მართალია, ხშირად ვამბობა ამას ტრენინგებზე მაგრამ ახლა, იგივეს იგავის სახით მოვყვები:
– ოსტატო, როგორ არ ავცდე ჩემთვის განკუთვნილ გზას – გამიზიარეთ, თუ საიდუმლო არ არის?

– ორი გზაა. პირველი – თუ გარშემო ყველაფერი არის შენთვის კარგად ნაცნობი, ან ისეთი რამეები ხდება რაც უკვე ძალიან კარგად იცი, რა მოხდება და როგორ დასრულდება, მაშინ შენ მიდიხარ „საითაც გინდა“, მაგრამ არა შენი გზით. გზა – ეს არის, ის, რაც არ იცი. რაც არის ამოუცნობი, რისი წარმოდგენა ან გაჭვრეტა შეუძლებელია… სწორედ, ამიტომაც ვერ აქცევ მას მისაღწევ ან შესაცნობ მიზნად. ის, რაც ისედაც იცი უნდა დაგრჩეს ზურგს უკან, თორემ გაჩერდები. მეორე წესია – თუ შენ მიდიხარ სწორი მიმართულებით ივსები ენერგიით, თუ არასწორი, იცლები და იხარჯები. მნიშვნელობა არ აქვს , ამ გზაზე უსიამოვნების ან სიამოვნების მოგიწევს დაგემოვნება. სიამოვნებას , უსაიმოვნებაზე არა ნაკლები უბედურების მოტანა და სასიცოცხლო ძალების გამოწოვა შეუძლია. ამ დროს, სიცოცხლისთვის საჭირო ძალები დაგტოვებს მოწყენილობისგან და სიყეყეჩისგან. ისინი გამოგეცლება ტრაბახით და ქედმაღლობით. შრომა? შრომამაც შეიძლება დაგაცარიელოს და სრულად წაგართავას სასიცოცხლო ძალები. ყველაფერი რაც შთანთქავს შენს ძალებს, უდაო მინიშნებაა – აცდი გზას! როგორც კი განხორციელებლი ქმედებები დაიწყებს შენს ავსებას – იცოდე, მიდიხარ სწორი გზით.
– ოსტატო, როგორ მივხვდე ვფალანგან თუ ვივსები სასიცოცხლო ენერგიით?
– დაიწყე დაკარგული დროის შეგრძნებით. თუ კი მიხვდები, დროს ტყუილ-უბრალოდ ფლანგავ, იმ წუთშივე ხელი მოკიდე საქმეს…
აი, სულ ეს არის… წარმატებებს გისურვებ უძვირფასესო ბლოგის სტუმარო
სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით