12 თვისება რომელსაც ადამიანი მიჰყავს სიღარიბემდე

ჩვევა 1 – ღარიბები მუდმივად დამნაშავეებს  ეძებენ

ღარიბი ადამიანი არასოდეს  აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ის ადანაშაულებს კოლეგებს, უფროსს, მთავრობას… ეს ბოლო, ძალიან გავრცელებულია. შედით პიროვნების პირად ფბ გვერდზე და მისი გაზიარებული პოსტებით მიხვდებიათ, იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას თავზე და შესაბამისად ღარიბია თუ არა. ღარიბ ადამიანს უჭირს აღიაროს, რომ თავად არის რამეში დამნაშავე, მით უმეტეს, შეუმდგარ ადამიანად ყოფნაში!!! ღარიბი ფიქრობს: «ისინი რომ არა, მე დიდი ხნის წინ ვიქნებოდი წარმატებული», «მე ხომ ბედი არ მაქვს, ყველა ხელს მიშლის, რამის გაკეთებ აქ შეუძლებელია» რა ქნას, მართლა ასეა და…. მისთვის ეს რეალობაა, მისი ცნობიერი არ არის მზად დაინახოს შესაძლებლობები.

Continue reading “12 თვისება რომელსაც ადამიანი მიჰყავს სიღარიბემდე”

გიხაროდეს თითოეული აგურის დადება

უილ სმიტი ერთ-ერთ ინტრვიუში ყვება:

12 წლის ვიყავი , როდესაც  მამამ მითხრა თავიდან ამეშენებინა დანგრეული კედელი, რომელსაც უკვე წელიწადნახევარი ვაშენებდი და როგორც იქნა დავასრულე. ამოცანა რომელიც ჩემს წინაშე დადგა, მაშინ მეჩვენა განუხორციელებელი.

მამამ შეამჩნია ჩემი ყოყმანი და წარმოთქვა შემდეგი რამ:

„მე არ მინდა oოდესმე მითხრა, რომ რაღაც არ შეგიძლია გააკეთო! ნუ ეცდები კედლის აშენებას, ნუ მოემზადები კედლის ასაშენებლად, ნუ იტყვი – „მე ავაშენებ ყველაზე მაღალ და ლამაზ კედელს რომელიც კი ოდესმე აუშენებიათ.“ არამედ, უთხარი საკუთარ თავს: „მე დავდებ ამ აგურს იმდენად იდეალურად, რამდენად ეს არის შესაძლებელი!“ თუ კი შენ ყოველ დღე ამას გააკეთებ – ძალიან მალე ააშენებ მყარ და ლამაზ კედელს.  არ არის საჭირო უყურო გამუდმებით მიზანს და ოცნებას – ეს მორალურად ანგრევს და გიკარგავს ყველანაირ სურვილს, ისევ და ისევ დაიხარჯო. უნდა გიხაროდეს თითოეული აგურის დადება“

7 თვისება რომელიც სიღარიბეზე გაპროგრამებენ

-მეცნიერებმა აღმოაჩინეს  გარკვეული ჩვევები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ტვინის ფიზიკურ მდგომერეობაზე და  პრაქტიკულად, პირაპირ აპროგრამებს გონებას სიღარიბეზე!

აი ის ჩვევებიც, რომლებისგანაც თავი შორს უნდა გეჭიროთ, გამორიცხოთ და გაექცეთ:

Continue reading “7 თვისება რომელიც სიღარიბეზე გაპროგრამებენ”

და მაინც რას ნიშნავს „არ დანებდე“

braian

მუდმივად მაინტერესებდა რა სხვაობაა წარმატებულ და ჩვეულებრივ დამიანებს შორის?

ეს კითხვა წლების მანძილზე მიტრიალებდა თავში. აქედან გამომდინარე გამუდმებით ვესწრებოდი წარმატებული ადამიანების ტრენინგებს. ამდენი წლების მანძილზე დამიგროვდა მასალაც, გამოცდილებაც და გადავწყვიტე შემეკრა ერთ ტრენინგად, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მხოლოდ მცირედი ნაწილი და ეს არის: წინააღმდეგობების სიძნელეების, ეკლიან გზებზე სიარულით – მიზნის მიღწევა.

ეს არ არის ადვილი. სწორედ ამიტომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი  არა მარტო თავს ანებებს მოქმედებას, უარს ამბობს საერთოდ ჰქონდეს მიზანი და იოცნებოს.  დღეს მინდა ხაზი გავუსვა  წარმატებული ადამიანებისას ერთ-ერთ საიდუმლოს, რომელიც წარმოადგენს ბოლო საიდუმლო ციფრს იმ ციფრთა კომბინაციაში, რომელსაც შეუძლია გახსნას კარები და გაგიყვანოთ თქვენი რელობიდან თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.

და მაინც რა არის ეს?

Continue reading “და მაინც რას ნიშნავს „არ დანებდე“”

თქვენი ენერგეტიკული ველი

siner5

თუ გვსმენიათ ფილმი „საიდუმლოს“(“The Secret”) შესახებ?

მაშინ თქვენ იცით, როგორი უნდა მოახდინოთ თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების რეალიზება. ეს, ფილმშიც კარგად არის გადმოცემული და ნახავთ ალბათ, ვისაც  ჯერ კიდევ არ უნახავს.

რატომ ხდება ისე, რომ წარმატების პრინციპები (რომელიც ასე მარტივად და გასაგებად არის ახსნილი ფილმში) მუშაობს ზოგისთვის და არ მუშაობს უმეტესობისთვის? რაშია საქმე?

აღმოჩნდა რომ ამისთვის საჭიროა იმ ტალღაზე ყოფნა, სადაც განსაკუთრებული ვიბრაციები მუშაობენ.

Continue reading “თქვენი ენერგეტიკული ველი”

ცაციები

532ae7aeda100_532ae7aeda13aბევრ მშობელს უჩნდება კითხვა, რატომ დაიბადა ცაცია მისი ბავშვი და რითი განსხვავდებიან ისინი სხვა ბავშვებისგან. მართალია ეს, პრაქტიკული ფსიქოლოგიის თემა არ არის, მაგრამ რადგან კითხვა გამომიგზავნეს ბლოგზე, ნათია ნათია შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი.

Continue reading “ცაციები”

პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

psihologiya ამ რამდენიმე დღის წინ, ახლობლებთან საუბარისას ჩამოვარდა  პრობლემის, წინააღმდეგობის, მარცხის თემა. იქვე გამოვთქვი ჩემი შეხედულება, რომ არის ფაქტორები, რაღაც მოვლენები, რომლებიც ჩვენგან დამოულიდებლად ხდება ცხოვრებაში. ჩვენზე რაც არის, ამ დროს, დამოკიდებული ეს არის, თუ რა რეაქცია და გამოხმაურება გვექნება მოვლენის მიმართ. წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი საიდუმლო, მათ მიერ პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში იმალება და რომ ისინი ნებისმიერ ცხორებისეულ მარცხს, განიხილავენ პოზიტიურ ასპექტში.

ამ დროს, მეგობარი ხმამაღლა, ბრაზიანი ტონით ამბობს: „ეს შენი პოზიტივი არ მუშაობს, მე ვცადე  დადებითად შემეხედა ჩემი პრობლემისთვის და არაფერი გამოვიდა. ეს ყველაფერი სისულელეა!“

ასე ამბობს სკეპტიკოსების უმრავლესობა და არც ჩემი მეგობარია გამონაკისი.

კი, რა თქმა უნდა პრობლემა არსებობს და მისგან გაქცევა გამოსავალი არ არის. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ გამოიმუშაოს უნარი პრობლემების გადასალახად და დასაძლევად. უფრო მეტიც, ის გვეგზავნება იმისთვის რომ გავძლიერდეთ, დავბრძენდეთ და გავაგრძელოთ შემდგომი წინსვლა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. ასე გველაპარაკება სამყარო, შემოქმედი. ის ამ გზით მიგვანიშნოს- მოვიდა დრო, შენს ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალო!  Continue reading “პრობლემები და მისი გადაჭრის გზები”