თუ რამეს აკეთებ, გააკეთე…

რამის კეთება არჩევანია და
ამ არჩევანს აკეთებს ადამიანი ან შიშიდან ან სიყვარულიდან!

სხვა არჩევანი არ არის!!!!!!!!!!!!!!!

ან შიში ან სიყვარული
ან შიშით ან სიყვარულით ცხოვრობ
ან შიშით აკეთებ ან სიყვარულით.

გააკეთე არჩევანი სიყვარულზე!!!

და დღეიდან თუ რამეს გააკეთებ, გააკეთე იმიტომ რომ ეს შენ გინდა, ეს შენი ბუნებაა და არ გაქვს სხვა არჩევანი გადა სიყვარულისა.
აკეთე ყოველგვარი – მოლოდინების, შედეგზე მიჯაჭვულობის, უკან მიხედვის, გვრდებზე, სხვების ყურების, მოლოდინების გარეშე.
ნუ გააკეთებ ნურც კარგი და ნურც ცუდი შეფასებებისთვის,
არც შექებისთვის და არც მადლობისთვის მიღებისთვის
ნურც ტაშის ან კრიტიკის დამსახურებისთვის
და ნურც სიყვარულის შენი წილის გა_მოთხოვებ_ისთვის.

‼️‼️გაბედე და თავად გახდი ეს სიყვარული

🧡გააკეთე ეს, იმიტომ რომ ასე გინდა – მთელი სულით, გულით
💙გააკეთე იმიტომ რომ სხვანაირად არ შეგიძლია რადგან ეს შენი ბუნებაა – სიყვარული
💚გაკეთე ძალიან მარტივად, უბრალოდ, რადგან შენ გაქვს ის, რაც შეგიძლია მთელი სული და გულით გაამრავლო, უმიზეზოდ და უპირობოდ გაუნაწილო სხვებს.

გააკეთებ სიყვარულით და, ყველა დანარჩენი თავად იზურნებს თავზე, შენზე…

‼️უბრალოდ აკეთე ის, რაც შეგიძლია და რაც გინდა ( ან არ გააკეთო, საერთოდ, თუ არ გინდა).
‼️მოკლედ, რაც არ უნდა გააკეთო, აკეთე უბრალოდ.
‼️უბრალოდ, იმიტომ რომ გეკეთებინება და შემოგე_კეთებ_ინება….

🧡სიყვარულით და 🙏მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

#ზრდისფაქტორი მორიგი სეზონი იწყება

წინასწარ დაჯავშნეთ ადგილები შეზღუდულია,
რეგისტრაცია
➡️ http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#ზრდისფაქტორი #მე_ზრდისფაქტორელი_ვარ #გახდი_ზრდისფაქტორელი

http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
#მეზრდისფაქტორელივარ
#გახდიზრდისფაქტორელი

მეყოფა კი ერთი ადამიანური სიცოცხლე…

„არავინ არის შენი მტერი ან მოკეთე, ცხოვრების გაზე ყველა მასწავლებელია“ – აღმოსვლური სიბრძნეა ეს
და რაც მალე შევიმეცნებთ, მით მალე განვთავისუფლდებით და გავანთავისფლებთ სამყაროს ნებისმერი დესტრუქციული ენერგიისგან.
მით მეტად და მალე გამოვფხიზლდებით ისეთი ძილისგან, „თითქოს დავდივართ და მაინც რომ გვძინავს“ და რასაც „ჩემ ცხოვრებას“ ვეძახით.

ყველა ადამიანში და ყველა სიტუაციაში მასწავლბლის და სასწავლის აღმოჩენა, ის ნაბიჯია, ისეთ კარებში შებიჯებაა და იმხელა სიღმეებში, სიმაღეებში ყურება რომელიც მაფიქრებს და მაკითხებს: მეყოფა კი ერთი ადამიანური სიცოცხლე ამ სიღრმეების და სივრცეების. მარცვლის დონეზე მაინც შესაცნებად?

და ახლა და ამ წუთას, მე ვირჩევ შეცნობას, რადგან ვიგრძენი – ეს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ ყოფილა, რაც კი შეიძლება ადამიანურ ყოფიერებისას მომივიდეს…

Continue reading “მეყოფა კი ერთი ადამიანური სიცოცხლე…”

პოსტი – გასცდი საზღვრებს…

არ დაიჯერი შენი შეხედულებების, შენი აზრების, ფიქრების…
არ ადაიჯერო არც ჩემი შეხედულებების, აზრების, პოსტების, ვიდეოების და თემების…
არ დუჯერო არც მის შეხედულებებს…

გასცდი საზღვრებს…

რასაც ხედევ, რისი გჯერა და რა წარმოდგენები გაქვს საკუთარი თავზე – გამოდი მსგავსი ჩარჩოებიდან…

ჩემი,
მისი,
პირველ რიგში, შენი ფიქრობის, შეხედულებების და თუნდაც ხილულის მიღმა დამკვიდრებულია უსასრულობის ის ნაკადი მდინარე, რასაც და ვისაც წარმაოდგენ სინამდვილეში.

არ დამიჯერო, გააკეთე 

 

21 დღიანი ონლიან ტრენინგი #ზრდისფაქტორი
იწყება 27 აპრილს შემოგვიერთდით
👉👉👉 http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

#ზრდისფაქტორი
#მეზრდისფაქტორელივარ
#გახდიზრდისფაქტორელი

ქალი – რომელსაც ბედნიერება მოაქვს მამკაცისთვის

დღეს მცირედ, შევეხოთ ქალბატონების იმ კატეგორიას, რომლებსაც მოაქვთ ბედნიერება მამკაცისთვის.
არ არის აუცილებელი ეს თემა ყველამ წაიკითხოს და მით უმეტეს – გაუგოს. არ მოგეწონებათ „გაატარეთ“,  ე.ი თქვენ არ გეხებათ!
და კიდევ, მე არ ვწერ და ვერ დაწვერ ერთადერთს და ყველასათვის მისაღებს…
მადლობა!
დიახ, არსებობენ ისეთი ენერგეტიკულად სავსე ქალები რომლებიც, განძივით და თილისმასავით არიან საყვარელი მამკაცისთვის. და ზოგადად, ქალი ავსებს ან აცარიელებს მამაკაცს ენერგეტიკულად. ამიტომ ქალის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული მის გვერდით მყოფი მამაკაცის წარმატება (როგორც ქალის წარმატება და შინაგანი სიმშვიდეა – მამაკაცზე ) თუ წარუმატებლობა.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მამკაცისთვის ცხოვრებაში?

თუ შევადარებთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია – საყვარელი ქალის პოვნა უმნიშვნელოვანესია; რადგან სწორედ, ის ხდება მისი ოქროს გასაღები რეალიზებაში, მისით იხსნება მამაკაცის დანიშნულება!

როგორ იპოვოს „თავისი“  და ის ერთადერთ ქალი?

Continue reading “ქალი – რომელსაც ბედნიერება მოაქვს მამკაცისთვის”

დრამულ ჩდილებად საკუთარი სიშიშვლის შემოფეთება

თითოეული თქვენთაგანი ხართ უნიკალური!

  • არ ეძებოთ სიბრძნე გარეთ. არ იკითხოთ სწორად იქცევით თუ არა. ცხოვრება —  ექსპერიმენტია და თავად უნდა გაერკვეთ, რა არის სწორი და რა არასწორი. ზოგჯერ ან ხშირად, შეიძლება გააკეთოთ არასწორი არჩევანი, მაგრამ ეს მოგცემთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, რასაც ვერ მიიღებდით სხვა დროს, სხვასთან და სხვაგან. ეს კი უდიდესი სულის საკვები და #ზრდისფაქტორია
  • არ ეძებოთ სიყვარული და სხვასაც ნუ აიძულებთ უყვარდეთ. უბრალოდ, თავად გახდით, გააკეთეთ ის, რასაც ეძებთ სხვის სიყვარულში. მიეცით საკუთარ თავს ის, რაც ფიქრობთ, რომ გჭირდებათ სხვისგან.

Continue reading “დრამულ ჩდილებად საკუთარი სიშიშვლის შემოფეთება”

იგავი სიმშვიდეზე

ხშირად, გარეშე მოვლენები გვირღვევს სიმშვიდეს.

გარეთ შექმნილი სიტუაციები ჩვენზე ახდენს სწრაფ ზემოქმედებას და გულს და სულს გვიფორიაქებს. ასე და ამ გზით თავად სიტუაციები გვაჩვენებენ: მათ ხელში ვართ ადვილი სამართავი. ეს, ისინი გვმართავენ და არა ჩვენ.

მოცემული ბრძნული იგავი გვიყვება –  რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება.

ერთ მდიდარ კაცს მოუნდა ისეთი სურთი ჰქონოდა, შეხედავდა თუ არა მის გულში მომენტალურად დაესადგურებინა სიმშვიდეს. დააწესა პრემია და დაპირდა მილიონს, ვინც დაწერდა ულამაზეს სურათს სურათთა შორის.  ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან დაიწყეს მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრების გამოგზავნა და დაგროვდა ნახატების დიდი რაოდენობა. ყველა სურათის გულმოდგინედ დათვალიერების შემდგომ, მდიდარმა ამოარჩია ორი ნამუშევარი .

Continue reading “იგავი სიმშვიდეზე”

ამ არც თუ ისე მარტივმა დღეებმა, დაგვუბრუნა…

ამ არც თუ ისე მარტივმა დღეებმა,
დაგვუბრუნა ყველაზე საბაზისოსთან და მარტივთან.

დროსთან – აქ და ამ წუთს 
სიცოცხლის შეგრძნებასთან – ჩასუნთქვით და ამისუნთქვით,
იმ (წმინდა) ადგილთან – დგახართ, ზიხართ თუ წევხართ…
იმ სივრცეში, სადაც იმყოფებით გულითაც და ფიზიკურადაც.
იმ ახლობლებთან, რომლებიც გახდნენ შორეულნი „-მდე“ .

მადლიერებასთან, რაც გაქვთ და რაც გახვევიათ, რაზეც, უკვე დიდი ხანია, ყურდღების მიქცევა და დაფსებას დაანებეთ თავი, რადგან გეგონათ ჩვეულებრივ ამბად.

იმ მარტივ და მცირედ სიხარულებთან, რისგანაც მოქსოვილია თქვენი სიცოცხლე. მეტი ბედნიერების წყურვილმა, დიდი ხანია , დაგაკარგვინათ ნამდვილ ფასეულობების შეცნობის უნარი

Continue reading “ამ არც თუ ისე მარტივმა დღეებმა, დაგვუბრუნა…”

ენერგიები

„თუ გსურს სამყაროს საიდუმლოს ჩაწვდეთ იფიქრეთ ენერგიაზე, სიხშირესა და ვიბრაციაზე,, ნიკოლა ტესლა

ვიბრაცია კვანტური ფიზიკის მიხედვით ნიშნავს შემდეგს: ყველაფერი სამყაროში არის ენერგია, ადამიანები გარკვეულ სიხშირეზე ვიბრირებენ, ვიბრაცია ორი სახისაა, პოზიტიური და ნეგატიური, ყოველი ემოცია ვიბრაციაზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს.

1)ფიქრი

ყოველი ფიქრი ესაა სამყაროში მიმართული სიხშირე რომელიც უკან უბრუნდება პირველწყაროს, ამრიგად თუ თქვენ გაქვთ უარყოფითი ფიქრები, იმედგაცრუება, მოწყენილობა, სიბრაზე, შიში, ამას ასხივებთ, იგივე გიბრუნდებათ უკან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიზრუნოთ ფიქრებზე და მოვახდინოთ დადებითი ფიქრების კულტივირება.

Continue reading “ენერგიები”

დაცემის მიზეზები (იგავი)

აფრიკელი შამანი თავის მოწაფეს გაუძღვა ჯუნგლებში. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მოხუცი, ის მიიწევდა წინ სწრაფი და მყარო ნაბიჯებით. განსხვავებით ახალგაზრდისა რომელიც რამოდენიმეჯერ წაიქეცა.

ახალგაზრდა კაცი ყოველჯერზე როდესაც წამოდგებოდა აგინებდა მიწას, აფურთხებდა დაცემის დაგილას და ასე ცდილობდა გაჰყოლოდა  მასწავლებლის ნაკვალევს.

ხანგრძლივი გზის გავლის შემდგომ, ისინი მიადგნენ წმინდა ადგილებს.
შამანი შეუჩერებლივ შემოტრიალდა და უკან გამოუყვა გზას.
– თქვენ ჩემთვის დღეს არაფერი გისწავლებით, – განუცხადა მოწაფემ მორიგი დაცემისას.
– რაღაც კი გასწავლე, მაგრამ შენ ამას ვერც კი მიხვდი – უპასუხა შამანამ. – მთელი დღეა ვცდილობდი მეჩვენებინა ცხოვრებისეულ შეცდომებთან სწორი დამოკიდებულება.
– და როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს?
– იგივენაირად, როგორც აკეთებდი ყოველი დაცემისას – უპასუხა შამანამ – მხოლოდ იმის ნაცვლად დაწყევლო, აფურთხო და აგინო დაცემის ადგილი, უნდა ეცადო და აღმოაჩინო ის, თუ რამ გაიძულა დაცემა. 

იმ დღეს როცა გონება დადუმდება…

ადამიანები ყოველ წუთას ფიქრობენ როგორ გაიუმჯობესონ ცხოვრება,

მეც ასე ვიყავი.

თავიდან ვცდილობდი სხვების შევლას, ვუყენებდი მოთხოვნილებებს, ვუდგენდი ნორმებს თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ, რომ მე თავი მეგრძნო მშვიდად მათ გევრდით – ვერანაირი ახსნა განმარტებით, ლოგიკით და დამადასტურებელი მაგალითებით ეს ვერ შევძელი…

ამიტომ მოგვიანებით დავიწყე საკუთარი ხასიათის შეცვლაზე ფიქრი, ჩვეული გზით – აწ უკვე თავის დადანაშაულებით, განკითხვით, მოთხოვნილებების შესაბამისობით – მაგრამ შინაგანი სიმშვიდე აღარ გამოჩნდა, არა და არა..

Continue reading “იმ დღეს როცა გონება დადუმდება…”