ასე კარგად რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს…

„ასე კარგად ქმარს რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს”  – იყო ქალბატონის კომეტნარი ერთ-ერთ თემაზე.

გულწრფელობა – არის ყველაზე კარგი თვისება, რომელიც ადამიანს ანთავისუფლებს ზედმეტი აზრებისაგან, ფიქრებისგან და შეხედულებებისგან. გულწრფელობა, ჩემთვის შინაგან თავისუფლებასთან იგივდება. სიმართლეს თვალებში რომ ჩავხედოთ – „კარგად ვიქცევით“ არა ვინმეს გულისთვის (ქმარი ან მეგობარი…), არამედ საკუთარი თავისთვის. 

აღიარეთ ეს ფაქტი.

Continue reading “ასე კარგად რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს…”

ერთი ქალი

ყველა მამაკაცის ცხოვრებში არსებობს ერთ ქალი, რომელიც გადაატრიალებს მის ცხოვრებას, გაყოფს „მდე“ და „შემდეგ“, შეუცვლის ხედვებს, სიტყვებით აუხსნელ ნაკვალევს დაუტოვებს ცხოვრების სავალ გზაზე და სა მუდამ ოდ დაიბუდებს მის გულში.

სრულებით არა აქვს, მნიშვნელობა იყო ეს ქალი წარსულში, არის ამჟამად თუ გამოჩნდება მომავალში.

ყველა მამკაცს ჰყავს – ის, ერთი ქალი.

ქალი, რომელიც ცვლის ცხოვრებას და თავად კაცს. ასეთი ქალების დანახვაზე თრთის ბეღურასავით, როდესაც სხვა დროს „ლომს შეეჭიდება“, მისით ავადდება, მათთვის სიმაღლეებს იპყრობს, ოცნებობს მასზე, სჩადის წარმოუდგენელ „სისულეებს“ , მისი ფანტაზია და „არასერიოზულობა“ სცდება ყოველნაირ საზღვრებს, სრულიად ცვლის თავს და ჯამში სამყაროს…

Continue reading “ერთი ქალი”

ქალის სიცოცხლის იმიტაცია

ხშირად, ასე ხდება. გადის დრო და წყვილს რომელსაც ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, აღმოაჩენს – ძველებურად აღარ უყვართ ერთმანეთი, რაღაცნაირად, გახუნდა და გაუფერულდა მათი ყოველდღიურობა.

კაცი ყოველ დილით დგება და მიდის. ქალს ეიმედება.

კაცს ჰყავს საყვარელი. ქალი დარწმუნებულია, რომ ეს დროებითია.

კაცი უარს ამბობს ქალთან სექსზე, ქალი ცდილობს წონაში გახდეს, შეიღებოს თმები, იაროს სალონში, იყიდოს ახალი ტანსაცმელი… ფიქრობს მოხიბლავს, განუახლებს… მაგრამ ქმარი ვეც კი ამჩნევს შეღებლ თმებს… ცვლილებებს.

ქმრის სიცივე, უფრო და უფრო აღრმავებს უფსკრულს.  Continue reading “ქალის სიცოცხლის იმიტაცია”

«გთხოვ, იყავი ოდნავ სუსტი…»

შენ შეგიძლია ვიცი,

თუ შეიძლება გახდი,

იყავი სუსტი

გთხოვ იყო ნაზი…

მომენდე და

გამოგზაურებ ზღაპრულ სამყაროში,

გაჩვენებ საოცრებას ჩემ გვერდით.

გახდი სუსტი და

მაშინ შევძლებ ასვლას მწვერვალებზე,

შევწვდები ცაში შენთვის ვარსკვლავებს,

გავხდები განსაკუთრებული მხოლოდ შენთვის,
მძინარეს გამოგიყვან ცეცხლმოკიდებული სახლიდან,

მოვიფიქრებ წარმოუდგენელს,

ჩავიდენ ყველანაირ სისულელეს –

გადავეშვები აბობოქრებულ,

ავისმომასწავებელ, აზვირთებულ ზღვაში,

გამოგიყვან, გიშველი!

