ჩვენ არ შევხვდით შემთხვევით: სინქრონული კავშირის 5 ტიპი

თითოეულ ადამიანს ვისაც ხვდებით ცხოვრების მანძილზე,  ყველას აქვს გარკვეული როლი. მნიშვნელობა არა აქვს რამდენად მცირე შეიძლება მოგეჩვენოთ, მათი ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე, ყველა შეხვედრა გაცილებით მეტს ემსახურება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

შეიძლება, გაცვეთილ ფრაზებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი, რაც ხდება თქვენს თავს, არ ხდება უბრალოდ, ისე, ან შემთხვევით… ყოველი შეხვედრა წარმოადგენს შედეგს, რომელიც ხშირად შეუძლებელია ახსნა ლოგიკის დახმარებით .

Continue reading “ჩვენ არ შევხვდით შემთხვევით: სინქრონული კავშირის 5 ტიპი”

სინამდვილეში, რატომ წარმოადგენს «მონათესავე სული» ჩვენი სულის ანარეკლს

სინამდვილეში, რატომ წაროადგენს «მონათესავე სული»  ჩვენი სულის ანარეკლს?
ვინ არის ის ადამიანი ვისაც აქვს, მონათესავე სული?

ის შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი. ოჯახის წევრი ან პარტნიორი და მათი მთავარ როლს თქვენს ცხოვრებაში წარმაოდგენს – იყოს სარკე და არა წებო.
მახსოვს, ახალგაზრდობაში როგორი მცდარი, რომანტიკული შეხედულება და წარმოდგენა მქონდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის «მონათესავე სული».

Continue reading “სინამდვილეში, რატომ წარმოადგენს «მონათესავე სული» ჩვენი სულის ანარეკლს”

„არა„-ს თქმის ხელოვნება

ზოგადად მართვაში და კონკრეტულად საკუთარი თავის მართვის სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს „არა„-ს თქმის ხელოვნებას.
ხშირად ჩვენი გეგმები, სურვილები და მიზნები გადაგვიდია და დავზარალებურვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გვითქვამს – „არა„
გვეშინია, – „არა„ არ ჩაგვითვალონ უზრდელობაში და უხეშობაში;
გვეშინია, ამით არ ჩავტეხოთ ურთიერთობის ხიდი;
გვეშინია ცოდვად არ ჩაგვეთვალოს;
გვსურს ვიყოთ კეთილი, დავეხმაროთ სხვებს და ა.შ.

Continue reading “„არა„-ს თქმის ხელოვნება”

უნდა წავიდე, რათა დავრჩე…

მაშინ, მაშინებდა განშორებაზე ფიქრი.  დიახ, დღეს ვაძლევ თავს უფლებას დავწერო განშორების შიშზე. მოვყვე, როგორ მიჭირდა გაშვება, როგორ მტკიოდა როდესაც ვკარგავდი სიტუაციაზე კონტროლს და როგორ ვიბრძოდი ძველის შესანარჩუნებლად, როცა წინ მედო გაურკვევლობაა.

„გაურკვეველ გაურკვევობებს“ შეუძლია ჩაგვაგდოს პანიკურ მდგომარეობაში.

“რა ვქნა ჩემს ცხოვრებაში არასდროს, არავინ, რომ არ გამოჩნდეს?“

„იყოს ის რაც არის, ავიტან, ხალხი ამას კი არა, რა ითმენს..“

„რამე ხომ მაინც გამოვა?“

„ამ სიტუაციას მაინც მოვშორდები, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?“

– მსგავსი ფიქრებით, შიშებით, შაბლონებით ვიწყებთ ბრძოლას, ჩვენი წილი ილუზორული ბედნიერებისთვის ამ ქვეყნიერებაზე…

Continue reading “უნდა წავიდე, რათა დავრჩე…”

იგავი ურთიერთობებზე

ხარი და ლომი ზიან, ვახშმობენ.
ლომს ურეკავს ცოლი:
— ძვირფასო, მალე მოხვალ სახლში?
— კი, ძვირფასო, მალე ვიქნები!
ხარმა დასცინა:
— კარგი რა ლომო: «კი, ძვირფასო, მალე ვიქნები!» შენ ხომ ცხოველთა მეფე ხარ! მე შენს ადგილას მაგიდას დავარტყამდი ხელს – ბრახ! და დავიღრიალებდი – გაჩუმდი ქალო, როცა საჭიროა, მაშინ მოვალ!
რაზეც ლომმა მიანიშნა:
— ჩემს ადგილზე ვერ იქნები, შენ ცოლად გყავს — ძროხა, მე – დედოფალი!
ასეთია ღირსეული ურთიერთობები

ნუ გაზრდით „ქვას“

სათქმელს ვამბობთ!
ემოციებს შევიგრძნობთ!
ტკივილში გავდივართ!
ცხოვრება ეს მოვლენების ნაკრებთა თანმიმდვერობაა.
ცხოვრება ეს ურთიერთობებია.
ცხოვრების მანძილზე და ყოველ წუთს ადამიანს აქვს ურთიერთობა – თავთან, ვინმესთა, რამესთან.
ურთიერთობების დროს ჩნდება „ქვები“. ზოგს აგდებს ადამიანი, ზოგს კი ვერ ელევა და წლები „ზრდის“ ლოდად…
რას ნიშნავს – „ქვა“?..
„ქვა“ – ლოგიკური დასარულის არ არსებობაა, პასუხ გაუცემელი კითხვები, წარმოუდგენელი ფინალი ან სახვა.. რაც გნებავთ. ის ყველაფერია, რაც ადამიანს აიძულებს აეკვიატოს ფიქრები ნივთის, მოვლენის ან ვინმეს მიმართ. ეს ის მოვლენაა, რა დროსაც, გონებაში დაუსრულებლად თამაშდება სიტუაციის სხვადასხვა ვერსიები.
რატომ ხდება ასე?
ზედაპირულობისგან, როცა არ არის სურვილი – ურთიერთობებში გარკვევის, მისი გაგების, როცა არ არის დაფასება და პატივისცემა.
თუ თქვენ აღმოჩნდით მსგავს ურთიერთობებში, სადაც არის „ქვა“, ცხოვრება იწყებს დამუხრუჭებას, ენერგია ტრიალებს ერთ ადგილზე, ამ „ქვის“ გარშემო ებმებით. ის კი იზრდება და იზრდება. დროთა განმავლობაში იქცევა ლოდად.
მაგალითები:

Continue reading “ნუ გაზრდით „ქვას“”

შეიყვარეთ თავი უსაზღვროდ და უკიდეგანოდ

პირველი, არ დაიტოვოთ ერთი მისხალიც კი, ისე შეიყვარეთ თავი – სრულიად, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ!
მეორე, ისწავლეთ – არავისგან, არასდროს არ ითხოვთ და ნურავისგან ნურაფერს ნუ ელით. გამოიმუშავეთ ეს უნარი.
სიყვარულია ყვეა ფერიყველა, ყველაფერი სიყვარულია ! მაგრამ ამ სიყვარულის საწყისი ცენტრი საიდანაც ის ვრცელდება, თქვენ ხართ. თქვენ ხართ გარშემო არსებულის სიყვარულის პირველწყარო.
თუ შენ არ გიყვარს თავი არც სხვები არ გიყვარს, უბრალოდ რაღაც სარგებელია ამ „სიყვარულში“, რა დროსაც მოგვიანებით, აუცილებლად, მოლოდინები ემსხვრევა კედლებს გაუსაძლის ტკივილებად და პრობლემებად.
თუ ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და მიღება, ეს ის გამოცდილების გზაა, რასაც მარტივად გაივლი სხვის მიღებაშიც და სიყვარულშიც.
ანუ

Continue reading “შეიყვარეთ თავი უსაზღვროდ და უკიდეგანოდ”