კითხვა ქოუჩს

‼️‼️‼️კითხვა ქოუჩს:
ქალ-ნო თამარ, რატომ ვგრძნობ თავს ყოველთვის ცუდად, აღარ მახსოვს როდის ვიყავი ბედნიერი. მინდა მოვიცილო პრობლემები და ვიყო პოზიტიური. მინდა ვიყო ბედნიერი, მაგრამ არ გამომდის ისეთ გარემოში და სიტუაციაში ვცხოვრობ, რა გავაკეთო აღარ ვიცი?

‼️‼️‼️როდესაც ვცდილობთ საკუთარი უბედურებისგან თავის დაღწევას, ერთადერთი რაც გამოგვდის, არის ის რომვკარგავთ სიმშვიდეს და ამით კიდევ უფრო ღრმავდება საკუთარი უბედურების და უბადრუკობის შეგრძნება.

Continue reading “კითხვა ქოუჩს”

Advertisements

შეაყვარე თავი 4 წუთში

არტურ არონი — ფსიქოლოგია. მის მიერ, გასული საუკუნის ბოლოს ჩატრებულ ექსპერომენტზე წავიკითხე თუ არა და გადავწყვიტე, ჯერ საკუთარ თავზე და მეუღლეზე გამომეცადა. მხოლოდ, ამის მერე, გამეზიარებინა თქვენთვის.

ცოტა, ხვეწნა-მუდარის დამჭირდა მაგრამ ამად ღირდა…  🙂 აღფრთოვანებული ვარ შედეგით: რაც მეუღლესთან 13 წლის მანძილზე (რამდენიმე მცდელობით) ვერ მოვახერხე (რაღაც-რაღაც საკითხებში) ამ ტესტმა პირნათლად გაართვა თავი (როგორც მისი, ასევე ჩემი მხრიდან).

Continue reading “შეაყვარე თავი 4 წუთში”

მადლიერება კლიენტებს

p

იცხოვრეთ სიხარულით და სიხარული იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ ბედნიერეად და ბედნიერება იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ სიყვარულით და სიყვარული იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ მადლიერებით და გაგიმრავლდებათ სამადლობელი!

იპოვეთ, აღომაჩინეთ, გააღვივეთ თქვენში არსებული სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის, მადლიერების ნაკვერჩხალი და ის აგიზგიზდება ცეცხლად, რომელიც გაანთებს თქვენი სიცოცხლის გზას და სამყაროს შესძენს თქვენს წილ ნათელს.

მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ ქოუჩინგში კლიენტებს და ტრენინგში მონაწილეებს.

ქოუჩ-სესიიების და ტრენინგის დროს მათთან მოსული გაცნობიერებიების შედეგად, ჩემშიც მიმდინარეობს არანაკლები გაცნობიერების პროცესი.

– მოდის ერთიანობის შეგრძნება.
– მათი გაცნობიერება აღვივებს მადლიერებას.
– მადლიერება ერთი-მეორეზე ხსნის 9 კლიტულად ჩარაზულ კარებს, ერთი ხელის მოსმით (ჯადოსნური ჯოხივით) აქრობს წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს.
– ამ გახსნილ კარების ზღურბლს გადაბიჯებული, მათთან ერთად ვხვდები უკიდეგანო სივრცეში სადაც მხოლოდ სიყვარულია.
– ამ სივრცეში ის აგნებს პირველწყაროს, რა დროსაც, თითქოს არსაიდან შემოდის ძალები, რომლის შედეგადაც ჩნდება უსაზღვრო სურვილი იხარო, იცოცხლო, ქმნა და აკეთო.

არ ვიცი რამდენად ზუსტად აღვწერე, მაგრამ მსგავსს პროცესს გადის კლიენტი და მაცთან ერთად მე, ვხდები საოცარი გარდასახვის თანაზიარი.
…და ერთმანეთში ირევა ცრემლი, სიხარული და თავისუფლება. ეს სასწაულია…

მადლიერება, მათ ამ საოცარი მოგზაურობისთვის და გააზრებებისთვის.

სიყვარულით თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro

ქოუჩინგის პრინციპები (თ. ლეონარდი)

4217_1202349თომას ლეონარდი (ინგ. Thomas J. Leonard) წარმოადგენს — პერსონალური ქოუჩინგის, ქოუჩინგის უნივერსიტეტის (Coach University), ქოუჩთა საერთაშორისო ორაგანიზაციის (International Coach Federation — ICF) დამფუძვნებელს. ასევე – CoachVille.com

დღეს შემოგთავაზებთ ქოუჩინგის პრინციპებს, თომას ლეონარდის მიხედვით:

1. ნებისმიერი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. გეჩვენებათ მდგომარეობა კარგი? შეიძლება ის გახადოთ უკეთესი. თქვენი საქმისთვის ყოველთვის არსებობს «ახალი საფეხური» ასასვლელად. ცხოვრება ეს არის უნარების ნაკერები. კლიენტები, პროფესიონალ ქოუჩებს ქირაობენ, იმისათვის რომ გამოწურონ მათგან მაქსიმუმი. დღეს ფასობს იდეალურობა. თუ კი მდგომარეობა, უნერების ნაკრები და გარემო არ არის იდეალური, ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ კლიენტას ასწიოს თამასა, რომ შეეძლოს მაღალ დონეზე თამაში.

Continue reading “ქოუჩინგის პრინციპები (თ. ლეონარდი)”

დილის მადლის მიღება, ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY» დახმარებით

7YHDdJ0nskgდილის მადლზე და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრე თემაში: შეიგრძენით დილის მადლი  (შეგიძლიათ იხილოთ)

მინდა შემოგთავაზოთ, ქოუჩინგის ერთ-ერთი ტექნიკა «GEBY», როგორც დილით ადგომის ჩვევის განსავითარებლად, ერთ-ერთი ვარიანტი.

G ( GRATITUDE-ინგ.) – მადლიერება

როგორც კი გაიღვიძებთ დილით, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ყურადღება მიმართეთ და გაიხსენეთ ამ ქვეყნად ვისი, რისთვის და რატომ ხართ მადლიერი. ცხოვრების რომელ სფეროებში გრძნობთ მადლიერებას, ბარაქას და სიუხვეს. საბოლოო ჯამში, ეს ჩვევაში გადაგივათ და ამით ბევრ სამადლობელ მიზეზს მოიზიდავთ. ისწავლით, გაცილებით მეტის დანახვას, ვიდრე ხედავდით აქამდე.

Continue reading “დილის მადლის მიღება, ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY» დახმარებით”

ყველაზე ძლიერი 25 კითხვა ქოუჩინგში

BusinessCoaching-450x360ქოუჩებს უყვართ სესიის დროს ღია კითხვების დასმა. ვინც ატარებთ ქოუჩ-სესიებს შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს არსენალში არსებულ კითხვებს, სხვა 25 კითხვა, რომლელიც უფრო ეფექტურ ქოუჩად გაქცევთ.

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (IC F) ჩაატარა სოციალურ ქსელში გამოკითხვა თავისი მკითხველ ქოუჩთა (რომელთა უმრავლესობა ეწევა ქოუჩინგურ საქმიანობას) შორის – რომელი კითხვა წარმოადგენს ქოუჩ-სესიების დროს ყველაზე ძლიერს?

გთავაზობთ 25 ხარისხიან კითხვას, რომელიც შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ ქოუჩინგურ პრაქტიკაში.

1) რომ შემეძლოს,  დამატებით კიდევ  24 საათის მოცემა დღე-ღამეში, რას გაკეთებდით ამ დროში?

რანცისკო ოლვარესი 
Continue reading “ყველაზე ძლიერი 25 კითხვა ქოუჩინგში”

ქოუჩინგი ოქროს თევზისგან

image1434379413ერთხელაც,  მებადური წავიდა სათევზაოდ.

ჩვეულებისამებრ, ისროლა ბადე, თუმცა უშედეგოდ. ისროლა ბადე მეორეჯერ, ამოწია და მხოლოდ, ნიჟარები და ქვიშა გამოაყოლა ზღვამ. მესამე მცდელობაც… და საოცრებავ – გახლართულა თევზი და ფართხალებს უმოწყალოდ!

გაანთავისუფლა მებადურმა თევზი. უჭირავს ხელში, ათვალიერებს და ეღიმება – არ ჰგავს ჩვეულებრივს, ოქროს თევზია! Continue reading “ქოუჩინგი ოქროს თევზისგან”