ქალის ზრუნვა თვითშეფასებაზე (III ნაწილი)

11264848_1025330217477120_576333206019027338_nუკვე შემოგთავაზეთ თემები, ქალის თვითშეფასებაზე:

ამჟამად განვიხილოთ,

რატომ უნდა ვიზრუნოთ ქლებმა თვითშეფასების ამაღლებაზე? რატომ არის მნიშვნელოვანი და რამდენად?

პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ – არ მოვიტყუოთ და ვიყოთ გულახდილები საკუთარ თავთან. განვთავისუფლდეთ მატყუარა შეხედულებებისგან – „რას იზამ ცხოვრება ასეთია“, „კრიტიკა გზრდის და მიგანიშნებს ნაკლზე“, „ნაკლი უნდა გამოვასწოროთ“…. „თუ უარყოფით მხარეებს გამოსაწორებ ცხოვრება გახდება უკეთესი“ და მსგავსი რამე-რუმეებისგან…

სწორად, ასე ფიქრობენ კარგად გაზრდილი გოგოები, რომლებიც ცდილობენ ყველას ასიამოვნონ, მოითმინონ და იხარშონ საკუთარი თავის განკითხვაში… ცდებიან... საბოლოო ჯამში, მსგავსი საქციელით ქალის ცხოვრება არ ხდება ბედნიერი.

ქალის დანიშნულება – იყოს ბედნიერი და გააბედნიეროს სხვები.

თუ ქალის საკუთარ თავთან აქვს კონფლიქტ(ებ)ი, საიდან აიღებს ძალებს, სხვებისთვის ენერგიის მისაცემად?

რატომ ხდება ასე?

იმიტომ რომ არ ზრუნავენ თვითშეფასების ამღლებაზე, დინებაზე აქვთ მიშვებული… ქალის თვითშეფასებაზე ზრუნვა პროცესია, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრება, ბოლო ამოსაუნთქვამდე.

ბედნიერ და უბედურ ქალს შორის განსხვავება, არის შემდეგში:10307229_470530053080783_7401917095583801249_n

პირველი, აძლევს თავს უფლებას, იყოს ბედნიერი. ეს მისი შეგნებული არჩევანია.  ეს არჩევანი, თანხვედრაში მოდის მის შინაგან სამყაროსთან (ქალის დანიშნულებასთან). იმ წუთიდან, როდესაც კი, ქალი გააკეთებს არჩევანს ბედნიერებაზე და ჩათვლის, რომ ის არის ღირსი  – უყვარდეთ, უყვარდეს, პატივს სცემდნენ, აფასებდნენ და ზრუნავდნენ მასზე, რამდენიმე ხანში მას ბუმერანგივით უბრინდება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება  – ახლობლებისაგან და გარესამაყროსგან.  ყველაფერი ეს ჯამში, მის თვითშეფასებას მისცემს საზრდოს და დაეხმარება იცხოვროს სავსე და ბედნიერი ცხოვრებით.

უბედური ქალი არ თვლის თავს, სიკეთის ღირსად – ყოველ წუთას თავის გამართლებაშია, თავს იტანჯაცს, მსხვერპლის როლშია. ისინი  საკუთარ თავში  კი არ ეძებენ გამოსავალს, არამედ მუდმივ შინაგან განკითხვაში არიან (რატომ ვჭამე ამდენი, როგორი უაზრო ცხვირი მაქვს,  სულელი ვარ, არაფერი გამომდის….). არ აკეთებენ არაფერს თვითშეფასების ასამაღლებ1384624972_141ლად, არ უვლიან თავს, მიაჩნიათ, რომ ამით ოჯახს (ქმარს, შვილებს… სია ულევია) მოაკლდება. რადგან ქალი თავად არ აძლევს თავს, ბედნიერების უფლებას, ის ცხოვრებაში მოზიდავს ადამიანებს, რომლებიც ვერ გააბედნიერებს და პირიქით, აავსებენ კრიტიკით, შურით, სიძუნწით… საკუთარი თავის უპატიცისცემლობა, ქალის შეგნებული არჩევანია.

დაფიქრდით.

დააკვირდით საკუთარ თავს, განსაზღვრეთ თქვენი ბედნიერების კრიტერიუმები, შეიყვარეთ თავი და მოუარეთ თავს, არ მოდუნდეთ ნუ იქნებით მსხვერპლის როლში.

სად არის გამოსავალი?

ქოუჩის გადმოსახედიდინ: ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ამ დროს ვადგენთ ხოლმე, შესაბამის ცხოვრების ბორბალს და ვზრუნავთ სესიიდან, სესიამდე შემადგენელი ნაწილების გაძლერებას. ეს ხდება იდივიდუალურ ქოუჩ სესიებზე, და აქ პროცესი, უფრო ღრმად და მიზანმიმართულად წარიმართება.

ამ თემაში, ზოგადად, ჩამოვთლი ნაბიჯებს:

1. მოიძიეთ, უარყოფითი დიალოგების პირველწყარო. დღის განმავლობაში დააფიქსირეთ, გამოიჭირეთ მომენტები,  თუ რა დროს ირთვება კრიტიკული „ ბორკილა აზრთა მიქსერი“.

2. შეაფასეთ, თუ ვისი თვალებით და რომელი პოზიციიდან, აწარმოებთ საკუთარ თავთან უარყოფით დიალოგს: დედის, მამის, ქმრის, შვილის, უფროსის, კრიტიკოსის, მოშურნეების…siZw9F-E78w

3. მიიღეთ რეალობად ის,  რომ არ გიყვართ თავი.

4. ეჭვი შეიტანეთ, თქვენში წარმოქმნილ უარყოფით დიალოგებში. ვინ მითხრა?  საიდან მოვიტანე? შესაბამება კი სიმართლეს?

5. მოძებნეთ შეხედულების, საუკეთესო ვარიანტი. როგორ იქნებოდა საკითხის საუკეთესო ვარიანტი? ( მაგ: რა შტერი ვარ….. –  მე ვარ საზრიანი, გონიერი, გენიოსი… შეცდომა მოსდის ყვალას, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია… ის არ  უშვებს შეცდომას, ვინც არ აკეთებს არაფერს…)

6. გაცხრილეთ თქვენი ცხოვრებიდან, გაეცალეთ ადამიანებს, რომელთა გვედით თავს გრძნობთ დათრგუნულად, ამაზე უკვე ვისაუბრე:  როგორ მუშაობს ქალის თვითსეფასების მექნიზმი (Iნაწილი) ანუ განერიდეთ „ტოქსიკურ“ გარემოს (ყოველ შემთხვევაში სანამ ჯერ არ მოძლერებულხართ. ამაზე საუბარია თემაში – სად იღებს სათავეს ქალის თვითშეფასება  (IIნაწილი))  და იყავით იქ სადაც გაფასებენ, უყვარხართ, გღებულობენ,   იტრიალეთ გარემოში რომელიც გზრდით.

7. აუცილებლად დაკავდით თვითგანვითარებით: იარეთ პროფესიულ თუ პიროვნული ზრდის ტრენინგებზე, თეტრში, გამოფენებზე, მეგობრებთან…

8. აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთრი თავის მოწესრიგებას (სალონი, ახალი სამოსი….)

9. მიხედეთ ფიზიკურ აქტივობას – დაკავდით სპორტით, ცეკვით, იარეთ ფეხით, იმოგზაურეთ…

10. შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარეთ სხვებს.

ქალები ცუდად იცნობენ საკუთარ თავს. ამიტომ შეხედეთ თავს სხვადასხვა კუთხიდან, მოირგეთ სხვადასხვა როლები და თქვენ მიაგნებთ ბედნიერების და თქვენი ენერგიის პირველწყაროს.

მადლობა მეგობრებო, რომ მესტუმრეთ ბლოგზე.

თემა დაამუშავა თამარ კვარცხელია

6 Comments Add yours

  1. ანონიმური ამბობს:

    madloba tqven saintereso da sasargeblo temebistvis ❤

    1. მადლობა კომენტარისთვის.

  2. დიკო ამბობს:

    ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის! წ

    1. მადლობა დიკო.

  3. ანონიმური ამბობს:

    საოცარი სტატიებია მადლობა ქალბატონო თამარ. მაგრამ როგორ შევიცვალო გარემოცვა როცა ის ძალიან ახლობელი ადამიანია?

დაამატეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.