორც ვიცით, ეს ენერგია ვლინდება სამყაროს გონის სახით და ეს გონი თავისი ბუნებით შემოქმედია ანუ შექმნის უნარი აქვს.

ჩვენ წარმოვადგენთ სამყაროს გონის გაგრძელებას. ვინაიდან მისგან განუყოფელნი ვართ, უნდა ვიყოთ მასთან ერთიანი და ვიგრძნოთ მისი პოტენციალი. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: თუ სამყაროს გონი შემოქმედი ანუ ავტორია, ჩვენ – თანაავტორები ვართ.

Continue reading “შეწყვიტე ფიქრი! იმოქმედე!”

უბრალოდ აენთე

როდესაც გეჩხუბებიან,  გამცირებენ, გაძლევენ რჩევებს, რომლის მოცემაც არ გითხოვიათ, როდესაც ვიღაც შენ გადანაშაულებს საკუთარ ტკივილში, როდესაც არ გისმენენ, გაუთავებლად საუბრობენ საკუთარ თავზე, გადარებენ სხვა ადამიანებს, არ ითვალისწინებენ, აბუჩად იგდებენ, ან განიკითხავენ შენს ფიქრებს, გრძნობებს…

გაჩერდი!

Continue reading “უბრალოდ აენთე”

შენ – არ ხარ შენი წარსული

იცოდე: ყოველ წამის გაელვებაში სამყარო იქმნება თავიდან. ნუ გეშინია იფიქრო იმაზე, რომ ყოველი წამს ყველაფრს იწყებ თავიდან, რადგან ამ აზრებშია – უდიდესი თავისუფლება.

ის იქმნება ახლა. ამის გაცნობიერება ნიშნავს, -შენ ცხოვრობ უსასრულობაში. შენ არ ხარ შეზღუდული იმით რაც იყო შენამდე. ყოველ წამს სამყარო იქმნება თავიდან.

გაკეთე, შექმენი ის ყოველთვის ახლებურად, გატაცებით. ნებისმიერ წუთს შეგიძლია დაიწყო შენი ოცნებების განხორციელება. თითოეულ წამში ჩადებულია, ყველაფრის შეცვლის პოტენციალი. ყოველ წამს ყველაფერი იცვლება. ყველა გაელვება ტოლფასია.

Continue reading “შენ – არ ხარ შენი წარსული”

როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით

ვისაც არ წაგიკითხავთ, გაეცანით თემას: გონების გაწმენდა სიბინძურისგან»   

დღეს შემოგთავაზებთ – როგორ დაიცვათ თავი, ინფორმაციული სიბინძურისგან. ყველაზე ეფექტური მეთოდია – ცხოვრება ავაწყოთ სარკის პრინციპით.

გონებაში ინფორმაციული შხამების შეღწევისგან თავდასაცავად საჭიროა დავაყენოთ ორმაგი დაცვა – პირველი, აზრების გაშვებისას და მეორე, შემოშვებისას.

მხოლოდ ერთი რამის გააზრება: «მე არასდროს მოვექცევი ასე ადამიანებს!» — სრულ უფლებას იძლევა, სხვის მიუღებელ საქცილის მიღებაზე განაცხადოთ უარი. 

Continue reading “როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით”

%d bloggers like this: