უკეთესად გაუგეთ საკუთარ თავს

ეს ტესტი არის ჩვენი ქვეცნობიერის საიდუმლოებებზე, რომელსაც ის, ისე ღრმად ინახავს,  ვერც ვხვდებით მის არსებობას.

10370419_452388498244423_7784620839527784520_nეს ტესტი დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და აღმოაჩინოთ დამალული წაინააღმდეგობები, რომელიც  რეალობაში გიშლით ხელს.

მაშ დავიწყოთ:

პრაქტიკულად, ყველა ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნახია ფილმი, საშინელებათა ჟანრიდან. როცა, ემოციურად შედიხარ ფილმის სიუჟეტურ ლაბირინთებში, ხშირად გვაქვს ხოლმე სურვილი დავიძახოთ: “არ წახვიდე იქით! შენ რა, გიჟი ხარ?“…

საინტერესოა, ჩვენ რას გავაკეთებდით, რომ აღმოჩენილვიყავით, მსგავს სიტუაციაში.

ღმერთმა დაგვიფაროს 🙂

არ გაშინებთ. ეს თავიდან ჩანს ასე… ისე, კი საინტერესო ტესტია საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად.

როცა კითხულობთ დავალებას, შეეცადეთ შეიგრძნოთ ასახული გარემო და ატმოსფერო, მთელი ემოციებით. იყავით ყურადღებით და უპასუხეთ შემდეგ 4 კითხვას.

წარმოიდგინეთ:

1. თქვენ იმყოფებით ძველ, დიდი ხნის წინათ მიგდებულ შენობაში და აღმოაჩინეთ კიბე, რომელიც ჩადის მიწის ქვეშ. თქვენ, ნელ-ნელა ეშვები ქვემოთ და ითვლით საფეხურებს. ერთი საფეხური… ორი… სამი… სულ რამდენი საფეხური აქვს კიბეს?

000
2.მიწის ქვეშა ოთახში არის წყვდიადი. უცებ, ამ უკუნი სიბნელიდან, მოგესმათ ადამიანის ხმა. რას იძახის ის? იქნებ ტირის? იქნებ კვნესის? ან, ეს ადამიანი ხომ არ გამოგეცნაურათ?

3. როგორი რეაქცია გაქვთ ამ დროს თქვენ? არკვევთ, საიდან მოდის ხმა? თქვენი პირველი სურვილი, რაც მოგივიდათ თავში – უკან მოუხედავად აირბინოთ კიბე? თუ არ გაქვთ განძრევის უნარი, შიშისგან გაშეშდით?

4. თქვენ უკვე გარკვევით გესმით, რომ ვიღაცა გეძახით.  ხედავთ ადამიანის გამოსახულებსაც, რომელიც ნელ-ნელა ჩამოდის კიბეზე. ვინ არის ეს ადამიანი?

iStock_000012048837Small

გაერკვიეთ საკუთარ თავში უკეთ:

1. კიბის საფეხურების რაოდენობა, ასახავს იმ ფსიქოლოგიურ „შრამებს“, რომელსაც თქვენ შინაგანად დაატარებთ. მათ, ვინც „ნახა“  მხოლოდ რამოდენიმე საფეხური, არ განიცდიან მაინც და მაინც წარსულის მტრულ ზეგავლენას. აი, მათ ვინც „დაინახა“ გრძელი კიბე, რომელიც ჩადის მიწის ქვეშ, ატარებენ ღრმა ჭრილობებს.

2. სიბნელეში გაგონილი ხმები, ასახავს, როგორი სახით გაიარეთ წარსულის ნეგატუირი გამოცდილება. ტირილის გაგონების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, თქვენ იპვეთ მხარდაჭერა სხვა ადამიანებში და მათი გვერდში დგომა, დაგეხმარათ სიძნელეების გადალახვაში. ასე, რომ ცრელები იყო ურიგო…

თუ მემოგესმათ მხოლოდ კვნესა, მაშინ გამოდის, რომ ნეგატიური გამოცდილება გაიარეთ მარტომ. კვნესა, ეს არის თქვენი ღრმად დამარხული ტკივილი. იქნებ მოვიდა დრო, გახსნათ კარები და შეუშვათ შიგნით მზის სხივი. დღის შუქზე შეიძლება, თქვენი ნეგატივი, სულაც არ აღმოჩნდეს საშიში .

ხმა, რომელიც გაიგეთ, მატარებელია „შრამის“ და სიამაყით არის შეფუთული, ის უარს ამბობს ჭრილობების აღიარებაზე. ნიცშე ამბობდა:„რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“ და თქვენც მიიღეთ ეს ფილოსოფია. იყავით ფრთხილად, არ მისცეთ ამ გრძნობას გაქციოთ გულგრილი და უგრძნობი სხვების მიმართ.

3. თქვენი რეაქცია ხმაზე მეტყველებს, როგორი სახით უმკლავდებით, წარსულის მტკივნეულ საკითხებს. თუ თქვენ, გაემართეთ იქით საიდანს გესმოდათ ხმა, ანუ ეძებეთ ხმის პირველწყარო, მაშინ თქვენ, მეტწილად, თამამდ ხვდებით პრობლემებს და აუცილებლად პოულობთ გამოსავალს.

გაქცევის, კიბებზე ასვლის შემთხვევაში – მიეჩვიეთ პრობლემების უგულველყოფას იმ იმედით, bienრომ ისინი გაქრებიან თავისით. ეს მიდგომა ზოგჯერ ამართლებს, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ უსიამოვნებები თან გზდევთ მეტად, ვიდრე ამას ელოდებით. ზოგჯერ საჭიროა, თვალებში ჩახედოთ  შიშს.

თუ თქვენ გაშეშდით შიშისგან ადგილზე, შესაძლებელია  წარსულში არის, რაღაც გადაუჭრელი კონფლიქტი, რომელიც დაგდევთ და ხელს გიშლით სრულფასოვნად ცხოვრებაში.

4. ადამიანი, რომელიც გამოჩნდა ზემოდან და დაგიძახათ, ეს არის ის, ვისაც, თქვენის აზრით, შეიძლება დაეყრდნოთ. თქვენ თვლით, რომ მას შუძლია თქვენი დამშვიდება და თქვენი შინაგანი ჭრილობების მოშუშება.

 

გამიზიარეთ თქვენი შედეგები. გმადლობთ, რომ კითხულობთ ბლოგს.

გისურვებთ წარმატებებს!

 

4 Comments Add yours

  1. ანონიმური ამბობს:

    problemebs ar gavurbivar!

  2. ლიკა ამბობს:

    სანამ არ წავიკითხე პასუხები, მანამ ვერ მივხვდი რა პასუხები უნდა გამეცა სიტუაციურ კითხვებზე, იმდენად არასრულყოფილადაა ტესტის შესავალი გაკეთებული.

  3. Mari ამბობს:

    Kibeze aravin daminaxavs 😀

  4. ანონიმური ამბობს:

    “ჩემს” კიბეს 10 საფეხური ჰქონდა, ხმა დახმარებას ითხოვდა, ვიდექი და ვცდილობდი გამერკვია საიდან მოდიოდა ხმა, ამავე დროს ვცდილობდი სიბნელისთვისთვალის შეჩვევას, რომ ოთახში რამე გამერჩია. კიბეზე კი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ჩამოდიოდა, რომელსაც, ვიცი, რომ მართლაც 100 % – ით შემიძლია დავეყრდნო. 🙂

დაამატეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.