მოვლენების მატერიალიზაცია მიმდინარეობს კვანტურ დონეზე

099დოქტორ ჯო დისპენზა გახდა ერთ-ერთი, ვინც მეცნიერული თვალსაზრისით პირველად გამოიკვლია – ტვინის ზეგავლენა რეალურ მოვლენებზე. თეორიამ – კავშირი მატერიასა და გონებას შორის- მას მოუტანა მსოფლიო აღიარება. მთავარი აღმოჩენა მდგომარეობს იმაში, რომ გონება პრაქტიკულად, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ფიზიკურ გრძნობებს, სულიერისგან. უხეშად, რომ ვთქვათ, თავში არსებული ნაცრისფერი უჯრედები, ერთმანეთისგან ვერ ანსხვევებს მატერიალურს, წარმოსახვისგან ანუ აზრებისგან.

ცოტამ თუ იცის, დოქტორმა ნეიროფიზიოლოგიის და ტვინის შესაძლებლობების გამოკვლევები დაიწყო, ტრაგიკული შემთხვევის გამო. იმის მერე, რაც ჯო დისპენზას დაეჯახა მანქანა, შესთავაზეს დაზიანებული ხერხემლის მალების იმპლანტებით ჩანაცვლება, რომელიც მას მიიყვანდა გამუდმებულ ტკივილამდე. ექიმები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ასე თუ შეძლებდა ფეხზე წამოდგომას და გავლას. მაგრამ ჯო დისპენზამ მიიღო გამოწვევა და გადაწყვიტა აზრების დახმარებით აღედგინა ჯანმრთელობა. ცხრა თვიანი თერაპიის შემდეგ მან შეეძლო გავლა. სწორედ, ამ შემთხვევამ უბიძგა გამოეკვლია გონების შესაძლებლობები. პირველი ნაბიჯიც გადადგა – გაიცნო და ურთიერთობა დაამყარია ადამიანებთან ვინც გაიარეს სპონტანური რემისია.  ექიმების დასკვნით, მათ ჰქონდათ უმძიმესი დიაგნოზი და მოხდა, ტრადიციული მადიცინის ჩარევის გარეშე დაავავდებებისგან „სპონტანური“ და დაუჯერებელი გამოჯამრთელება. გამოკითხვების შედეგად, დისპენზამ გაარკვია: გამოჯანმრთელებული ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ – მატერიასთნ მიმართებაში აზრები პირველწყაროა და მას შეუძლია განკურნოს ნებისმიერი დაავადება.

ნეირონული ქსელი

12345დისპენზას თეორია ამტკიცებს, ყოველთვის, როდესაც ადამიანი გადის ცხოვრებისეულ გამოცდილებას თავის ტვინში აქტიურდება დიდი რაოდენობას ნეირონები. ისინი, თავის მხრივ, მოქმედებენ ფიზიკურ მდგომარეობაზე. სწორედ, გონების ფენომენალურ ძალას გააჩნდეს კონცენტრაციის უნარი. მას შეუძლია შექმნას ე.წ. ნეირონებს შორის სინოპტიკური კავშირები განმეორებადი სიტუაციით. გარემოებები, მოვლენები, გრძნობები ქმნიან მყარ ნეირონულ კავშირებს – რომლებსაც უწოდებენ ნეირონულ ქსელს. თითოეული ქსელი, თავის მხრივ, წარმოადგენს  გარკვეულ მოგონებას, რომლზე დაფუძვნებითაც ორგანიზმი ახდენს მსგავს ობიექტებზე და სიტუაციებზე რეაგირებას. დისპენზას აზრით, წარსული, ტვინის ნეირო ქსელებშია ჩაწერილი. ჯამში, ამ ჩანაწერით ხდება სამყაროს აღმის ფორმირება, მათ შორის კონკრეტული ობიექტების. ამიტომ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ჩვენი რეაქცია არის სპონტანური, სინამდვილეში უმრავლესობა მათგანი ჩაპროგრამებულია მყარი ნეირონული კავშირებით. თითოეული ობიექტი, სიტუაცია, მოვლენა ააქტიურებს ამა თუ იმ ნეირონულ ქსელს, რომელიც თავის მხრიდან იწვევეს ორგანიზმში გარკვეულ ქიმიურ რეაქციას. ეს, ქიმიური რექცია კი გვაიძულებს ვიმოქმედოთ ან შევიგრძნოთ, გავიქცეთ ან გავშეშდეთ, გაგვიხარდეს ან გვეწყინოს, აღვფრთოვანდეთ  ან ავღშფოთდეთ და ჩავარდეთ აპათიაში… ემოციონალური რეაქცია, სხვა არაფერი თუ არა ქიმიური რეაქცია, რომელსაც იწვევს ჩამოყალიბებული ნეირონული ქსელები და რომელიც ემყარება წარსულის გამოცდილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 99% რეალობას აღიქვამს არა ისეთს როგორიც სინამდვილეშია, არამედ, როგორც ინტერპრეტირებულია1234 წარსულის გამოცდილების და მზა შეხედულებების მიერ.