ეს იქნება გულით ნაკარნახევი,

შენ ხომ ძლიერი ხარ ჩემზე.

მეტად დარწმუნებულიხარ თავში!
ეს შენში დევს გადაარჩინო სხვები

მძიმე ხვედრისგან,

ეს შენ არ უშინდები ცხოვრების ქარბორბალებს,

ტკაცუნს ცეცხლისას,

არ იკარგები, არ იძირები,

ავს არ დააგროვებ,

არ ატირდები და არ ამოიკვნესებ,

თუ  შენ ეს  გინდა.

თუ შენ მოგინდება გადნები სხვებში,

თუ შენ მოინდომებ გახდები …
და ასეთი სიძლიერის გვერდით

გამიჭირდება ძალიან, ჩემო.

თუნდაც მოჩვენებით,

თუნდაც წამიერად –

გთხოვ,

გემუდარები – დამეხმარე

ვირწმუნო საკუთარი თავის,

გახი სუსტი და ნაზი.

ბედნიერი ურთიერთობები

რობერტ რაჟდესტვენსკი

თარგმანი თ.კ.

დაკავდით თავით და არა ქმრით ან მეგობარი ბიჭით

ამ თემას ჰყავს ადრესატი და წაიკითხავის დროს თავს ნამდვილად ამოიცნობს.

ჰარმონიული ურთიერთობები ძირითად შემთხვევში იწყება ქალისგან.

მანიპულაცებით, ხრიკებით,  „შანტაჟით“ დაქორწინება, სხვისთვის რჩევის კითხვით ან პასუხების წიგნებში ძიებით ან თუნდაც ამ ბლოგით… ძირფესვიანად ცხოვრება ვერ შეიცვლება!

მაშ, როგორ? – მკითხვათ და მეც გიპასუხებთ:

მხოლოდ საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფ ქალს შეუძლია აშენოს ჰარმონიული ურთერთოებები. სხვანაირად არანაიარად! გინდ დამეთანხმეთ, გინდ არა

Continue reading “დაკავდით თავით და არა ქმრით ან მეგობარი ბიჭით”

თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია

Alice-Mason

ფოტო: Alice Mason

სიყვარული, მდგომარეობაა და ის არ არის რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

სიყვარული, ენერგიის ნაკდია და პირველად იგრძნობთ თუ არა, მუდმივად მიგიზიდავთ და ეცდება დაგაბრუნოთ.

და თქვენც ბრუნდებით, ხსნით და აღრმავებთ ნაკადს.

როდესაც გიყვართ – უბრალოდ, გიყვართ.

გინდათ ახსნათ, გინდათ სიტყვებით შეამკოთ…

მაგრამ ემოციები შემოგხვევთ ხელს, გაგჟღინთავთ, აგავსებთ, მოგიცავთ სრულად. სიტყვებისთვის ადგილს არ ტოვებს… და ასე, მხოლოდ გრძნობებს მინდობილი, მინაბებული, ღიმილნარევი ყუჩდებით…

Continue reading “თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია”

თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში

რეჯინა ბრეტი — ამერიკელი მწერალი, ორჯერ პულიტცერული პრემიის ლაურიატი. ის ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და მან კარგად იცის რაზე საუბრობს. თვისი ცხოვრების მანძილზე რეჯინამ ბევრი რამ გადაიტანა. 18 წელი მარტო ზრდიდა შვილს, 41 წლის ასაკში დაძლია მკერდის სიმსივნე,  ყველაფერი ამის მიუხედავად, შეძლო წარმატებისთვის მიეღწია, გაიკეთა შესანიშნავი კარიერა და მხოლოდ 45 წლის ასაკში შეხვდა ნამდვილ სიყვარულს.

Continue reading “თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში”