… და რა სურს კაცს?

Без названия (1)როგორ უნდა გამოხატოს ქალმა მამკაცის მიმართ სიყვარული, სწორად?

ნუთუ მათ ერთი და იგივე არ უნდათ?

რას ელოდებიან ქალები მამაკაცებისგა?

ყურადღებას, ზრუნვას, დაცვას…

როდესაც ქალის გვედით  ჩნდება სასურველი მამკაცი, რას აძლევს მას ქალი?

ყურადღებას, ზრუნვას, თუნდაც დაცვას.

ანუ  ქალი აძლევს იმას, რისი მიღებაც სურს თავად კაცისგან.

რატომ ხდება ასე?

ასე ესმის ქალს სიყავრული…

მამაკაცს სიყვარული ესმის ქალისგან განსხვავებულად?

დიახ.

არა, მამაკაცს სიამოვნებს ქალის მზრუნველობა და ყურადღება, სანამ ეს არ გადავა დედობრივ მზრუნველობაში, მაგრამ მას გაცილებით მეტის მიღება სურს ცოლისგან, ვიდერ მზრუნველობაა.

და რა სურს კაცს?

მიიღოს ქალისგან სიყვარული და ის ატმოსფერო, სადაც მას მოეკიდებიან გაგებით.

რა იგულისხმება?

ქალმა მიიღოს ისეთი როგორიც არის

თუ ქალი ცდილობს მამკაცის გადაკეთებას, მისი ხასიათის გამოსწორებას, კარნახობს თავისი ცხოვრების წესებს, უცვლის ჩაცმის მანერას და აკრიტიკებს მისი ინტერსების სფეროს, თუნდაც ეს ხდებოდეს მამკაისთვის სასიკეთოდ. კაცის შინაგანი ხმისთვის ეს სიგნალია – „ჩვენ, აქ არ ვუყვარვართ, რადგან არ გვიღებენ ისეთს როგორიც ვარ...“
თუ კი ქალმა მიიღო მამკაცი უპირობოდ, თავისი ინტერესებით, ხასიათით, ცხოვრების სტილით და მიიღო არა ინტელექტის დონეზე და არამედ გულით – აი, ეს წარმოადგენს მამკაცისთვის სიყვარულის საუკეთესო დადასტურება.


ქალს სჯეროდეს მისიgqv5QC8M2sU

სჯეროდეს მისი სიბრძნის და მისი გენიალურობის.

სჯეროდეს მისი გაცილებით მეტად, ვიდრე მამაკაცს, თავად სჯერა საკუთარი თვის.

სჯეროდეს, მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას, რომ ის შეძლებს ოჯახის უზრუნველყოფას.

სჯეროდეს, მან უკეთესად იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.

სჯეროდეს მამკაცის ნიშნავს -არ მისცე რჩევები თუ ამას არ გთხოვს, არ ითამაშო ჭკვიანის როლი, ნუ იქნები ოჯახში ლიდერი და ნუ აკეთებ მამკაცურ საქმეებს.

უბრალოდ ირწმუნეთ თქვენი მამკაცის, როგორც ღმერთის და არასოდეს უღალატოთ ამ რწმენას.

თუნდაც ახალა არაფერი გამოსდიოდეს, თუნდაც ამ წუთას არ ჰქონდეს საკუთარი თავი და გზა ნაპოვნი. ცოლის რწმენა შთააგონებს მას და გააკეთებინებს შეუძლებელს.

წარმატებული კაცები, მთელი თავისი ცხოვრება აღმერთებენ, სწორედ, თავის მორწმუნე ცოლებს. სწორედ, მათი რწმენის წყალობით აღმოაჩინეს თავში ნიჭი, მათი წყალობით არ შეუშინდნენ რისკზე წასვლას, დაცემას, შეძლეს ადგომა და კვლავ დაცემის მერე, წამოდგომა. სწორედ, მათი რწმენის წყალობით ავიდნენ დიდ სიმაღლეებზე.

გრძნობდეს ქალისგან მხარდაჭერას

მამკაცი გრძნობს – ქალს უყვარს, როდესა ის უჭერს მხარს. პატარა, თითქოს უმნიშვნელო ნიუინსებში გამოიხატება მხარდაჭერა.

თუ ქალი უწუნებს ჩაცმის გემოვნებას, აკრიტიკებს სამოსს, როდესაც მიდიან სტუმრად…

როდესაც ქალი არ იჭერს ქმრის მხარეს, სუბრის ან განხილვის დროს ან სადავო  საკითხში…

როდესაც, ქმარს აიძულებს, თავი შეიკავოს, რაღაც გადაწყვეტილებების მიღებისგან…

და ა.შ.

ამ დროს, მამკაცს შინაგანი ხმა კარნახობს –  „აქ, ჩვენ არ ვუყვარვართ“.  ეს არის მამაკაცურ ეგოზე დარტყმა. როდესაც ცოლი არ უდგას მხარში, მას ეკარგება ნდობა მის მიმართ და ურთიერთობებაში ჩნდება ბზარი.

ბრძენი ქალი, მამკაცის ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეხვდება შემდეგი კითხვით:

“კარგად იფიქრე ამაზე? დარწმუნებული ხარ? მაშინ, იმოქმედე!”

მამკაცი არსოდეს წავა იმ ქალიგან, რომელიც მხარში უდგას. თუნდაც მას ჰქონდეს მრისხანე ხასიათი, ცოლს ეს ხასიათი არასოდეს შეეხება. პირიქით, კაცი ენდობა მის ქალურ სიბრძნეს და ყოველთვის ჰკითხავს რჩევას. მასში ხედავს და გრძნობს სანდო, მოსიყვარულე ქალს. ასეთი სიყვარული მოუტანთ ორივეს კეთილდღეობას, ჰარმონიულობას და ბედნიერებას…

 

მიიღეთ თქვენი მამაკაცი ისეთი როგორიც არის, ირწმუნეთ მისი, ამოუდექით მახარში, იცხოვრეთ ჰარმონიულად და იყავით ბედნიერი!

 

მოგეწონათ თემა გაუზიარეთ ის მეგობრებს.

მადლობა, რომ სტუმრობთ ბლოგს.

თემა მოამზადა

ურთიერთობის ქოუჩმა თამარ კვარაცხელიამ

5 Comments Add yours

  1. ნათელა ამბობს:

    თამარ ჩემი ქმარი კაზინოში თამაშობს წლებია.ამის გამო სახლი დავკარგეთ.ახლა ნაგირავებში ვცხოვრობთ.მასწავლეთ როგორ მოვიწონო და შევაქო ასეთი ქმარი?

    1. Madona ამბობს:

      Chven yvelas gvinda iseti rom vendot da swored iqceodnen magram es mzolod filmebshia kacs rac ufro endobi mit tamamad xalatoben colebs da mere tavshi uvardebat da midian … roca zian saxlshi da mteli dxe tamashoben telefonshi da amdros qirit xar da sawmeli argaq saxlshi aramgonia cols exalisebodes amis yureba da aqos qmars amitom swori rchevebi mogvecit xolme rom namdvilad imoqmedos adamianze da ara am teqstis shemdeg mainc imaze ifiqros ro iqneb egec unda avitanot . Da zogadat aq kacebis dafaseba kiara kacebs aswavlet qalis dafaseba .es rcheva chemgan tqven tore yvela qali afasebs qmars da bevrs vitant mara daunxavebi arin mainc

  2. ნათელა, დიახ, თუ მის გვერდით რჩებით მაიანც, უნდა მოიწონოთ, შეაქოთ და გიყვარდეთ იმისთვის რასაც აკეთებს, საერთოდ. სულ მცირედის გამოც. რაღაცას ხომ აკეთებს ოჯახისთვის, თქვენთვის..
    შეისწავლოთ რას ეძებს ამ თამაშში და იგივე ენერგიები მიმართოთ ოჯახში აღმშენებლობისკენ. მაგრამ ამისათვის უნდა შეიცვალოთ თქვენ.

    აქ რამდენიმე ასპექტია.
    – თუ ეს კითხვა დასმულია კუთხით: მე ასეთი კარგი ვარ და ქმარმა დაგვაქცია… რაც არ უნდა დავწერო, ნაკლებად შესაძლებელია მიიღოთ.
    – თამაშობდა თუ არა ქმარი, სანამ გაჰყვებოდით ცოლად?
    – როდის გაგიჩნდათ სულ პირველად, ბავშვობაში შიში დაკარგვის, წართმევის ან „ მე არ
    ვჭირდები“?
    – ცხოვრებაში რაზე ხართ ძალიან დამოკიდებული თავად (ტკბილეული, ნეგატივი, კრიტიკა, არასაყვარელი საქმიანობა…სხვა)
    – რა გინდათ თქვენ, პირადად?

    ყველა, შემთხვევაში მუშაობა საჭიროა თავზე და არა ქმარზე.
    …..
    ძალიან გამიჭირდება კომეტარში მოკლედ ახსნა.
    მადლობა.

  3. Natela Narozauli ამბობს:

    მადლობთ

  4. მაგდა ამბობს:

    Magda.givradze.3@.ge

დაამატეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.