ნეირო ფიზიოლოგიის ძირითადი წესი ჟღერს ასე: ნეირონები რომლებიც გამოიყენება კონკრეტულ სიტუაციაში ერთიანდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირი განმეორების შედეგად ჩნდება ნეირო ქსელი და მყარდება გამოცდილება. თუ კი გამოცდილება დიდი ხნის მანძილზე გამოუყენებელია, მაშინ ნეირო ქსელი იშლება და კიდევ, რეგულარუად ერთი და იგივე „ღილაკზე ხელის დაჭერით“ ინერგება ახალი ჩვევა. ასე ხდება, ავტომატური რეაქციების და პირობითი რეფლექსები ფორმირება. თქვენ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით ფიქრის გააზრება, ორგანიზმი გარკვეულწილად უკვე ზემოქმედებს.

ყურადღების ძალა

123456უბრალოდ დაფიქრდით, ადმიანის ხასიათი, ჩვევები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ, ნეირონული ქსელის ნაკრებს, რომლებიც შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოადუნოს ან გააუქმოს – სინამდვილის გააზრებული აღქმით. როდესაც ხდება ყურადღების, გააზრებული და შერჩევითი მიმართვა სასურველიკენ, იბმება ახალი ნეირონული ქსელები. ადრე, მეცნიერები თვლიდნენ რომ ტვინი სტატიკურია, მაგრამ ბოლო დროის ნეორიფიზიოლოგების გამოკვლევებმა აჩვენა – ტვინში უმცირესი გამოცდილებაც კი წარმოშობს ათასობით და მილიონობით ნეირონულ ცვლილებებს, რომლიც ასახვას ჰპოვებს მთლიან ორგანიზმზე.

თავის წიგნში ჯო დისპენეზა სვამს ლოგიკურ კითხვას: თუ აზრებით ხშირად გამოვიწვევთ ნეგატიურ შეგრძნებებს, შეუძლია თუ არა საბოლოო ჯამში იქცეს ნორმად?

დისპენზამ, ადამიანში გონებრივი შესაძლებლობების გამოსავლენად ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი:

1234567ადამიანები რაოდენობა დაყო ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფის მონაწილეებს დაევალა – ზამბარიან ღილაკზე ერთი და იგივე თითის დაჭერა. მეორე ჯგუფში დაევალათ მხოლოდ წარმოედგინათ – ერთი და იგივე თითის ღილაკზე დაჭერა. შედეგად, პირველ ჯგუფში მონაწილეთა თითზე კუნთი გამაგრდა 30%, მეორეში 22%. ზიფიკურ მაჩვენებლებზე ასეთი გავლენა, ნეირონული ქსელის მუშაობის შედეგს წარმოადგენს. ამიტომ დისპენზამ დაასკვნა: ტვინისთვის არანაირი განსხვავება არ არსებობს მატერიალურ და წარმოასხით სიტუაციებს შორის. ეს კი იმას ნიშნავს – ადამიანი მოვახდენს ნეგატიურ აზრებზე კონცენტრაციას, მისი გონება აღიქვამს ნეგატივს როგორ რეალურს და იწყებს შესაბამის ცვლილებებს ორგანიზმში. მაგალითად: ავადმყოფობა, შიში, აგრესია…

 

სად არის ხაფანგი?

ჯო დისპენზას, კიდევ ერთი გამოკვლევა ეხება – ემოციებს.
ემოციური ქცევის გაუცნობიერებელი პატტერნები აყალიბებს მყარ ნეირონულ ქსელს ანუ მიდრეკილებას, ამა თუ იმ ფორმაზე ემოციურ რეაგირებას.  თავის მხრივ, ამას გაჰყავს ადამიანი განმეორებად შეცდომებზე. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს მათი წარმოქმნის მიზეზს, ებმება ერთსა და იგივე ხაფანგში! მიზეზი კი მარტივია — თითოეული ემოცია “შეიგრძნობა” სხეულში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ნაკრების გადასროლის შედეგად და ორგანიზმი, ასე ვთქვათ, “დამოკიდებული” ხდება ამ ქიმიური 8faa9f061f0544d90a808a53db1e0f13შენაერთზე. მისგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოხდება “დამოკიდებულების“ გააზრება – როგორც ფიზიკური დამოკიდებულების.

მთავარია, მხოლოდ გააზრებული მიდგომა.

პირადად ჩემთვის, ჯო დისპენზ დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს. ვთვლი, რომ ის თანამედროვეობის უდიდესი მეცნიერია. ბიოქიმიკოსი, ნეიროფიზიოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, სამი შვილის მამა და ურთიერთობებში ძალიან უშუალო ადამიანი. ლექციებს კითხულობს იუმორით და ნეოროფიზიოლოგიაზე საუბრობს ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე. მეცნიერეთაგან, ერთ-ერთი ენთუზიასტია და დაინტერესებულ ადამიანებს სიამოვნებით აცნობს, თავის 20-წლიან მეცნიერულ გამოცდილებას.

ის აქტიურად იყენებს კვანტური ფიზიკის უკანასნელ მიღწევებს და საუბრობს იმ მოახლოებლ დროზე როდესაც, ადამიანებისთვის არ არის საკმარისი უბრალოდ რაღაცის გაგება, არამედ, მოვიდა დრო, თითოეული გახდეს მზად, მიღებული ინფორმაცია/ცოდნა გამოიყენოს და დანერგოს პრაქტიკაში.

“რა საჭიროა ელოდო განსაკუთრებულ მომენტს ან თუნდაც,  ახალი წლის დადგომას, რომ კორდინალურად უკეთესობისკენ შეცვალო ცხოვრება და აზრები? უბრალოდ დაიწყეთ ამის კეთება პირდაპირ ახლავე: შეწყვიტეთ ყოველდღიური ნეგატიური1 მომენტების შეგროვება, განთავისფლდით მათგან. მაგალითად, დილით უთხარით თავს:

“დღეს ვიცხოვრებ ისე,  რომ არავის განვიკითხავ”  

“მე დღეს არაფერზე ვიწუწუნებ “,

 “მე დღეს, არ ვიქნები გაღიაზიანებული”…

დღის მანძილზე გაკეთეთ რაღაცეები სხვანაიარი თანმიმდევრობით, მაგალითად, თუ ჯერ იბანთ და მერე იხეხავთ კბილებს, გააკეთეთ პირიქით ან აიღეთ და აპატიეთ ვიღაცას. უბრალოდ ისე, უმიზეზოდ. დაანგრიეთ ჩვეული კონსტრუქცია!!! თქვენ იგრძნობთ თავს უჩვეულოდ და ეს ახალი შეგრძნებები ნამდვილად მოგეწონებათ. არაფერს ვამბობ, ორგანიზმში და ცნობიერში წარმოქმნილ გლობალურ პროცესებზე და ცვლილებებზე! დაიწყეთ, მიეჩვიეთ საკუთარ თავზე ფიქრს და გამართეთ დიალოგი თვთან როგორც საუკეთესო მეგობართან.

აზროვნების შეცვლა მიგიყვანთ, ფიზიკურ სხეულში ღრმა ცვლიებებთან. დაფიქრდით, გვერდიდან შეხედეთ თავს და უპასუხეთ კითხვებს:

  • “ვინ ვარ?
  • რატომ ვარ ცუდად?
  • რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც არ მინდა ვიცხოვრო?
  • რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში?
  • რა არის ის, რაც ხელს მიშლის?
  • რისგან მინდა განთავისუფლება?” და ა.შ.

თუ კი კითხვებზე მძაფრად რეაგირებთ, გაჩერდით და მიიღეთ გადაწყვეტილება: ახლებურად შეხედოთ ან არ გააკეთო რაღაცა ძველებურად! ეს იმას ნიშნავს, რომ გადიხართ “გაცობიერების” პროცესს. ეს შინაგანი ევოლუციაა. ამ დროს აკეთებთ ნახტომს. შესაბამისად, იწყება ცვლილებები და ახალ პიროვნებას კი სჭირდება ახალი სხეული.

ასე ხდება მოულოდნელი განკურნება: ახალი გაცნობიერებებით, დავადება ვერ გაჩერდება ძველ სხეულში, რადგან იცვლება ორგანიზმის მთელი ბიოქიმია (იცვლება აზრები – იცვლება ორგანიზმში მიმდინარე, მთელი რიგი ქიმიური ელემენტების პროცესი და იქმნება ისეთი შინაგანი გარემო, რომელიც ტოქსიკური ხდება დაავადებისთვის) და ადამიანი ჯანმრთელდება.

დამოკიდებულებები (ადიკცია რაღაცის მიმართ: დაწყებული ვიდეოთამაშებიდან დამთავრებული გამაღიზიანებლებით) ძალიან მარტივად შეიძლება იქნას დადგენილი: ადამიანი თავს ვერ ანებებს, როდესაც დანებება უნდა. ვერ წყდება კომპიუტერს, ყოველ 5 წუთში შედის და ამოწმებს სოც. გვერს ან მაგალითად,  კაგად ესმის, გაღიზიანება ანგრევს მის ურთიერთობებს, მაგრამ ვერ ერევა თავს — ეს დამოკიდებულებაა, არა მარტო მენტალურ დონეზე, არამედ ფიზიკურ, ასევე ბიოქიმიურ (ამ დროს, ორგანიზმი ითხოვს ჰორმონებს, რომელსაც  გადაჰყავს მოცემულ შეგრძნებებზე).

brainმეცნიერულად დამტკიცებულია, ქიმიური ელემენტების მოქმედების პერიოდი გრძელდება 30 წამიდან 2 წუთამდე. თუ ადამიანი განიცდის ამ თუ იმ მდგომარეობას მეტი დროით,  დანარჩენი დრო ხელოვნურად არის გაჩერებული, აზრებით. ამ დროს ხდება, ნეიროქსელის ციკლური აგზნება, პროვოცირება და არასასურველი ჰორმონების ხელახალი გადასროლა, რომელიც იწვევს ნეგტიურ ემოციებს… ანუ  მსგავს მდგომარეობაში ყოფნას, თავად უწყობს ხელს!

უმეტეს შემთხვევაში, პიროვნება ნებით ირჩევს გრძნობას, განცდას. ასეთი სიტუაციებიდან გამოსვლის საუკეთესო ვარიანტია, ყურადღების გადართვა სხვა რამეზე: ბუნებაზე, სპორტზე, კომედიის ყურებაზე, რაზეც გინდა… ოღონდაც, შეძელით გადართვა. მკვეთრი ყურადღების გადაფოკუსირება საშუალებას იძლევა მოასუსტოს და “ჩააქროს” იმ ჰორმონების მოქმედება, რომელიც პასუხს აგებს ნეგატიურ მდგომარეობაზე.

და რაც მეტად განავითარებს ამ თვისებას, მით მეტად შეძლებს რეაქციების მართვას. ეს კი ჯაჭვურ გამოიწვევს უდიდეს ცვლილებებს, როგორც გარე სამყაროს აღქმაში, ასევე შინაგანში. მოცემულ პროცესს ეწოდება ევოლუცია.

თქვენი ახალი აზრები მიგიყვანთ ახალ არჩევანთან, ახალი არჩევანი ახალ ქცევებთან, ახალი ქმედებები ახალ გამოცდილებასთან, ახალი გამოცდილება ახალ ემოციებთან. ამას დაემატება გარე სამყაროდან მიღებული ახალი ინფორმაციები, რომლებიც ერთობლივად დაიწყებს თქვენი გენის ეპიგენეტიკურ (ანუ მეორად) ცვლილებას. მოგვიანებით, ეს ახალი ემოციები, თავის მხრიდან გამოიწვევენ ახალ აზრებს. ასე განავითარებთ თვითპატივისცემას, საკუთარ ძალებში რწმენას და ა.შ. სწორედ, ამ სახით არის შესაძლებელი პიროვნების და შესაბამისად ცხოვრების სრულყოფა.

დეპრესია — დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია. ნებისმიერი დამოკიდებულების მდგომარეობა ლაპარაკობს ბიოქიმიურ დისბალანსზე ორგანიზმში. ასევე, მუშაობის პროცესი „ცნობიერი-სხეული“ -ს, მათ კავშირის დისბალანსზე.

ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა 1276861269_246740723ef8მდგომარეობს იმაში, რომ ისინი თავში არსებული ემოციების და ქცევის ასოცირება/გაიგივებას ახდენენ საკუთარ პიროვნებასთან. ჩვენ ზუსტად ასე ვლაპარაკობთ:

“მე ვარ ნერვიული”,

” მე ვარ უნებისყოფო”,

“მე ვარ ცუდად/ავად”,

“მე უბედური ვარ” და ა.შ.

ისინი თვლიან, რომ თუ გარკვეულ ემოციებთან მოახდენენ იდენფიცირდებას, უკეთესად წარმოაჩენთ საკუთარ პერსონას. ამიტომ, ქვეცნობიერად გამუდმებით ცდილობენ გაიმეორონ რეაგირების ძველი სქემა ან მდგომარეობა (მაგალითად, ფიზიკური ტკივილი ან დეპრესია), თითქოს ყოველ ჯერზე ამტკიცებენ, რომ ისინი ასეთები არიან. მიუხედავად იმისა არ სიამოვნებთ და ამ დროს, ძალიან იტანჯებით!

ეს დიდი შეცდომაა!!!  ნებისმიერი არასასურველი მდგომარეობა, ემოცია… ა.შ. თუ კი იქნება კეთილი ნება, შესაძლებელია მოიცილებულიქნას, რადგან

თითოეული ადამიანის შესაძლებლოებები  შემოსაზღვრულია მხოლოდ მისი ფანტაზიის უნარით.

და როდესაც გადაწყვიტავთ ცხოვრების შეცვლას,  მკაფიოდ წარმოიდგინეთ რაც გინდათ. გონებაში არ გაწეროთ როგორ მიაღწევთ ამას ანუ  ნუ გექნებათ “მკაცრად გაწერლი გეგმა”, შესაძლებლობების  საუკეთეო “არჩევანი” აღმოჩნდეს მოულოდნელი.

საკმარისია შინაგანად მოდუნდეთ და შეეცადო გულით გაიხაროთ იმ ამბით, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. იცით რატომ? რადგან კვანტურ რეალობაში ეს უკვე მოხდა, ისე როგორც წარმოიდგინეთ, მკაფიოდ და თან, ამ დროს, მთელი გულით გაიხარეთ.

სწორედ, კვანტურ დონეზე იწყებს მოვლენები მატერიალური რეალობად ჩასახვას.

მოდით, დაიწყეთ მოქმედებები და შექმენით სასურველი „იქ“. თქვენ მხოლოდ იმის გჯერათ მხოლოდ ის გახარებთ რისი შეხებაც და დანახვა შეუძლიათ, რაც უკვე რეალიზებულია. თქვენ არ იცით, როგორ ხდება რეალობის შექმნა, როგორ საჭიროებს ის თქვენს თავში რწმენას, თუმცა, ამ დროს, ვერც კი ხვდებით, ყოველდღიურად როგორ ხართ მომავლის შენებით დაკავებული, მხოლოდ ძირითადად ნეგატიურად. ამის დასადასტურებლად, საკმარისია გაიხსენოთ, რამდენად ხშირად ამართლებს თქვენი ნეგატიური მოლოდინები? ეს ნეგატიური მოვლენა ფორმირებულია თქვენს მიერ. უკონტროლოდ…

მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევანს გააკეთებთ აზრების და ემოციების კონტროლზე, დაიწყება საოცრებები თქვენს ცხოვრებაში.

დამიჯერეთ, შემიძლია ასობით ულამაზესი და შთამბეჭდავი ისტორიები და მაგალითები მოგიყვეთ.

იცოდეთ, როდესაც ვიღაცა იცინის და გეუბნებათ,buddha-weekly-0flower-of-mind-_l_32735708

_„რაღაც ძალიან კარგი მოხდება“ 

თქვენ კი ეკითხებით:

_”საიდან იცი?”,

ის კი მშვიდად პასუხობს:

“უბრალოდ ვიცი…”

ეს მკაფიო მაგალითია, მოვლენის რეალიზაციის კონტროლის… დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ერთხელ მაინც განუცდია, ეს განსაკუთრებული მდგომარეობა.”

აი, ასეთ რთულ საკითხებზე, ასე მარტივად საუბრობს ჩემთვის და უამრავი მისი მიმდევარისთვის პატივსაცემი ჯო დისპენზა. ყველას გირჩევთ ამ ავტორის გაცნობას.

“ჩვენი უმთავრესი ჩვევა უნდა გახდეს, იყო ის ვინც ხარ”.

და კიდევ დისპენზა გვირჩევს:

არსოდეს არ შეწყვიტოთ სწავლა. ყველაზე კარგად ინფორმაციას ისრუტავთ როდესაც ხართ გაკვირვებული. შეეცადეთ, ყოველ დღე გაიგოთ რაღაც ახალი, ეს — განავითარებს და გაავარჯიშებს თქვენს ტვინს. ამ დროს, ქმნით ახალ ნეირონულ კავშირებს, რომელიც თავის მხრივ შეცვლის და განავითარებს აზროვნების უნარს. ყველაფრი ეს კი დაგეხმარებათ, საკუთარი ბედნიერების და სრულფასოვანი რეალობის მოდელირებაში.

მადლობა, რომ იყავით ჩემთან. ❤

 

მასალა თარგმნა ინეტიდან

პერსონალურმა ქოუჩმა 

თამარ კვარაცხელია

45 Comments Add yours

  1. ანონიმური ამბობს:

    უღრმესი მადლობა ამ დონეზე ჩაღრმავებისთვის და ასე, მეცნიერულ დონეზე განხილვისთვის. ეს ინფრომაცია კიდევ უფრო მეტად მეხმარება და საერთოდ დიდი მადლობა ქალბატონო თმარ ამ გვერდის შექმნისთვის არაჩვეულებრივ დახმარებას უწევთ თქვენ მკითხველს ..

    1. მახარებს თქვენი კომენტარი და მავსებს ენერგიით. გაიხარეთ!
      გიხდით მადლობას, რომ სტუმრობთ ბლოგის, მიწონებთ თემები და ტოვებთ კომენტარს. ❤ წარმატებები!

    2. Ნანა მერკური ამბობს:

      Უღრმესი მადლობა, ძალიან მომეწონა და საინტერესო იყო.

    3. ანონიმური ამბობს:

      სულ რამდენიმე დღეა ვეცნობი თქვენს ბლოგს ქალბატონო თამარ, ძალიან საინტერესო და საჭიროა ჩემთვის, გავაგრძელებ, მადლობა თქვენ…

  2. Eka Gogibedashvili ამბობს:

    დიდი მადლობა, გაიხარეთ! გამოვიყენებ ცხოვრებაში.

    1. მადლობა ეკა კომენტარისთვის. წარმატებები!!!

  3. დათო გაბაიძე ამბობს:

    გულითადი მადლობა თამარ

    1. დათო, მადლობა, რომ ესტუმრეთ ჩემს ბლოგს და დამიტოვეთ კომენტარი!

  4. Ineza Zaqaradze ამბობს:

    didi madloba sust da swori gverdebis sheqmnistvis damijeret es xalxs dzalian schirdeba tqven ver warmoidgent ramxela damapiqra tqvenma mecnierulma gamokvlevam miyvebi dqvens gverdebs aba warmateba da didimadloba.

    1. მადლობა ინეზა გულისხმიერებისთვის.
      დაგიჯერებთ, რომ ხალხს ეს სჭირდება. გამოვდივარ შეგრძნებებიდან და კითხვებზე პასუხიდან – მე,თქვენ, ჩემს საყვარლ კლიენტს ქოუჩ-სესიაზე, ჩემ მკითხველს ბლოგზე – რა სჭიდება? რამდენად ფასეულია მათთვის, რასაც ვაკეთებ? რამდენად შეიცვლება, ოდნავ მაინც, მათი შეხედულება სასიკეთოდ?
      და თუ ადამიანი, მისთვის სასარგებლოს იპოვის, გამოიყენებს და დაეხმარება, მაშინ ჩავთვლი რომ ამით არა მარტო საკუთარი ცხოვრების შეცვლა შევძელი…
      მადლობა სამყაროს, რომ შემიძლია ვიყო მის ხელში იარაღი – სხვების „მსახური“.
      დაე, ჩემი გავლით იდინოს საჭირო ინფორმაციამ და მივიდეს მასთან ვისაც ეს ჰაერივით სჭირდება, მზად არის მისაღებად და გამოიყენებს!!!

      კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის.

  5. Cisana Kikoliashvili ამბობს:

    დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ. მე დიდი ხანი არ არის, რაც შემოგიერთდით. მაქსიმალურად შევეცდები, არ გამომრჩეს თითოეული თქვენი სტატია. თქვენ ძალიან საჭირო ადამიანი ბრძანდებით, მითუმეტეს საქართველოს მოსახლეობისთვის, სადაც პესიმიზმს მყარად აქვს ფესვები გამჯდარი, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვნებშიც. ამიტომ თქვენ ვინც “გამოგყვებათ”, დარწმუნებული ვარ, სასიკეთოდ შეიცვლება მისი მომავალიც. გაიხარეთ და იძლიერეთ! პატივისცემით: ცისანა კიკოლიაშვილი

    1. ქალბატონო ცისანა, მადლობა თქვენ რომ მესტუმრეთ და ასე შემაფასეთ.
      მიხარია, რომ მოგწონთ თემები,
      გთხოვთ, იყავით ჩემი ბლოგის ხშირი სტუმარი.
      გამახარებთ!

  6. Gvantsa Kuparadze ამბობს:

    დიდი მადლობა. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ,,ჯოს” აღმოჩენისთვის. გმადლობთ !

  7. ketusi.com ამბობს:

    ძალიან საინტერესო კვლევა იყო,საინტერესო თემაა და მიხარია,რომ გადმოქართულებული ნაშრომი ვნახე.მადლობა თქვენ.თქვენის ნებართვით ჩემ ბლოგზე რებლოგს გავაკეთებ,რადგან თემატურად ჩემ ბლოგსაც შეესაბამება.

  8. ketusi.com ამბობს:

    Reblogged this on Ketusi's Blog and commented:
    ძალიან საინტერესო ნაშრომია,
    ქალბატონ თამარ კვარაცხელიას ბლოგზე წავაწყდი და ჩემ მკითხველსაც მინდა გაგიზიარო მისი პოსტი.

    1. რათქმაუნდა ქეთი. მომწონს თქვენი ბლოგი. წარმატებები!

  9. დიკო ამბობს:

    ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს რომ გვიზიარებთ! წარმატებებს გისურვებთ!

  10. ანონიმური ამბობს:

    შემთხვევით წავაწყდი ამ სტატიას და მოვხვდი თქვენთან. ძალიან საინტერესო და საჭირო თემაა მე ვიტყოდი ყველასთვის. გაიხარეთ.

    1. ალბათ აზრებით მიიზიდეთ ეს ბლოგი, რადგან ვთვლი – შემთხვევით არაფრი ხდება. მიხარია მკითხველის მატება ბლოგზე და მადლობა კომენტარისთვის

  11. giorgi ამბობს:

    vaaa dzalian magaria raaa,chvens gonebas ramdeni ram sheudzlia,madloba qalbatono tamar magari blogia raaa martla magaria

    1. უღრმესი მადლობა გიორგი ასეთი შეფასებისთვის.

  12. mzia ამბობს:

    მადლობა სტატიისთვის! ძვირფასო თამარ!
    მე ასეთი რამეც გამიგია, რომ ტვინი რეალურად მომხდარს და ვიზუალიზაციას, ანუ წარმოსახულს ვერ არჩევს, ადამიანი თავის მიზანს მკვეთრად , რომ წარმოიდგენს, ტვინი მას რეალიზებულად ჩათვლის და აღარ მუშაობს მასზეო, ამ შემთხვევაში რა ხდება, რას გვირჩევთ.

    1. მზია, აბსოლუტურად გეთანხმებით! ძალიან ბევრი წარმოსახვაც არ ვარგა, რადგან „გაშვება“ ის მნიშვნელოვანი საკითხია რასაც ადაიანების უმეტესობა ვერ ახერხებს. სურვილების უმრავლესობის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანს გაცნობიერებლი და შესაბამისად სამყარომ უკეთ იცის მის მისაღწევად რა გზა და წინააღმდეგობები უნდა გაატაროს. ან მისცეს თუ არა საერთოდ. აქ ბევრი ასპექტია ჩართული.

  13. ხოხ,:) რა იყო ახლა ეს ქალბატონო თინა? ფიქრობთ „გამომიჭირეთ“?☀😒😏😅😆 ბრავო!!!!
    თქვენ ამ ერთი წყაროს მიაგენით, მე ბევრს(საწყისი რომელია, ამის გასარკვევად დრო ვრ დავკარგავ), ამიტომაც არ მივუთითე წყარო. ხაზია გასმული, რომ ნათარგნია(როგორც ჩემი ბლოგის თემების უდიდესი ნაწილი). ჩემთვის მთავრი არსია – ჯო დისპენზა, როგორც ტვინის მკვლევარი.
    გიქებთ, ქალბატონო თინა ძალისხმევას, მქუხარე „აპლოდისმენტები“ თქვენ 👏🙌…
    აბა თქვენ იცით…🤣
    როგორც ვატყობ, Youtube-ს პირველწყაროდ მიიჩნევთ – რას ვიზამთ, ყველა თვისი შეხედულებებიდან იხედება და ქმნის მის რეალობას.
    წარმატებები⛳

  14. lali ამბობს:

    არაჩვეულებრივია, საოცრად დადებითი ენერგიები მოედინება თქვენი რჩევებიდან, მადლობთ ტქვენ!

  15. მადლობა ლალი!

  16. ანონიმური ამბობს:

    ძალიოან საინტერესო და„სასარგებლო, შალიან მადლიანი და კეთილი ხართ ქალბატონო თამარ

  17. ლალი ამბობს:

    მადლობა თამარ. მე ბევრს ვსწავლობ თქვენგან…ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ადამიანი ხართ. მადლიერი ვარ რომ პირადად გიცნობთ და მაქვს პატივი თქვენი სტატიებით შევცვალო აზროვნება. გმადლობთ რომ არსებობთ,აკეთებთ დიდ სიკეთეს.

  18. მადლობა, ლალი! გაიხარეთ!

  19. ანონიმური ამბობს:

    ყველაფერი ეს გაცილებით ადრე თქვა დიმიტრი უზნაძე მე ” განწყობის თეორია”-ში. მადლობა თამარი სტატიისთვის

  20. marexi kobaxidze ამბობს:

    ugrmesi madloba qalbatono tamar.

  21. ანონიმური ამბობს:

    დაშვებულია უმნიშვნელო ორთოგრაფიული შეცდომა: ნაცვლად ,,იდენტიფიცირებას,, წერია ,,იდენტიფიცირდებას,, და კარდინალურის ნაცვლად წერია კორდინალური. სტატია ძალზე ინფორმაციული და საინტერესოა

    1. ჩავასწორებ აუცილებლად, დრო რომ მექნება. მადლობა.

  22. ანონიმური ამბობს:

    კი მაგრამ ზოგი რო ამბობს რო ფოქრებში გაწერილი გეგმა უნდა გქონდეს რო’ელიც მატერიალიზირდება და ერთი და ოგივე სურათით უნდა წარმოიდგინოო სასურველიო?

    1. გამარჯობათ!
      1. სადმე წერია რომ ვიზუალიზაცია არ მუშაობს?
      2. რამდენიც არ უნდა „გაწეროთ ფიქრებში გეგმა, რომელიც მატერალიზდება და ერთი და იგივე სურათის წარმოდგენით“ თუ საკუთარ თავზე, ამ ფიქრების და ვიზულიზაცების შედეგად სამყაროში ამოქმედებულ შინაგან პროგრამებზე არ იმუშავეთ, არ იმოქმედეთ, ცნობიერის ამაღლებაზზე არ იზრუნეთ – არ გამოვა… მადლობთ!

      1. ანონიმური ამბობს:

        გასაგებია ქალბატონო მარა ეს მეცნიერულ ფსიქოლოგიური აზრების შეუთავსებლობა არ უნდა აბნევდეს ხალხს. აქ არ ერიააგრამ სხვაგან წერია რო ერთი სურათი უნდა გქონდეთ შექმნილიო. მარა მინდა დამწყებებს მივმართო რო თავიდან შეიძლება დაიბნენ თორე მერე როცა გრძნობით შეიგრძნობენ ყველაფერი კარგათ წაუვათ

  23. Nana Khunchukashvili ამბობს:

    ♥♥♥

  24. ანონიმური ამბობს:

    ქალბატონო თამარ, მე მომწონს თქვენს მიერ მოწოდებული მასალა. მადლობა ამისთვის.💖💖💖

  25. კატრინა ამბობს:

    მადლობა🥰 ძალიან მაგარია

  26. ანონიმური ამბობს:

    აღრფთოვანებული ვარ ამ გვერდით)) თქვენმა პოსტემბმა მასწავალა პატიება ,ემოციების მაღთვა და ჩემს თავზე მუშაობა რაც დალიან მომწონს უკვე))) ყოველდგე ვცდლიობ ახალი ჩვევის გამომუშავებას ვცდილობ საკუთარ თავათან მუშაობას.კი აქ იყო ნათქვამი უზნაძის განჭყობის თეორია და ალაბათ ბევრმა იცოდა აქამდეც <მაგრამ არავინ იყენებდა რატომღაც(( უგრმესი მადობა ყველაფრისთვის იმისთვის რო ვფიქრობ ახლიდან ვიბადები შევიცნობ სამყარაოს სხვანაირად და მიხარია ის ,რომ ვცდილობ ყოველ დღე რაგაც ახალი ვისწვლო და ვიმუშაო საკუთარ თავზე ,გავიზარდო პიროვნულად.მადლობა ,რომ ხართ ჩვენთან)) როგორც კი სასჰუალება მექნება აუცივლებლად მინდა დავესწო თქვენს ტრენინგებს)))

  27. Ნონა ამბობს:

    Ძალიან დადებითადი ზემოქმედება მოახდინა ამ ბლოგმა ჩემზე. Მე , მჯერავს და მწამს რომ ხდება სამყაროში რაღაც ზებუნებრივი, ღვთიური.უღრმესი Მადლობა ამ ბლოგის შექმისთვის

  28. მანო ამბობს:

    რამოდენიმე თვის წინ დამეზარა ამ სტატიები წაკითხვა,ახლა სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.როცა არ ველი,მაშინ გამოჩნდებით ხოლმე თამარ “მხსნელად”.როგორ მინდა თქვენი ახლოს გაცნობა.მადლობა !!!!

  29. ბევრი სასარგებლო ინფორმაცია აღმოვაჩინე თქვენთან..მადლობა რომ საზოგადოების ცნობიერების გაღრმავებას ხელს უწყობთ🙏წარმატებებიიი..❤❤

  30. თამარი ამბობს:

    მადლობა, საინტერესო და დროულია…
    ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ჩვენს ქვეყანაში ვინმე მუშაობს მსგავს საკითხებზე? ასე მგონია რომ ბოლო დროს ადამიანები კოსმოსიდან ვიღებთ ინფორმაციას , ალბათურად კვანტურუ მეთოდით. ტელეპატია, ტელეპორტაცია , აზრის მატერიალიზაცია და სხვა მალე რეალობა გაზდება, ვინაიდან იქმნება შესაბამისი გ ა რ ე მ ო პირობები, სამყაროს ზედა ენერგიებიდან

Leave a reply to თამარ კვარაცხელია კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.